კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - საქართველოში ჰაერის ხარისხის შემოწმების შედეგად საგანგაშო არაფერი აღმოგვიჩენია
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - საქართველოში ჰაერის ხარისხის შემოწმების შედეგად საგანგაშო არაფერი აღმოგვიჩენია

გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ეკა­ტე­რი­ნე გრი­გა­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბის შემ­დე­გად "ისე­თი სა­გან­გა­შო არა­ფე­რი აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ, რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი".

ეკა­ტე­რი­ნე გრი­გა­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სტა­ტია, რო­მე­ლიც ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას ეხე­ბა, 2012 წლის კვლე­ვებს ეფუძ­ნე­ბა, "შე­სა­ბა­მი­სად, და­სა­ზუ­ტე­ბე­ლია".

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღის ბო­ლოს უფრო და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ეცო­დი­ნე­ბათ და გა­აც­ნო­ბენ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"სტა­ტი­ა­ში არის მო­მენ­ტე­ბი, რა­ზეც კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა ახ­ლა­ვე შეგ­ვიძ­ლია. მა­გა­ლი­თად, ის, რომ არ ხდე­ბა ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის გა­ზომ­ვე­ბი, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ჰა­ე­რის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბა 3 მე­თო­დით ხდე­ბა, მათ შო­რის, ინ­დი­კა­ტო­რუ­ლი გა­ზომ­ვე­ბით, რო­მე­ლიც შარ­შან და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს 10 ქა­ლაქ­ში, წელს მას კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი და­ე­მა­ტა. 2016 წელს ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­ზომ­ვის 3 ეტა­პი დას­რუ­ლე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს მე-4 ეტა­პი. ეს გა­ზომ­ვე­ბი ხდე­ბა რო­გორც ავ­ტო­მა­ტუ­რი სად­გუ­რე­ბის, ასე­ვე ჯი­ხუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე მთა­ვარ ქა­ლაქ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გრი­გა­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ჰა­ე­რის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან ჰარ­მო­ნი­ზე­ბუ­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი ყვე­ლას მი­ე­წო­და და მას­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა ნათ­ქვა­მი, თუ სად რო­გო­რი ჰა­ე­რი გვაქვს რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში.

მი­სი­ვე თქმით, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად აღ­ნიშ­ნა მტვრის, აზო­ტის დი­ოქ­სი­დი­სა და ნახ­შირ­ჟან­გის ერთჯე­რა­დი მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბის ნორ­მა­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბის ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი.

"თუმ­ცა არა­ფე­რი ისე­თი სა­გან­გა­შო, რო­გორც დღე­ვან­დელ სტა­ტი­ა­შია, ჩვენ არ აღ­მოგ­ვი­ჩე­ნია", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ და დას­ძი­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ზუს­ტე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას დღის ბო­ლოს­თვის მი­აწ­ვდი­ან.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ახა­ლი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ყო­ველ­წლი­უ­რად ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით 6,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბის გა­რე­შე 2040 წლის­თვის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის დონე 1 მი­ლი­ო­ნით გა­იზ­რდე­ბა.

ან­გა­რიშ­ში მოყ­ვა­ნი­ლია ცხრი­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მად, 2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და. მე­ო­რე ად­გილ­ზე ბულ­გა­რე­თი, მე-3-ზე კი ჩი­ნე­თია.

ამე­რი­კულ სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ http://www.vox.com/-თან სა­უ­ბარ­ში ექ­სპერ­ტი ტიმ კო­ვა­ჩი გან­მარ­ტავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უკა­ვია სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მის გა­უ­მარ­თა­ო­ბის გამო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - საქართველოში ჰაერის ხარისხის შემოწმების შედეგად საგანგაშო არაფერი აღმოგვიჩენია

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე - საქართველოში ჰაერის ხარისხის შემოწმების შედეგად საგანგაშო არაფერი აღმოგვიჩენია

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავას განცხადებით, საქართველოში ჰაერის ხარისხის შემოწმების შემდეგად "ისეთი საგანგაშო არაფერი აღმოუჩენიათ, როგორც სტატიაშია ნათქვამი".

ეკატერინე გრიგალავას განცხადებით, სტატია, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ეხება, 2012 წლის კვლევებს ეფუძნება, "შესაბამისად, დასაზუტებელია".

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღის ბოლოს უფრო დაზუსტებული ინფორმაცია ეცოდინებათ და გააცნობენ ფართო საზოგადოებას.

"სტატიაში არის მომენტები, რაზეც კომენტარის გაკეთება ახლავე შეგვიძლია. მაგალითად, ის, რომ არ ხდება ჰაერის დაბინძურების გაზომვები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჰაერის ხარისხის შემოწმება 3 მეთოდით ხდება, მათ შორის, ინდიკატორული გაზომვებით, რომელიც შარშან დაიწყო საქართველოს 10 ქალაქში, წელს მას კიდევ რამდენიმე ქალაქი დაემატა. 2016 წელს ჰაერის ხარისხის გაზომვის 3 ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობს მე-4 ეტაპი. ეს გაზომვები ხდება როგორც ავტომატური სადგურების, ასევე ჯიხურების საშუალებით, რომელიც ქვეყნის რამდენიმე მთავარ ქალაქშია განთავსებული", - განაცხადა გრიგალავამ.

მისივე თქმით, ჰაერის ხარისხის შემოწმება ხდება ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებული ინდიკატორების გამოყენებით.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მონიტორინგის შედეგები ყველას მიეწოდა და მასში დეტალურადაა ნათქვამი, თუ სად როგორი ჰაერი გვაქვს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში.

მისივე თქმით, შემოწმების შედეგად აღნიშნა მტვრის, აზოტის დიოქსიდისა და ნახშირჟანგის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბების ცალკეული შემთხვევები.

"თუმცა არაფერი ისეთი საგანგაშო, როგორც დღევანდელ სტატიაშია, ჩვენ არ აღმოგვიჩენია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ საზოგადოებას დაზუსტებულ ინფორმაციას დღის ბოლოსთვის მიაწვდიან.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო, მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება. ექსპერტების მოსაზრებით, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე 1 მილიონით გაიზრდება.

ანგარიშში მოყვანილია ცხრილი, რომლის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე ბულგარეთი, მე-3-ზე კი ჩინეთია.

ამერიკულ საინფორმაციო პორტალ http://www.vox.com/-თან საუბარში ექსპერტი ტიმ კოვაჩი განმარტავს, რომ საქართველოს პირველი ადგილი უკავია სატრანსპორტო სისტემის გაუმართაობის გამო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"