Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონსულო მზადაა, ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასტუმროებში დაბინავებაში დაეხმაროს
საკონსულო მზადაა, ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასტუმროებში დაბინავებაში დაეხმაროს

თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო მზა­დაა, ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ტე­რი­ტო­რი­ი­დან გაყ­ვა­ნა­სა და სას­ტუმ­რო­ებ­ში და­ბი­ნა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­როს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა კონ­სულ­მა ირაკ­ლი ასაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ასაშ­ვი­ლი სა­კონ­სუ­ლოს სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ამ წუ­თებ­ში ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში იმ­ყო­ფე­ბა. მან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩია, სა­კონ­სუ­ლო­ში გახ­სნილ ცხელ ხაზ­ზე დარ­ე­კონ.

"ახლა აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი. აქ არის პო­ლი­ცი­ის ბოლო კორ­დო­ნი, რომ­ლის იქით ვე­ღარ შევ­დი­ვართ. ჩემ­თან ერ­თად აე­რო­პორ­ტში იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­კონ­სუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც. რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ვნა­ხეთ. მგზავ­რთა ნა­წილ­მა თა­ვად და­ტო­ვა აე­რო­პორ­ტი, ნა­წი­ლის გაყ­ვა­ნა კი თურ­ქუ­ლი მხა­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვე­ნის მხრივ, სა­კონ­სუ­ლო მზად ვართ ვუზ­რუნ­ველ­ყოთ აე­რო­პორ­ტის ტე­რი­ტო­რი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გაყ­ვა­ნა და მათი სას­ტუმ­რო­ებ­ში და­ბი­ნა­ვე­ბა. ამის­თვის, მთა­ვა­რია, ისი­ნი ცხელ ხაზ­ზე დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ და მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­დონ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ასაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ში მოქ­მე­დი ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რია: (+90 541) 818 44 00.

თურ­ქე­თის ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში ორი აფეთ­ქე­ბა მოხ­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია 50-მდე ადა­მი­ა­ნი. და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც რამ­დე­ნი­მე ათე­ულს შე­ად­გენს. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბე­ბი სამ­მა თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე #აფეთ­ქე­ბა ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში

საკონსულო მზადაა, ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასტუმროებში დაბინავებაში დაეხმაროს

საკონსულო მზადაა, ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასტუმროებში დაბინავებაში დაეხმაროს

თურქეთში საქართველოს საკონსულო მზადაა, ათათურქის აეროპორტში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ტერიტორიიდან გაყვანასა და სასტუმროებში დაბინავებაში დაეხმაროს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განუცხადა.

ასაშვილი საკონსულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ამ წუთებში ათათურქის აეროპორტში იმყოფება. მან საქართველოს მოქალაქეებს ურჩია, საკონსულოში გახსნილ ცხელ ხაზზე დარეკონ.

"ახლა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფები. აქ არის პოლიციის ბოლო კორდონი, რომლის იქით ვეღარ შევდივართ. ჩემთან ერთად აეროპორტში იმყოფებიან საკონსულოს თანამშრომლებიც. რამდენიმე ქართველი ვნახეთ. მგზავრთა ნაწილმა თავად დატოვა აეროპორტი, ნაწილის გაყვანა კი თურქული მხარის ორგანიზებით მიმდინარეობს. ჩვენის მხრივ, საკონსულო მზად ვართ ვუზრუნველყოთ აეროპორტის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეების გაყვანა და მათი სასტუმროებში დაბინავება. ამისთვის, მთავარია, ისინი ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდნენ და მათ შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ", - განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.

საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედი ცხელი ხაზის ნომერია: (+90 541) 818 44 00.

თურქეთის ათათურქის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობაც რამდენიმე ათეულს შეადგენს. არაოფიციალური ცნობით, აფეთქებები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აფეთქება ათათურქის აეროპორტში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია