პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გააოცა ჰოლივუდელი პროდიუსერები საქართველოში: "ყოველი ახალი ადგილის დათვალიერებისას თავში ახალი ფილმის იდეები მოსდიოდათ"
რამ გააოცა ჰოლივუდელი პროდიუსერები საქართველოში: "ყოველი ახალი ადგილის დათვალიერებისას თავში ახალი ფილმის იდეები მოსდიოდათ"

სა­ქარ­თვე­ლოს ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­ნო­გა­და­ღე­ბე­ბის კუ­თხით ქვეყ­ნის პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სას­წავ­ლად ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი ლო­კა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რე­ბი და პრო­დი­უ­სე­რე­ბი სტუმ­რობ­დნენ. ჰო­ლი­ვუ­დის ლო­კა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რე­ბი და პრო­დი­უ­სე­რე­ბი, რომ­ლებ­საც ისეთ ფილ­მებ­ზე აქვთ ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­გო­რე­ბი­ცაა: "Transformers", "Captain America", "The Hangover", "Sicario", "Mission Impossible" სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რობ­დნენ და ვი­ზი­ტი ბა­თუმ­ში სტუმ­რო­ბით და­ას­რუ­ლეს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" კი­ნო­ინ­დუსტრი­ის ხელ­შე­წყო­ბის კომ­პო­ნენ­ტი ცოტა ხნის წინ და­ე­მა­ტა, პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო უზ­რუნ­ველ­ყოფს. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია უცხო­ე­ლი კი­ნომ­წარ­მო­ებ­ლე­ბის მო­ზიდ­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ნო­ინ­დუსტრი­ის ხელ­შე­წყო­ბა და ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის ზრდა.

ჰო­ლი­ვუ­დე­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებს ესა­უბ­რა:

- რა ად­გი­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეს ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში ჰო­ლი­ვუ­დელ­მა პრო­დი­უ­სე­რებ­მა?

- ცნო­ბილ­მა ჰო­ლი­ვუ­დელ­მა ლო­კა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რებ­მა კი­ნო­ინ­დუსტრი­ის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მის "გა­და­ი­ღე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი შე­ის­წავ­ლეს და ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სი, რუს­თა­ვი, კა­ხე­თი, მცხე­თა, ყაზ­ბე­გი, უფ­ლის­ცი­ხე, წყალ­ტუ­ბო, ზუგ­დი­დი, მეს­ტია, ანაკ­ლია, ასე­ვე, ბა­თუ­მი მო­ი­ნა­ხუ­ლეს და გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩნენ, რომ ასეთ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში შეძ­ლეს ენა­ხათ მთე­ბი, უდაბ­ნო, ზღვის სა­ნა­პი­რო, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რძა­ლე­ბი და არ­ქი­ტექ­ტუ­რის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში.

- სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე კუ­თხე­ში, ან ქა­ლაქ­ში გა­და­ღე­ბე­ბი ხომ არ და­გეგ­მი­ლა?

- იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ პრო­დი­უ­სე­რე­ბი პირ­ვე­ლად სტუმ­რობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს, რთუ­ლია და საკ­მა­ოდ ად­რეა ვი­ლა­პა­რა­კოთ გა­და­ღე­ბე­ბის ზუსტ თა­რი­ღებ­ზე. მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი იყო, სრუ­ლად წარ­მო­ე­ჩი­ნა ქვეყ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მათ­თვის გა­ეც­ნო ად­გი­ლობ­რი­ვი საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ე­ბი. ასე­ვე, მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან გა­ე­გოთ ყვე­ლა ის დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კი­ნო­წარ­მო­ე­ბას­თან.

მე­წარ­მე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ ხელი შე­უ­წყო ად­გი­ლობ­რივ კომ­პა­ნი­ებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუმ­რებს გას­ცნო­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გეგ­მებ­ზე ესა­უბ­რათ და ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღოთ ორი­ვე მხრი­დან, ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ფაქ­ტო­რი უცხო­ე­ლი კი­ნომ­წარ­მო­ებ­ლე­ბის მო­სა­ზი­დად სწო­რედ სა­თა­ნა­დო დო­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის არ­სე­ბო­ბაა.

- მათი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გო­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით და­ტო­ვეს ქვე­ყა­ნა? რა აღ­მოჩ­ნდა მათ­თვის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი?

- სტუმ­რე­ბი ნამ­დვი­ლად შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ქვეშ იყ­ვნენ. მათ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­თან, თბი­ლისს, ბა­თუმ­სა და სიღ­ნაღს ადა­რებ­დნენ სხვა ევ­რო­პუ­ლი და აზი­უ­რი სტი­ლის ქა­ლა­ქებს. ასე­ვე, ყაზ­ბეგ­მა და სვა­ნეთ­მა, უზარ­მა­ზარ­მა მთებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ხიბ­ლა ისი­ნი. ყო­ვე­ლი ახა­ლი ლო­კა­ცი­ის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას კი მოს­დი­ო­დათ თავ­ში ახა­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბის იდე­ე­ბი. ბუ­ნე­ბას­თან ერ­თად ინ­დუსტრი­ულ­მა ობი­ექ­ტებ­მა, რო­გო­რი­ცაა რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხა­ნა და თბი­ლი­სის ელ­მა­ვალმშე­ნებ­ლი ქარ­ხა­ნა, დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია.

ჰო­ლი­ვუ­დის წამ­ყვან­მა ლო­კა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რებ­მა, რომ­ლე­ბიც უნი­კა­ლურ ად­გი­ლებს ეძებ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს იმა­ზე მეტი, რა­საც ელოდ­ნენ და ქვეყ­ნის უზარ­მა­ზა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი და­ი­ნა­ხეს სხვა­დას­ხვა ტი­პის პრო­დუქ­ცი­ის მო­ზიდ­ვის კუ­თხით.

- რა და­დე­ბი­თი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ღოს მათ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტ­მა?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ ყვე­ლა იმ ცნო­ბი­ლი ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მე­ბის ლო­კა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რებს, რომ­ლე­ბიც დიდი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობს კი­ნო­ბაზ­რებ­ზე. სწო­რედ მათი მო­ზიდ­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­ნო­წარ­მო­ე­ბაა პროგ­რა­მის მი­ზა­ნი, რა­საც ეკო­ნო­მი­კა­ში გა­და­დი­ნე­ბის ეფექ­ტი აქვს, საქმდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­შა­ხე­ლი, ვი­თარ­დე­ბა სხვა დარ­გე­ბიც და იქ­მნე­ბა ახა­ლი სერ­ვი­სე­ბი.

ამას­თა­ნა­ვე, ლო­კა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით გვჯე­რა, რომ ჰო­ლი­ვუ­დის მას­შტა­ბით თა­ვი­ან კო­ლე­გებს გა­უ­ზი­ა­რე­ბენ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ემო­ცი­ებს.

- რო­გო­რია პროგ­რა­მის "გა­და­ი­ღე სა­ქარ­თვე­ლო­ში" სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც კი­ნო­გა­და­ღე­ბე­ბის კუ­თხით მიმ­ზიდ­ვე­ლი ლო­კა­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ამე­რი­კის და ინ­დო­ე­თის ბაზ­რებ­ზე, რაც თა­ვის მხრივ პრო­ექ­ტე­ბის რი­ცხვის გაზ­რდას ემ­სა­ხუ­რე­ბა. პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბი­დან ხუთ თვე­ში სა­ა­გენ­ტომ 4 სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შეძ­ლო და სა­მო­მავ­ლო­დაც საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი გვაქვს, რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი ინ­ტე­რესს ავ­ლე­ნენ. ჩვენ უკვე გვქონ­და პრე­ზენ­ტა­ცია ლოს-ან­ჯე­ლეს­სა და მუმ­ბა­ი­ში, შე­სა­ბა­მი­სად ვა­პი­რებთ გა­ვაგ­რძე­ლოთ პროგ­რა­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და სა­ერ­თა­შო­რი­სო რუ­კა­ზე მოვ­ნიშ­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რამ გააოცა ჰოლივუდელი პროდიუსერები საქართველოში: "ყოველი ახალი ადგილის დათვალიერებისას თავში ახალი ფილმის იდეები მოსდიოდათ"

რამ გააოცა ჰოლივუდელი პროდიუსერები საქართველოში: "ყოველი ახალი ადგილის დათვალიერებისას თავში ახალი ფილმის იდეები მოსდიოდათ"

საქართველოს ერთი კვირის განმავლობაში კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ჰოლივუდის ცნობილი ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობდნენ. ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა: "Transformers", "Captain America", "The Hangover", "Sicario", "Mission Impossible" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდნენ და ვიზიტი ბათუმში სტუმრობით დაასრულეს.

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტი ცოტა ხნის წინ დაემატა, პროგრამის განხორციელებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. პროგრამის მიზანია უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვა, საქართველოში კინოინდუსტრიის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბაზრის ზრდა.

ჰოლივუდელი პროდიუსერების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებულ დეტალებზე AMBEBI.GE მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს ესაუბრა:

- რა ადგილები მოინახულეს ვიზიტის ფარგლებში ჰოლივუდელმა პროდიუსერებმა?

- ცნობილმა ჰოლივუდელმა ლოკაციის მენეჯერებმა კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონები შეისწავლეს და ერთი კვირის განმავლობაში თბილისი, რუსთავი, კახეთი, მცხეთა, ყაზბეგი, უფლისციხე, წყალტუბო, ზუგდიდი, მესტია, ანაკლია, ასევე, ბათუმი მოინახულეს და გაოცებულები დარჩნენ, რომ ასეთ მოკლე პერიოდში შეძლეს ენახათ მთები, უდაბნო, ზღვის სანაპირო, ეროვნული ნაკრძალები და არქიტექტურის მრავალფეროვნება სხვადასხვა ქალაქში.

- საქართველოს რომელიმე კუთხეში, ან ქალაქში გადაღებები ხომ არ დაგეგმილა?

- იმის გათვალისწინებით, რომ პროდიუსერები პირველად სტუმრობდნენ საქართველოს, რთულია და საკმაოდ ადრეა ვილაპარაკოთ გადაღებების ზუსტ თარიღებზე. მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის უმთავრესი მიზანი იყო, სრულად წარმოეჩინა ქვეყნის შესაძლებლობები და მათთვის გაეცნო ადგილობრივი საპროდიუსერო კომპანიები. ასევე, მათ საშუალება ჰქონდათ ქართული კომპანიებისგან გაეგოთ ყველა ის დეტალი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში კინოწარმოებასთან.

მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ხელი შეუწყო ადგილობრივ კომპანიებსა და საერთაშორისო სტუმრებს გასცნობოდნენ ერთმანეთს, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ესაუბრათ და ყველა საჭირო ინფორმაცია მიეღოთ ორივე მხრიდან, ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი უცხოელი კინომწარმოებლების მოსაზიდად სწორედ სათანადო დონის ადგილობრივი საპროდიუსერო კომპანიები და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობაა.

- მათი პირველი ვიზიტი იყო საქართველოში და როგორი შთაბეჭდილებებით დატოვეს ქვეყანა? რა აღმოჩნდა მათთვის ყველაზე შთამბეჭდავი?

- სტუმრები ნამდვილად შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ. მათთვის მოულოდნელი იყო საქართველოს მსგავსება მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებთან, თბილისს, ბათუმსა და სიღნაღს ადარებდნენ სხვა ევროპული და აზიური სტილის ქალაქებს. ასევე, ყაზბეგმა და სვანეთმა, უზარმაზარმა მთებმა განსაკუთრებით მოხიბლა ისინი. ყოველი ახალი ლოკაციის დათვალიერებისას კი მოსდიოდათ თავში ახალი ფილმის გადაღების იდეები. ბუნებასთან ერთად ინდუსტრიულმა ობიექტებმა, როგორიცაა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და თბილისის ელმავალმშენებლი ქარხანა, დიდი ინტერესი გამოიწვია.

ჰოლივუდის წამყვანმა ლოკაციის მენეჯერებმა, რომლებიც უნიკალურ ადგილებს ეძებდნენ, საქართველოში აღმოაჩინეს იმაზე მეტი, რასაც ელოდნენ და ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალი დაინახეს სხვადასხვა ტიპის პროდუქციის მოზიდვის კუთხით.

- რა დადებითი შედეგი შეიძლება გამოიღოს მათმა საქართველოში ვიზიტმა?

- მოგეხსენებათ, ისინი წარმოადგენენ ყველა იმ ცნობილი ჰოლივუდური ფილმების ლოკაციის მენეჯერებს, რომლებიც დიდი წარმატებით სარგებლობს კინობაზრებზე. სწორედ მათი მოზიდვა და საქართველოში კინოწარმოებაა პროგრამის მიზანი, რასაც ეკონომიკაში გადადინების ეფექტი აქვს, საქმდება ადგილობრივი მუშახელი, ვითარდება სხვა დარგებიც და იქმნება ახალი სერვისები.

ამასთანავე, ლოკაციის მენეჯერების შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით გვჯერა, რომ ჰოლივუდის მასშტაბით თავიან კოლეგებს გაუზიარებენ გამოცდილებასა და ემოციებს.

- როგორია პროგრამის "გადაიღე საქართველოში" სამომავლო გეგმები?

- აქტიურად გაგრძელდება საქართველოს, როგორც კინოგადაღებების კუთხით მიმზიდველი ლოკაციის პოპულარიზაცია ამერიკის და ინდოეთის ბაზრებზე, რაც თავის მხრივ პროექტების რიცხვის გაზრდას ემსახურება. პროგრამის ამოქმედებიდან ხუთ თვეში სააგენტომ 4 საერთაშორისო პროექტის განხორციელება შეძლო და სამომავლოდაც საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, რამდენიმე საერთაშორისო საპროდიუსერო კომპანიები საქართველოსადმი ინტერესს ავლენენ. ჩვენ უკვე გვქონდა პრეზენტაცია ლოს-ანჯელესსა და მუმბაიში, შესაბამისად ვაპირებთ გავაგრძელოთ პროგრამის პოპულარიზაცია და საერთაშორისო რუკაზე მოვნიშნოთ ჩვენი ქვეყანა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

(R)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება