საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისი ნებით­ წამლის წამომღები არავინ არის" - ირანიდან მოდის ქარავანი, ანუ "თეთრი მორიელის" გზა საქართველოს გავლით
"თავისი ნებით­ წამლის წამომღები არავინ არის" - ირანიდან მოდის ქარავანი, ანუ "თეთრი მორიელის" გზა საქართველოს გავლით

ბა­თუ­მის ოპე­რა­ცი­ამ ცხად­ყო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ აპი­რებს ნარ­კო­მა­ფი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, თუმ­ცა და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია ისიც, რომ გა­რან­ტი­ე­ბის გა­რე­შე არც ერთი ნარ­კო­საქ­მო­სა­ნი არ გა­რის­კავ­და ასე­თი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ტვირ­თის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ტა­რე­ბას...

"გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი, ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ნარ­კო­საქ­მოს­ნე­ბი აუც­ილებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ გა­მარ­ტი­ვე­ბულ მარ­შრუ­ტებს ირან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. გარ­და ამი­სა,­ თა­ვი­სი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო შე­იძ­ლე­ბა უნე­ბუ­რად გახ­დეს ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­რე­ფა­ნი ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის".

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო

დე­პარ­ტა­მენ­ტის მოხ­სე­ნე­ბი­დან

"მსგავ­სი რამ სე­რი­ო­ზუ­ლი მფარ­ვე­ლე­ბის გა­რე­შე არ ხდე­ბა. ალ­ბათ, აქ ჩარ­თუ­ლია პირ­თა ძალ­იან დიდი ჯგუ­ფი - რო­დე­საც ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი­ სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარს კვეთს, მას ჰყავს სე­რი­ო­ზუ­ლი ბერ­კე­ტე­ბის მქო­ნე მფარ­ვე­ლე­ბი"."

ექ­სპერ­ტი კახა კა­ხიშ­ვი­ლი 2014 წლის 12 აგ­ვის­ტო

"ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა ყვე­ლა ის მძღო­ლი, რო­მელ­თა მან­ქა­ნა­შიც ნარ­კო­ტიკს იპო­ვი­ან, თა­ვი­სი ნე­ბით­ წამ­ლის წა­მომ­ღე­ბი არა­ვინ არის, ტვირ­თი ჩვენ უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი გვხვდე­ბა, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მოვ­ლენ და გვე­ტყვი­ან, ახლა თქვენ ჩაის ნაც­ვლად ნარ­კო­ტი­კი მი­გაქ­ვთო?! სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად რას და­ვა­ტა­რებთ, ჩვენც არ ვი­ცით, სა­ზღვარ­ზე შე­მოწ­მე­ბას რომ გავ­დი­ვართ, სი­ცო­ცხლეს ვამ­თავ­რებთ, არას­დროს ვი­ცით, რას აღ­მო­ა­ჩე­ნენ და სად გიკ­რა­ვენ თავს, მაგ­რამ ჩვენ რა ვქნათ, რა შეგ­ვიძ­ლია? პუ­რის ფულს სა­ჭის ტრი­ა­ლით ვშო­უ­ლობთ".

რო­ბინ­ზონ თეთ­რა­ძე, გა­დამ­ზი­დი ფირ­მის თა­ნამ­შრო­მე­ლი

2016 წლის 18 ივ­ნი­სი

2016 წლის 12 ივ­ნისს ბა­თუ­მის­ პორ­ტში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა­ ტრა­ი­ლე­რი გა­ა­ჩე­რეს. მან­ქა­ნას, რო­მელ­საც ჰო­ლან­დი­ე­ლი მძღო­ლი მარ­თავ­და, ევ­რო­კავ­ში­რის ნომ­რე­ბი ჰქონ­და. შე­მოწ­მე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ ტრა­ი­ლერს სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით 9 ტო­ნამ­დე ბრინ­ჯი გა­დაჰ­ქონ­და უკ­რა­ი­ნა­ში, თუმ­ცა, ბრინ­ჯის გარ­და, სამ­არ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მან­ქა­ნის მი­საბ­მელ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის დიდი სა­მა­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც 356 შეკ­ვრად და­ფა­სო­ე­ბუ­ლი 178 კგ ჰე­რო­ი­ნი ინა­ხე­ბო­და(?!).

რო­გორც გა­ირ­კვა, ტვირ­თი ირა­ნი­დან მო­დი­ო­და, სა­ვა­რა­უ­დოდ­, ნარ­კო­ტი­კიც ირა­ნუ­ლი ან ავ­ღა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის უნდა იყოს. ბათ­უმის პორ­ტში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია უკვე მე­სა­მეა 2012 წლის შემ­დეგ და წინა შემ­თხვე­ვე­ბის მსგავ­სად, კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რომ ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ნარ­კო­სატ­რან­ზი­ტო მარ­შრუ­ტი ნარ­კო­საქ­მოს­ნე­ბის­თვის კვლავ მიმ­ზიდ­ვე­ლია.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ­ჯე­რა­დაც საქ­მე გვაქვს კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მი­წო­დე­ბის ოპე­რა­ცი­ას­თან, რად­გან­ ამ რა­ო­დე­ნო­ბის ტვირ­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის­თვის ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შე­საბ­ამი­სი რე­სურ­სი არ გა­აჩ­ნი­ათ (ერთი ვერ­სი­ით, ინ­ფორ­მა­ცია­ ახ­ლაც თურ­ქი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ იყო მო­წო­დე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ტვირ­თის მოძ­რა­ო­ბას ჯერ კი­დევ ირა­ნი­დან ადევ­ნებ­დნენ თვ­ალს). გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, თუმ­ცა საქ­მის სპე­ცი­ფი­კუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა დამ­ნა­შა­ვე­ პი­რებ­ზე გა­ვი­დეს.

"თეთ­რი მო­რი­ე­ლი"

პირ­ვე­ლად ირა­ნუ­ლი ჰე­რო­ი­ნის შე­სა­ხებ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 2006 წლის იან­ვარ­ში შე­ი­ტყო. იმ­ხა­ნად შს სა­მი­ნის­ტროს კრიმ­ინა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მარ­ნე­ულ­ში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რეს, სა­დაც­ ქარ­ხნუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი­ ხარ­ის­ხის ჰე­რო­ი­ნის ფილა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც 4 კგ-ს იწო­ნი­და. ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ ნარ­კო­ტი­კი არა ავ­ღა­ნუ­რი, რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, არა­მედ ირა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის იყო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჰე­რო­ი­ნის ფი­ლას მო­რი­ე­ლის ლოგო და ხა­რის­ხის ნი­შა­ნი ჰქონ­და, ხოლო მან­ქა­ნას მარ­თავ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მძღო­ლი, რო­მელ­მაც თა­ვი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, თუმ­ცა მისი და­კა­ვე­ბა მა­ინც მო­ხერ­ხდა. "თეთ­რი მო­რი­ე­ლის" საქ­მეს თვალს ექ­სპერ­ტე­ბიც ადევ­ნებ­დნენ, რად­გან სა­ხე­ზე იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ნარ­კო­სატ­რან­ზი­ტო მარ­შრუ­ტის

ამოქ­მე­დე­ბა.­ სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა ტვირ­თის მე­პატ­რო­ნე­ებ­სა და მის მფარ­ვე­ლებს და­ე­ძებ­და, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს ამ საქ­მე­ში გა­რე­უ­ლი იყო იმ­ხა­ნად ცნო­ბი­ლი ბა­რი­გა, მეტ­სა­ხე­ლად "ტაქ­სა". სწო­რედ "ტაქ­სას" "თეთ­რი მო­რი­ე­ლი" ამო­ი­ღო პო­ლი­ცი­ამ. იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ "ტაქ­სას" უკან გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რე­ბი იდ­გნენ. გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი "ტაქ­სა" გა­ჩუ­მე­ბას არ აპი­რებ­და. ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას აპი­რებ­და მძღო­ლიც, რო­მელ­საც "გუ­ბერნსკში" ჯდო­მა სუ­ლაც არ ხიბ­ლავ­და, თუმ­ცა 2006 წლის 26 მარტს, ცნო­ბი­ლი ცი­ხის ბუნ­ტის დროს, ეზო­ში პა­ტი­მარს ჯერ გვა­რი ჰკი­თხეს და შემ­დეგ იქვე დახ­ვრი­ტეს(?!).

ავ­ტო­კო­ლო­ნე­ბი და­იძ­რა

ირა­ნუ­ლი ჰე­რო­ი­ნი აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ მას შემ­დეგ გახ­და, რაც საქა­რ­თ­ვე­ლო­სა და ირანს შო­რის სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა ფარ­თო მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღო და ირა­ნი­დან ავ­ტო­კო­ლო­ნე­ბი და­იძ­რა.

2013 წლის 3 ივ­ლისს ახალც­ი­ხის­ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქარ­თველ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ტრა­ი­ლე­რი­დან 117 კი­ლოგ­რა­მი ჰერ­ოინი ამო­ი­ღეს, რაც მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს­ ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო იყო. ირა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ნარ­კო­ტი­კი თურ­ქეთ­ში გა­დაჰ­ქონ­დათ.

2014 წლის 18 ივ­ნისს სო­მეხ­მა მე­ბა­ჟე­ებ­მა სა­ზღვარ­ზე შე­მოწ­მე­ბის დროს ტრა­ი­ლერ­ში, რო­მე­ლიც ირა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­დი­ო­და, 900 კი­ლოგ­რა­მი ჰე­რო­ი­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ტრა­ი­ლერს ქარ­თვე­ლი მძღო­ლი მარ­თავ­და. და­კა­ვე­ბუ­ლი აცხა­დებ­და, რომ უკა­ნო­ნო ტვირ­თის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და - ირან­ში სამი დღის წინ ხის მა­სა­ლა ჩა­ვი­ტა­ნე და უკან ახა­ლი ტვირ­თით ვბრუნ­დე­ბო­დიო.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"თავისი ნებით­ წამლის წამომღები არავინ არის" - ირანიდან მოდის ქარავანი, ანუ "თეთრი მორიელის" გზა საქართველოს გავლით

"თავისი ნებით­ წამლის წამომღები არავინ არის" - ირანიდან მოდის ქარავანი, ანუ "თეთრი მორიელის" გზა საქართველოს გავლით

ბათუმის ოპერაციამ ცხადყო, რომ ხელისუფლება არ აპირებს ნარკომაფიასთან თანამშრომლობას, თუმცა დამაფიქრებელია ისიც, რომ გარანტიების გარეშე არც ერთი ნარკოსაქმოსანი არ გარისკავდა ასეთი ძვირად ღირებული ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე გატარებას...

"გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ნარკოსაქმოსნები აუც­ილებლად გამოიყენებენ გამარტივებულ მარშრუტებს ირანსა და საქართველოს შორის. გარდა ამისა,­ თავისი გეოგრაფიული მდებარეობით საქართველო შეიძლება უნებურად გახდეს ნარკოტიკების გადაადგილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი ევროპასა და აზიას შორის".

აშშ-ის სახელმწიფო

დეპარტამენტის მოხსენებიდან

"მსგავსი რამ სერიოზული მფარველების გარეშე არ ხდება. ალბათ, აქ ჩართულია პირთა ძალ­იან დიდი ჯგუფი - როდესაც ასეთი რაოდენობის ნარკოტიკული­ საშუალება სახელმწიფო საზღვარს კვეთს, მას ჰყავს სერიოზული ბერკეტების მქონე მფარველები"."

ექსპერტი კახა კახიშვილი 2014 წლის 12 აგვისტო

"ძალიან მეცოდება ყველა ის მძღოლი, რომელთა მანქანაშიც ნარკოტიკს იპოვიან, თავისი ნებით­ წამლის წამომღები არავინ არის, ტვირთი ჩვენ უკვე გამზადებული გვხვდება, როგორ წარმოგიდგენიათ, მოვლენ და გვეტყვიან, ახლა თქვენ ჩაის ნაცვლად ნარკოტიკი მიგაქვთო?! სამწუხაროდ, ხშირად რას დავატარებთ, ჩვენც არ ვიცით, საზღვარზე შემოწმებას რომ გავდივართ, სიცოცხლეს ვამ­თავრებთ, არასდროს ვიცით, რას აღმოაჩენენ და სად გიკრავენ თავს, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, რა შეგვიძლია? პურის ფულს საჭის ტრიალით ვშოულობთ".

რობინზონ თეთრაძე, გადამზიდი ფირმის თანამშრომელი

2016 წლის 18 ივნისი

2016 წლის 12 ივნისს ბათუმის­ პორტში სამართალდამცავებმა­ ტრაილერი გააჩერეს. მანქანას, რომელსაც ჰოლანდიელი მძღოლი მართავდა, ევროკავშირის ნომრები ჰქონდა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ტრაილერს საქართველოს გავლით 9 ტონამდე ბრინჯი გადაჰქონდა უკრაინაში, თუმცა, ბრინჯის გარდა, სამ­ართალდამცავებმა მანქანის მისაბმელში ნარკოტიკული საშუალების დიდი სამალავი აღმოაჩინეს, სადაც 356 შეკვრად დაფასოებული 178 კგ ჰეროინი ინახებოდა(?!).

როგორც გაირკვა, ტვირთი ირანიდან მოდიოდა, სავარაუდოდ­, ნარკოტიკიც ირანული ან ავღანური წარმოშობის უნდა იყოს. ბათ­უმის პორტში ჩატარებული ოპერაცია უკვე მესამეა 2012 წლის შემდეგ და წინა შემთხვევების მსგავსად, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ირან-საქართველოს ნარკოსატრანზიტო მარშრუტი ნარკოსაქმოსნებისთვის კვლავ მიმზიდველია.

სავარაუდოდ, ამჯერადაც საქმე გვაქვს კონტროლირებადი მიწოდების ოპერაციასთან, რადგან­ ამ რაოდენობის ტვირთის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის ქარ­თველ სამართალდამცავებს შესაბ­ამისი რესურსი არ გააჩნიათ (ერთი ვერსიით, ინფორმაცია­ ახლაც თურქი სპეცსამსახურების მიერ იყო მოწოდებული, რომლებიც ტვირთის მოძრაობას ჯერ კიდევ ირანიდან ადევნებდნენ თვ­ალს). გამოძიება დაწყებულია, თუმცა საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოძიება დამნაშავე­ პირებზე გავიდეს.

"თეთრი მორიელი"

პირველად ირანული ჰეროინის შესახებ ფართო საზოგადოებამ 2006 წლის იანვარში შეიტყო. იმხანად შს სამინისტროს კრიმ­ინალური დეპარტამენტის თანამ­შრომლებმა მარნეულში მსუბუქი ავტომანქანა გააჩერეს, სადაც­ ქარხნული წესით დამზადებული უმაღლესი­ ხარ­ისხის ჰეროინის ფილა აღმოაჩინეს, რომელიც 4 კგ-ს იწონიდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნარკოტიკი არა ავღანური, როგორც სამართალდამცავები ამტკიცებდნენ, არამედ ირანული წარმოშობის იყო. საინტერესოა, რომ ჰეროინის ფილას მორიელის ლოგო და ხარისხის ნიშანი ჰქონდა, ხოლო მანქანას მართავდა აზერბაიჯანელი მძღოლი, რომელმაც თავიდან წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, თუმცა მისი დაკავება მაინც მოხერხდა. "თეთრი მორიელის" საქმეს თვალს ექსპერტებიც ადევნებდნენ, რადგან სახეზე იყო საქართველოში ახალი ნარკოსატ­რანზიტო მარშრუტის

ამოქმედება.­ სანამ გამოძიება ტვირთის მეპატრონეებსა და მის მფარველებს დაეძებდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ საქმეში გარეული იყო იმხანად ცნობილი ბარიგა, მეტსახელად "ტაქსა". სწორედ "ტაქსას" "თეთრი მორიელი" ამოიღო პოლიციამ. იმასაც ამბობდნენ, რომ "ტაქსას" უკან გავლენიანი პირები იდგნენ. გაწბილებული "ტაქსა" გაჩუმებას არ აპირებდა. ჩვენების მიცემას აპირებდა მძღოლიც, რომელსაც "გუბერნსკში" ჯდომა სულაც არ ხიბლავდა, თუმცა 2006 წლის 26 მარტს, ცნობილი ციხის ბუნტის დროს, ეზოში პატიმარს ჯერ გვარი ჰკითხეს და შემდეგ იქვე დახვრიტეს(?!).

ავტოკოლონები დაიძრა

ირანული ჰეროინი აქტუალური­ მას შემდეგ გახდა, რაც საქა­რ­თ­ველოსა და ირანს შორის სავაჭრო ურთიერთობებმა ფართო მასშტაბები მიიღო და ირანიდან ავტოკოლონები დაიძრა.

2013 წლის 3 ივლისს ახალც­ი­ხის­ ტერიტორიაზე ქართველმა სამართალდამცავებმა ტრაილერიდან 117 კილოგრამი ჰერ­ოინი ამოიღეს, რაც მაშინ საქართველოს­ ისტორიაში უპრეცედენტო იყო. ირანული წარმოშობის ნარკოტიკი თურქეთში გადაჰქონდათ.

2014 წლის 18 ივნისს სომეხმა მებაჟეებმა საზღვარზე შემოწმების დროს ტრაილერში, რომელიც ირანიდან საქართველოში მოდიოდა, 900 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს. ტრაილერს ქართველი მძღოლი მართავდა. დაკავებული აცხადებდა, რომ უკანონო ტვირთის შესახებ არაფერი იცოდა - ირანში სამი დღის წინ ხის მასალა ჩავიტანე და უკან ახალი ტვირთით ვბრუნდებოდიო.

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ