პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში ყველაზე მომწამვლელი ჰაერი საქართველოშია - უცხოელი ექსპერტის საგანგაშო დასკვნა
მსოფლიოში ყველაზე მომწამვლელი ჰაერი საქართველოშია - უცხოელი ექსპერტის საგანგაშო დასკვნა

ყო­ველ­წლი­უ­რად ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 6.5 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს ასალ­მებს სი­ცო­ცხლეს. ის იწ­ვევს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბებს, მათ შო­რის ფილ­ტვის კი­ბო­სა და გუ­ლის შე­ტე­ვას. სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გი­ის სა­ა­გენ­ტომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ან­გა­რი­ში, თუ რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მხრივ.

პირ­ველ ად­გილ­ზე ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის დო­ნით სა­ქარ­თვე­ლო აღ­მოჩ­ნდა. ამ ჩარ­ტში დათ­ვლი­ლია სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა და არა აბ­სო­ლუ­ტუ­რი რი­ცხე­ბი. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო და ბულ­გა­რე­თი სიის სა­თა­ვე­ში არი­ან, მაგ­რამ ჩი­ნეთ­სა და ინ­დო­ეთ­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბით მეტი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, რად­გან იქ გა­ცი­ლე­ბით მეტი მო­სახ­ლე­ო­ბაა.

კარ­გი ვი­თა­რე­ბაა ამე­რი­კა­ში. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის დონე აშშ-ში საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ზე და­ბა­ლია, რად­გან ამე­რი­კა­ში დი­ზელ­ზე მო­მუ­შა­ვე მან­ქა­ნე­ბი თით­ქმის აღარ არის.

რო­გორ გახ­და სა­ქარ­თვე­ლო ლი­დე­რი ამ ფა­ტა­ლურ სი­ა­ში? ჰა­ე­რის ხა­რის­ხის სპე­ცი­ა­ლის­ტი ტიმ კო­ვა­ჩი ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ძვე­ლი, უვარ­გი­სი, დი­ზელ­ზე მო­მუ­შა­ვე მან­ქა­ნე­ბი ქმნი­ან მსგავს სა­ვა­ლა­ლო სი­ტუ­ა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მა, ამი­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბა. შე­ძე­ნი­ლი მან­ქა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მე­ო­რა­დია, 10-15-წლი­ა­ნი სიძ­ვე­ლის. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ხდე­ბა ტეს­ტი­რე­ბა მან­ქა­ნებ­ზე იმის და­სად­გე­ნად, თუ რამ­დე­ნად ვარ­გი­სია. ამი­ტომ მან­ქა­ნე­ბი ცუდ მე­ქა­ნი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ბა­ლი ხა­რის­ხის ბენ­ზი­ნი და გაზი კი უფრო ამ­ძი­მებს სი­ტუ­ა­ცი­ას. სა­ცო­ბე­ბი კვლავ და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში. ყვე­ლა ამ ფაქ­ტორს კი მივ­ყა­ვართ იმ შე­დე­გამ­დე, რაც ჩარტზე აი­სა­ხა, - მი­იჩ­ნევს ტიმ კო­ვა­ჩი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია vox.com-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მსოფლიოში ყველაზე მომწამვლელი ჰაერი საქართველოშია - უცხოელი ექსპერტის საგანგაშო დასკვნა

მსოფლიოში ყველაზე მომწამვლელი ჰაერი საქართველოშია - უცხოელი ექსპერტის საგანგაშო დასკვნა

ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურება დაახლოებით 6.5 მილიონ ადამიანს ასალმებს სიცოცხლეს. ის იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის ფილტვის კიბოსა და გულის შეტევას. საერთაშორისო ენერგიის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, თუ რომელ ქვეყანაში როგორი მდგომარეობაა ჰაერის დაბინძურების მხრივ.

პირველ ადგილზე ჰაერის დაბინძურების დონით საქართველო აღმოჩნდა. ამ ჩარტში დათვლილია სიკვდილიანობის შეფასება და არა აბსოლუტური რიცხები. მართალია, საქართველო და ბულგარეთი სიის სათავეში არიან, მაგრამ ჩინეთსა და ინდოეთში ჰაერის დაბინძურებით მეტი ადამიანი იღუპება, რადგან იქ გაცილებით მეტი მოსახლეობაა.

კარგი ვითარებაა ამერიკაში. სიკვდილიანობის დონე აშშ-ში საფრანგეთსა და გერმანიაზე დაბალია, რადგან ამერიკაში დიზელზე მომუშავე მანქანები თითქმის აღარ არის.

როგორ გახდა საქართველო ლიდერი ამ ფატალურ სიაში? ჰაერის ხარისხის სპეციალისტი ტიმ კოვაჩი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ძველი, უვარგისი, დიზელზე მომუშავე მანქანები ქმნიან მსგავს სავალალო სიტუაციას. საქართველოში არ არსებობს კარგად განვითარებული სატრანსპორტო სისტემა, ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი მანქანით გადაადგილდება. შეძენილი მანქანების უმეტესობა მეორადია, 10-15-წლიანი სიძველის. საქართველოში არ ხდება ტესტირება მანქანებზე იმის დასადგენად, თუ რამდენად ვარგისია. ამიტომ მანქანები ცუდ მექანიკურ მდგომარეობაშია. ბაზარზე არსებული დაბალი ხარისხის ბენზინი და გაზი კი უფრო ამძიმებს სიტუაციას. საცობები კვლავ დაურეგულირებელია ქვეყანაში. ყველა ამ ფაქტორს კი მივყავართ იმ შედეგამდე, რაც ჩარტზე აისახა, - მიიჩნევს ტიმ კოვაჩი.

მომზადებულია vox.com-ს მიხედვით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი