პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ჯალაღანია - ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაცულ ზონაში, ჯანმრთელად არიან
დავით ჯალაღანია - ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაცულ ზონაში, ჯანმრთელად არიან

თურ­ქე­თის ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და ამ დრო­ის­თვის და­ცულ ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ჯა­ლა­ღა­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

"გარ­და იმი­სა, რომ თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულ­თან მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე ვარ, ცოტა ხნის წინ ჩემი ნაც­ნო­ბი შე­მეხ­მი­ა­ნა და მი­თხრა, რომ და­ცულ ზო­ნა­ში, ჯან­მრთლად და კარ­გად არი­ან. ბუ­ნებ­რი­ვია, აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ გა­ი­გეს აფეთ­ქე­ბის ხმა, თუმ­ცა შემ­თხვე­ვა კონ­ტრო­ლის გავ­ლის ზო­ნი­დან მო­ცი­ლე­ბულ ად­გილ­ზე მოხ­და. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­გორც გი­თხა­რით, კარ­გად არი­ან, უბ­რა­ლოდ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია, ჯერ­ჯე­რო­ბით გას­ვლა-გა­მოს­ვლა შე­ზღუ­დუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ჯა­ლა­ღა­ნი­ამ, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბი­თაც, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს თურ­ქეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის კი ასე­ვე 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ცხე­ლი ხაზი ამოქ­მედ­და.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის შე­ფა­სე­ბით, ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბე­ბი კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი კო­ა­ლი­ცია ტე­რო­რიზ­მის სა­ფუძ­ვლე­ბის მოს­პო­ბას რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა ეცა­დოს.

"რა თქმა უნდა, ეს არის სა­ში­ნე­ლი, ამაზ­რზე­ნი და და­საგ­მო­ბი ფაქ­ტი. რო­გორც ჩანს, ეს იყო ტე­რაქ­ტი. ვისი ჩა­დე­ნი­ლი, ამას და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა. ეს არის მი­მარ­თუ­ლი რო­გორც თურ­ქე­თის და უბ­რა­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის, ისე სა­ზო­გა­დოდ მთე­ლი ცი­ვი­ლუ­რი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ. მომ­ხდა­რი ხაზს უს­ვამს იმის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის შავი ჭი­რის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლის­ხმე­ვა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ამი­ტომ მაქ­სიმ­ლა­უ­რად სწრა­ფად უნდა ეცა­დოს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი კო­ა­ლი­ცია, რომ მო­ახ­დი­ნოს ამ ავად­მყო­ფო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის მოს­პო­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე #აფეთ­ქე­ბა ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში

დავით ჯალაღანია - ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაცულ ზონაში, ჯანმრთელად არიან

დავით ჯალაღანია - ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაცულ ზონაში, ჯანმრთელად არიან

თურქეთის ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და ამ დროისთვის დაცულ ზონაში იმყოფებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განუცხადა.

"გარდა იმისა, რომ თურქეთში საქართველოს კონსულთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ცოტა ხნის წინ ჩემი ნაცნობი შემეხმიანა და მითხრა, რომ დაცულ ზონაში, ჯანმრთლად და კარგად არიან. ბუნებრივია, აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. მათ გაიგეს აფეთქების ხმა, თუმცა შემთხვევა კონტროლის გავლის ზონიდან მოცილებულ ადგილზე მოხდა. ჩვენი მოქალაქეები, როგორც გითხარით, კარგად არიან, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, ჯერჯერობით გასვლა-გამოსვლა შეზღუდულია", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ, რომლის განმარტებითაც, საგანგებო რეჟიმში მუშაობს თურქეთში საქართველოს საკონსულო, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი ასევე 24-საათიან რეჟიმში ცხელი ხაზი ამოქმედდა.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ანტიტერორისტული კოალიცია ტერორიზმის საფუძვლების მოსპობას რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეცადოს.

"რა თქმა უნდა, ეს არის საშინელი, ამაზრზენი და დასაგმობი ფაქტი. როგორც ჩანს, ეს იყო ტერაქტი. ვისი ჩადენილი, ამას დაადგენს გამოძიება. ეს არის მიმართული როგორც თურქეთის და უბრალო მოსახლეობის, ისე საზოგადოდ მთელი ცივილური სამყაროს წინააღმდეგ. მომხდარი ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ 21-ე საუკუნის შავი ჭირის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევა არის აუცილებელი. ამიტომ მაქსიმლაურად სწრაფად უნდა ეცადოს ანტიტერორისტული კოალიცია, რომ მოახდინოს ამ ავადმყოფობის საფუძვლების მოსპობა და განადგურება", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აფეთქება ათათურქის აეროპორტში

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია