პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ათათურქის აეროპორტში - უახლესი ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან
რა ხდება ათათურქის აეროპორტში - უახლესი ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან

სტამ­ბო­ლის ათა­თურ­ქის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 106-მდე გა­ი­ზარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "ალ-ჯა­ზი­რა" ავ­რცე­ლებს .

და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი კი 50-მდეა გაზ­რდი­ლი.

ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში და­ღუ­პულ­თა შო­რის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც არი­ან. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რაქ­ტე­ბი სამ­მა თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თურ­ქე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ბე­კირ ბოზ­და­გის გან­ცხა­დე­ბით, ერთ-ერ­თმა თავ­დამ­სხმელ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფრე­ნე­ბის ტერ­მი­ნალ­ში "კა­ლაშ­ნი­კო­ვის" ავ­ტო­მა­ტი­დან ცე­ცხლი გახ­სნა, რის შემ­დე­გაც თავი აი­ფეთ­ქა.

იხი­ლეთ: პირ­ვე­ლი კად­რე­ბი ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტი­დან - გარ­დაც­ვლი­ლია 10, და­შა­ვე­ბუ­ლია 40-ზე მეტი

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხდარ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთ დაჯ­გუ­ფე­ბას არ აუ­ღია, თუმ­ცა, ერთ-ერთი ვერ­სი­ით ტე­რაქ­ტე­ბი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მიერ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, აე­რო­პორ­ტი ოთხშა­ბა­თამ­დე, თბი­ლი­სის დრო­ით 18:00-მდე და­ი­კე­ტე­ბა. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორმ­ცი­ით, აე­რო­პორ­ტი­დან ყვე­ლა მგზავ­რი ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია, ამ­ჟა­მად აე­რო­პორ­ტი და­კე­ტი­ლია.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აშშ-ის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ სტამ­ბოლ­თან ავი­ა­მი­მოს­ვლა შე­ა­ჩე­რა.

ამას­თამ, თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო მზა­დაა, ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ტე­რი­ტო­რი­ი­დან გაყ­ვა­ნა­სა და სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა კონ­სულ­მა ირაკ­ლი ასაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ასაშ­ვი­ლი სა­კონ­სუ­ლოს სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ამ წუ­თებ­ში ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში იმ­ყო­ფე­ბა. მან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩია, სა­კონ­სუ­ლო­ში გახ­სნილ ცხელ ხაზ­ზე დარ­ე­კონ, რომ­ლის ნო­მე­რია: (+90 541) 818 44 00.

ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე #აფეთ­ქე­ბა ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში

რა ხდება ათათურქის აეროპორტში - უახლესი ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან

რა ხდება ათათურქის აეროპორტში - უახლესი ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ავრცელებს .

დაღუპულთა რიცხვი კი 50-მდეა გაზრდილი.

ათათურქის აეროპორტში დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში "კალაშნიკოვის" ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.

იხილეთ: პირველი კადრები ათათურქის აეროპორტიდან - გარდაცვლილია 10, დაშავებულია 40-ზე მეტი

პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით ტერაქტები "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროპორტი ოთხშაბათამდე, თბილისის დროით 18:00-მდე დაიკეტება. ამ დროისთვის არსებული ინფორმციით, აეროპორტიდან ყველა მგზავრი ევაკუირებულია, ამჟამად აეროპორტი დაკეტილია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სტამბოლთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

ამასთამ, თურქეთში საქართველოს საკონსულო მზადაა, ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ტერიტორიიდან გაყვანასა და სასტუმროში დაბინავებაში დაეხმაროს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განუცხადა.

ასაშვილი საკონსულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ამ წუთებში ათათურქის აეროპორტში იმყოფება. მან საქართველოს მოქალაქეებს ურჩია, საკონსულოში გახსნილ ცხელ ხაზზე დარეკონ, რომლის ნომერია: (+90 541) 818 44 00.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აფეთქება ათათურქის აეროპორტში

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა