პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონსული - ათათურქის აეროპორტიდან საქართველოს ყველა მოქალაქე სასტუმროშია გადაყვანილი
კონსული - ათათურქის აეროპორტიდან საქართველოს ყველა მოქალაქე სასტუმროშია გადაყვანილი

ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე სას­ტუმ­რო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა კონ­სულ­მა ირაკ­ლი ასაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თურ­ქე­თის მხა­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს 100-მდე მო­ქა­ლა­ქის და­ბი­ნა­ვე­ბა მოხ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვნა­ხეთ და ყვე­ლა და­ვა­ბი­ნა­ვეთ. მათი ნა­წი­ლი სა­კონ­სუ­ლო­ში გახ­სნილ ცხელ ხაზ­ზე დაგ­ვი­კავ­შირ­და, მაგ­რამ უფრო შე­დე­გი­ა­ნი იყო ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში მათი ნახ­ვა. მგზავ­რთა ერთი ნა­წი­ლი თურ­ქე­თის მთავ­რო­ბის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ვიყ­ვა­ნეთ სას­ტუმ­რო­ებ­ში, ნა­წი­ლი კი სა­კონ­სუ­ლოს მან­ქა­ნე­ბით", - გა­ნა­ცხა­და გე­ნე­რა­ლურ­მა კონ­სულ­მა.

ამას­თან, ასაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც თან­ხა არ ჰქონ­დათ, სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნა­ვე­ბის მიზ­ნით შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­მო­ყო.

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის იმ ნა­წილს, ვი­საც თან­ხა არ გა­აჩ­ნდა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­მო­ე­ყო ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი, რის შე­სა­ბა­მი­სა­დაც ისი­ნიც სას­ტუმ­რო­ებ­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. ასე­თი კა­ტე­გო­რი­ის პირი 60-65 იყო, სა­ერ­თო ჯამ­ში კი, სას­ტუმ­რო­ებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს 100-მდე მო­ქა­ლა­ქე გა­და­ვიყ­ვა­ნეთ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ასაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კონსული - ათათურქის აეროპორტიდან საქართველოს ყველა მოქალაქე სასტუმროშია გადაყვანილი

კონსული - ათათურქის აეროპორტიდან საქართველოს ყველა მოქალაქე სასტუმროშია გადაყვანილი

ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სასტუმროშია გადაყვანილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, თურქეთის მხარისა და საქართველოს მთავრობის დახმარებით, დაახლოებით საქართველოს 100-მდე მოქალაქის დაბინავება მოხდა.

"საქართველოს მოქალაქეები ვნახეთ და ყველა დავაბინავეთ. მათი ნაწილი საკონსულოში გახსნილ ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდა, მაგრამ უფრო შედეგიანი იყო ათათურქის აეროპორტში მათი ნახვა. მგზავრთა ერთი ნაწილი თურქეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი ავტობუსით გადავიყვანეთ სასტუმროებში, ნაწილი კი საკონსულოს მანქანებით", - განაცხადა გენერალურმა კონსულმა.

ამასთან, ასაშვილის ინფორმაციით, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თანხა არ ჰქონდათ, სასტუმროში დაბინავების მიზნით შესაბამისი რესურსი საქართველოს მთავრობამ გამოყო.

"მოქალაქეების იმ ნაწილს, ვისაც თანხა არ გააჩნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გამოეყო ფინანსური სახსრები, რის შესაბამისადაც ისინიც სასტუმროებში გადავიყვანეთ. ასეთი კატეგორიის პირი 60-65 იყო, საერთო ჯამში კი, სასტუმროებში დაახლოებით საქართველოს 100-მდე მოქალაქე გადავიყვანეთ", - განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა