საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამშენებლო კომპანიები ბანკებთან ურთიერთობას გაურბიან
სამშენებლო კომპანიები ბანკებთან ურთიერთობას გაურბიან

ბოლო ხა­ნებ­ში ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი აშ­კა­რად გა­მო­ცო­ცხლდა - თით­ქმის ყვე­ლა უბან­ში შეხ­ვდე­ბით ხა­რა­ჩო­ე­ბით დამ­შვე­ნე­ბულ, მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სებს, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ მო­ბი­ნად­რე­ებს ელი­ან, თუმ­ცა, ამ ხა­რა­ჩო­ებს მიღ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იმა­ლე­ბა - ამის თა­ო­ბა­ზე "ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე - ირაკ­ლი როს­ტო­მაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა. მისი თქმით, უპირ­ვე­ლე­სი პრობ­ლე­მა კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაა - "სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ბან­კებ­თან აღარ თა­ნამ­შრომ­ლობს და ცდი­ლობს შიდა გან­ვა­დე­ბის ხარ­ჯზე აწარ­მო­ოს მშე­ნებ­ლო­ბა, ან ფი­ნან­სე­ბი სხვა გზე­ბით მო­ი­ზი­დოს", - გვი­თხრა მე­ნა­შე­ნე­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა:

- ბან­კე­ბის თა­მა­შის წე­სე­ბი არის ძა­ლი­ან ცუდი, რის გა­მოც სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი კა­ბა­ლურ პი­რო­ბებ­ში ვარ­დე­ბი­ან. ზო­გი­ერ­თი ბან­კი სამ­შე­ნებ­ლო მიზ­ნე­ბის­თვის სა­ერ­თოდ არ გას­ცემს სეს­ხებს. ასეთ სეს­ხებს სულ ოთხი ბან­კი გას­ცემს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი მშე­ნებ­ლებს ახ­ლო­საც არ იკა­რე­ბენ. ის ბან­კე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც სესხს გას­ცე­მენ, კომ­პა­ნი­ებს ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბებს უყე­ნე­ბენ. ამი­ტომ, ბანკთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ ღირს, თუ კომ­პა­ნი­ას ამ ბა­ზარ­ზე რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არა აქვს. ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ბან­კებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას თავს არი­დებს, რად­გან მათი პრო­ცენ­ტი მა­ღა­ლია, ხოლო მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი - ცუდი. ბან­კე­ბი სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­თან მო­უქ­ნე­ლად მუ­შა­ო­ბენ. შე­მიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნო ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის მა­გა­ლი­თი, რო­მელ­საც მე­ნე­ჯმენტს ჩვენ ვუ­წევთ: სა­ნამ ბან­კი ამ კომ­პა­ნი­ის სა­კითხს გა­და­წყვეტ­და და სესხს და­უმ­ტკი­ცებ­და, თვე­ე­ბი გა­ვი­და. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბაც დას­რულ­და.

- გარ­და ამი­სა, კი­დევ რა მი­ზე­ზის გამო იკა­ვებთ თავს ბანკთან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან?

- და­ვა­ნე­ბოთ თავი მო­უქ­ნელ სის­ტე­მას, უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ისეთ პი­რო­ბებს ითხო­ვენ, რაც ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით არა­ხელ­საყ­რე­ლია კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის. ჩემი აზ­რით, დღეს ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი ვი­თა­რე­ბაა, რომ ბან­კებს ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვთ, ხოლო კლი­ენ­ტებს - არაფ­რი­სა. ამ კლი­ენ­ტებს შო­რის სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბიც არი­ან. კო­მერ­ცი­ულ ბანკს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ დროს გა­გი­ზარ­დოს პრო­ცენ­ტი, ფული უკან და­იბ­რუ­ნოს, პრო­ექ­ტი გა­გი­ჩე­როს... ან სულ ნუ აი­ღებ სესხს - ასე­თია მათი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სამშენებლო კომპანიები ბანკებთან ურთიერთობას გაურბიან

სამშენებლო კომპანიები ბანკებთან ურთიერთობას გაურბიან

ბოლო ხანებში ჩვენს დედაქალაქში სამშენებლო ბიზნესი აშკარად გამოცოცხლდა - თითქმის ყველა უბანში შეხვდებით ხარაჩოებით დამშვენებულ, მშენებარე კორპუსებს, რომლებიც მომავალ მობინადრეებს ელიან, თუმცა, ამ ხარაჩოებს მიღმა სერიოზული პრობლემები იმალება - ამის თაობაზე "ბიზნესპრესნიუსს" საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი როსტომაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, უპირველესი პრობლემა კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაა - "სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი ბანკებთან აღარ თანამშრომლობს და ცდილობს შიდა განვადების ხარჯზე აწარმოოს მშენებლობა, ან ფინანსები სხვა გზებით მოიზიდოს", - გვითხრა მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა:

- ბანკების თამაშის წესები არის ძალიან ცუდი, რის გამოც სამშენებლო კომპანიები კაბალურ პირობებში ვარდებიან. ზოგიერთი ბანკი სამშენებლო მიზნებისთვის საერთოდ არ გასცემს სესხებს. ასეთ სესხებს სულ ოთხი ბანკი გასცემს, დანარჩენები მშენებლებს ახლოსაც არ იკარებენ. ის ბანკებიც კი, რომლებიც სესხს გასცემენ, კომპანიებს ძალიან მძიმე პირობებს უყენებენ. ამიტომ, ბანკთან თანამშრომლობა არ ღირს, თუ კომპანიას ამ ბაზარზე რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობა არა აქვს. ჩემი შეხედულებით, სამშენებლო კომპანიების დიდი ნაწილი ბანკებთან თანამშრომლობას თავს არიდებს, რადგან მათი პროცენტი მაღალია, ხოლო მომსახურების პირობები - ცუდი. ბანკები სამშენებლო სექტორთან მოუქნელად მუშაობენ. შემიძლია მოვიყვანო ერთ-ერთი კომპანიის მაგალითი, რომელსაც მენეჯმენტს ჩვენ ვუწევთ: სანამ ბანკი ამ კომპანიის საკითხს გადაწყვეტდა და სესხს დაუმტკიცებდა, თვეები გავიდა. ამ ხნის განმავლობაში კორპუსის მშენებლობაც დასრულდა.

- გარდა ამისა, კიდევ რა მიზეზის გამო იკავებთ თავს ბანკთან ურთიერთობისგან?

- დავანებოთ თავი მოუქნელ სისტემას, უზრუნველყოფის ისეთ პირობებს ითხოვენ, რაც ყველა პარამეტრით არახელსაყრელია კომპანიებისთვის. ჩემი აზრით, დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ბანკებს ყველაფრის უფლება აქვთ, ხოლო კლიენტებს - არაფრისა. ამ კლიენტებს შორის სამშენებლო კომპანიებიც არიან. კომერციულ ბანკს შეუძლია ნებისმიერ დროს გაგიზარდოს პროცენტი, ფული უკან დაიბრუნოს, პროექტი გაგიჩეროს... ან სულ ნუ აიღებ სესხს - ასეთია მათი მომსახურება.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი