პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად არასასიამოვნო ფაქტები ხდება" - როგორ განმარტავს ბაგრატის ტაძრის მოძღვარი საღამოობით შესასვლელის დაკეტვას
"ხშირად არასასიამოვნო ფაქტები ხდება" - როგორ განმარტავს ბაგრატის ტაძრის მოძღვარი საღამოობით შესასვლელის დაკეტვას

ქუ­თა­ის­ში ბაგ­რა­ტის ტა­ძარს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს. ის­ტო­რი­უ­ლი ნა­გე­ბო­ბა, რო­მე­ლიც 1003 წელს ბაგ­რატ მე­სა­მის მე­ფო­ბის პე­რი­ოდ­ში აიგო, ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა. თუმ­ცა რო­გორც გა­ირ­კვა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ტაძ­რის შე­სას­ვლე­ლი ტუ­რის­ტე­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის სა­ღა­მოს 10 სა­ა­თი­დან იკე­ტე­ბა და ეზო­ში მოხ­ვედ­რა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბერ­ვის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვი­ნა­ი­დან ბაგ­რა­ტის ტა­ძარს მნახ­ვე­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ღა­მოს პე­რი­ოდ­ში ჰყავ­და. რო­გორც ტა­ძარ­ში მოღ­ვა­წე მამა გი­ორ­გი გან­მარ­ტავს, ეზო­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის მხრი­დან ხში­რად არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტებს ჰქონ­და ად­გი­ლი, რაც სა­ბო­ლო­ოდ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ტაძ­რის ჭიშ­კრის და­კეტვის მი­ზე­ზი გახ­და.

"ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე სა­ღა­მო­ო­ბით ტაძ­რის ეზო­ში უფრო ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­დის, ხში­რად არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტე­ბი ხდე­ბა. ყვე­ლა აქ მო­სულ­საც ყუ­რა­დღე­ბას ფი­ზი­კუ­რად ვერ მი­ვაქ­ცევთ, ამი­ტომ ზა­ფხულ­ში, ღა­მის 10 სა­ა­თი­დან ტაძ­რის შე­მო­სას­ვლელს ვკე­ტავთ", - აცხა­დებს სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბაგ­რა­ტის ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ამ, რო­მე­ლიც 2011 წელს დას­რულ­და, ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად გა­ზარ­და.

ირაკ­ლი აკო­ბია

Ambebi.ge

"ხშირად არასასიამოვნო ფაქტები ხდება" - როგორ განმარტავს ბაგრატის ტაძრის მოძღვარი საღამოობით შესასვლელის დაკეტვას

"ხშირად არასასიამოვნო ფაქტები ხდება" - როგორ განმარტავს ბაგრატის ტაძრის მოძღვარი საღამოობით შესასვლელის დაკეტვას

ქუთაისში ბაგრატის ტაძარს დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი სტუმრობს. ისტორიული ნაგებობა, რომელიც 1003 წელს ბაგრატ მესამის მეფობის პერიოდში აიგო, ქალაქის ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა. თუმცა როგორც გაირკვა, ბოლო პერიოდში ტაძრის შესასვლელი ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის საღამოს 10 საათიდან იკეტება და ეზოში მოხვედრა შეუძლებელია.

მსგავსი გადაწყვეტილება ბერვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ბაგრატის ტაძარს მნახველები განსაკუთრებით საღამოს პერიოდში ჰყავდა. როგორც ტაძარში მოღვაწე მამა გიორგი განმარტავს, ეზოში ვიზიტორების მხრიდან ხშირად არასასიამოვნო ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რაც საბოლოოდ საღამოს საათებში ტაძრის ჭიშკრის დაკეტვის მიზეზი გახდა.

"ზაფხულის სეზონზე საღამოობით ტაძრის ეზოში უფრო ბევრი ადამიანი მოდის, ხშირად არასასიამოვნო ფაქტები ხდება. ყველა აქ მოსულსაც ყურადღებას ფიზიკურად ვერ მივაქცევთ, ამიტომ ზაფხულში, ღამის 10 საათიდან ტაძრის შემოსასვლელს ვკეტავთ", - აცხადებს სასულიერო პირი.

აღსანიშნავია, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციამ, რომელიც 2011 წელს დასრულდა, ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად გაზარდა.

ირაკლი აკობია

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი