Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულ ოცნება" - 22,4 %, "ნაციონალურ მოძრაობა" - 21,7 % - GFK-ის კვლევის შედეგები
"ქართულ ოცნება" - 22,4 %, "ნაციონალურ მოძრაობა" - 21,7 % - GFK-ის კვლევის შედეგები

გერ­მა­ნულ-ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია GFK-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ხმას გა­მო­კი­თხულ­თა 22,4 %, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" კი 21,7 % მის­ცემ­და.

ამას­თან, შე­კი­თხვა­ზე: "თუ ჩავ­თვლით, რომ 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობთ, რო­მელ პარ­ტი­ას მის­ცემ­დით ხმას"? - რეს­პონ­დენ­ტთა 7.8%-მა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" და­ა­სა­ხე­ლა. 6.2% ფიქ­რობს, რომ 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხმას "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" მის­ცემს.

სხვა პარ­ტი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია" - 2.8%, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი - ირმა ინაშ­ვი­ლი" - 2.2%,

"ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე -დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა-ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო" 1.6 %, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" - 0.6 %, "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო - გი­ორ­გი ვა­შა­ძე" - 0.5 %, პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი "გირ­ჩი" - 0.3 %, "სა­ქარ­თვე­ლოს გზა - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი" - 0.2 %, "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო - კახა კუ­კა­ვა" - 0.2 %. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" მხარ­და­ჭე­რა 0.1%-ით გა­ნი­სა­ზღვრა. არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, "ვე­ტე­რა­ნე­ბის პარ­ტი­ას" ხმას 0.1% მის­ცემ­და, ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ას "ქარ­თულ დას­სა" და ლადო ბე­დუ­კა­ძის "ცენ­ტრის­ტებს" კი - 0.1%. გა­მო­კი­თხვით 0,0 %-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვთ "მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს" და "ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ას".

3.9% არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხმას არ­ცერთ პარ­ტი­ას არ მის­ცემ­და. უარი პა­სუხზე 10.0%-მა გა­ნა­ცხა­და, ხოლო კა­ტე­გო­რია "მი­ჭირს პა­სუ­ხის გა­ცე­მა/ჯერ არ გა­და­მი­წყვე­ტია" აირ­ჩია 19.4 %-მა.

გერ­მა­ნულ-ამე­რი­კულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია GFK-მ კვლე­ვა "რუს­თა­ვი 2"-ის დაკ­ვე­თით ჩა­ა­ტა­რა. გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებ­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია ავ­რცე­ლებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში 7 ივ­ნი­სი­დან 22 ივ­ნი­სის ჩათ­ვლით ჩა­ტარ­და და მას­ში 2 200-მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"ქართულ ოცნება" - 22,4 %, "ნაციონალურ მოძრაობა" - 21,7 % - GFK-ის კვლევის შედეგები

"ქართულ ოცნება" - 22,4 %, "ნაციონალურ მოძრაობა" - 21,7 % - GFK-ის კვლევის შედეგები

გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" ხმას გამოკითხულთა 22,4 %, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 21,7 % მისცემდა.

ამასთან, შეკითხვაზე: "თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას"? - რესპონდენტთა 7.8%-მა პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" დაასახელა. 6.2% ფიქრობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ხმას "თავისუფალ დემოკრატებს" მისცემს.

სხვა პარტიების მონაცემები ასე გამოიყურება: "ლეიბორისტული პარტია" - 2.8%, "პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი" - 2.2%,

"ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" 1.6 %, "რესპუბლიკური პარტია" - 0.6 %, "ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე" - 0.5 %, პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" - 0.3 %, "საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილი" - 0.2 %, "თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა" - 0.2 %. კვლევის მიხედვით, "ეროვნული ფორუმის" მხარდაჭერა 0.1%-ით განისაზღვრა. არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, "ვეტერანების პარტიას" ხმას 0.1% მისცემდა, ჯონდი ბაღათურიას "ქართულ დასსა" და ლადო ბედუკაძის "ცენტრისტებს" კი - 0.1%. გამოკითხვით 0,0 %-იანი მხარდაჭერა აქვთ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და "ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას".

3.9% არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა. უარი პასუხზე 10.0%-მა განაცხადა, ხოლო კატეგორია "მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია" აირჩია 19.4 %-მა.

გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაცია GFK-მ კვლევა "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებსაც აღნიშნული ტელეკომპანია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევა საქართველოში 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში 2 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."