მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ემიგრანტები ერთმანეთს ვწერთ და ასე ვიგებთ ამბავს..." - რას ყვება აეროპორტში მომხდარ აფეთქებაზე თურქეთში მცხოვრები ქართველი
 "ემიგრანტები ერთმანეთს ვწერთ და ასე ვიგებთ ამბავს..." - რას ყვება აეროპორტში მომხდარ აფეთქებაზე თურქეთში მცხოვრები ქართველი

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სტამ­ბო­ლის ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რი­ცხვი 60-მდე გა­ი­ზარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია ავ­რცე­ლებს. BBC-ს ცნო­ბით კი და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 28-ს მი­აღ­წია.

თურ­ქუ­ლი მხა­რე ამ ეტაპ­ზე და­ღუ­პულ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არ­სე­ბო­ბას არ ადას­ტუ­რებს - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ცოტა ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მრა­ვა­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ერ­თმა­ნეთს ატყო­ბი­ნებს, რომ უვ­ნე­ბე­ლია და თავს კარ­გად გრძნობს. ეთო ბეგ­ლა­რაშ­ვი­ლი ერთ-ერთი იმ ქარ­თველ­თა­გა­ნია, რო­მელ­მაც ახ­ლობ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ ცო­ცხა­ლია და არ და­შა­ვე­ბუ­ლა. რო­გორც ეთო ბეგ­ლა­რაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ათა­თურ­ქის აე­რო­პორტთან ახ­ლოს ცხოვ­რობს.

- ხალ­ხი პა­ნი­კა­შია, აე­რო­პორ­ტის შე­სას­ვლე­ლე­ბი და გა­სას­ვლე­ლე­ბი და­კე­ტი­ლია. თა­ვი­დან რო­გორც გა­ვი­გეთ, ერთი ტე­რო­რის­ტი კა­მი­კა­ძე იყო, ყუმ­ბა­რას­თან ერ­თად აფეთ­ქდა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლია 10 ადა­მი­ა­ნი, და­შა­ვე­ბუ­ლი 50-ს აჭარ­ბებს. ბოლო ორ თვე­ში ეს მე­სა­მე აფეთ­ქე­ბაა. აფეთ­ქე­ბა ქვეყ­ნის მთა­ვარ აე­რო­პორ­ტში მოხ­და და ამა­ზე დიდი უბე­დუ­რე­ბა ქვეყ­ნის­თვის არ არ­სე­ბობს. აე­რო­პორ­ტში ზო­გა­დად ძა­ლი­ან დიდი სიმ­კაც­რეა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რო­გორ შე­აღ­წი­ეს ტე­რო­რის­ტებ­მა.

- რა იცი იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც შენს გარ­შე­მო არი­ან?

- ყვე­ლა შე­ში­ნე­ბუ­ლია. ემიგ­რან­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ვწერთ და ასე ვი­გებთ ერ­თმა­ნე­თის ამ­ბავს. მეც ძი­რი­თა­დად იმ ქუ­ჩებ­ზე მი­წევს მოძ­რა­ო­ბა. ნე­ბის­მი­ერ დროს, ნე­ბის­მი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვით ამ უბე­დუ­რე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში, ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლო­ში მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი: (+90 541) 818 44 00

თეა ცა­გუ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე #აფეთ­ქე­ბა ათა­თურ­ქის აე­რო­პორ­ტში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ემიგრანტები ერთმანეთს ვწერთ და ასე ვიგებთ ამბავს..." - რას ყვება აეროპორტში მომხდარ აფეთქებაზე თურქეთში მცხოვრები ქართველი

 "ემიგრანტები ერთმანეთს ვწერთ და ასე ვიგებთ ამბავს..." - რას ყვება აეროპორტში მომხდარ აფეთქებაზე თურქეთში მცხოვრები ქართველი

ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. BBC-ს ცნობით კი დაღუპულთა რიცხვმა 28-ს მიაღწია.

თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტერორისტული აქტის შემდეგ, სოციალურ ქსელში მრავალი ჩვენი თანამემამულე, რომელიც ამ ეტაპზე თურქეთში იმყოფება, ერთმანეთს ატყობინებს, რომ უვნებელია და თავს კარგად გრძნობს. ეთო ბეგლარაშვილი ერთ-ერთი იმ ქართველთაგანია, რომელმაც ახლობლებს სოციალური ქსელით შეატყობინა, რომ ცოცხალია და არ დაშავებულა. როგორც ეთო ბეგლარაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ათათურქის აეროპორტთან ახლოს ცხოვრობს.

- ხალხი პანიკაშია, აეროპორტის შესასვლელები და გასასვლელები დაკეტილია. თავიდან როგორც გავიგეთ, ერთი ტერორისტი კამიკაძე იყო, ყუმბარასთან ერთად აფეთქდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 10 ადამიანი, დაშავებული 50-ს აჭარბებს. ბოლო ორ თვეში ეს მესამე აფეთქებაა. აფეთქება ქვეყნის მთავარ აეროპორტში მოხდა და ამაზე დიდი უბედურება ქვეყნისთვის არ არსებობს. აეროპორტში ზოგადად ძალიან დიდი სიმკაცრეა, წარმოუდგენელია, როგორ შეაღწიეს ტერორისტებმა.

- რა იცი იმ ქართველების შესახებ, რომლებიც შენს გარშემო არიან?

- ყველა შეშინებულია. ემიგრანტები ერთმანეთს ვწერთ და ასე ვიგებთ ერთმანეთის ამბავს. მეც ძირითადად იმ ქუჩებზე მიწევს მოძრაობა. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი შეიძლება აღმოვჩენილიყავით ამ უბედურებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00

თეა ცაგურიშვილი

AMBEBI.GE

ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #აფეთქება ათათურქის აეროპორტში

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა