სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფსიქიატრი - მაგდა პაპიძეს ახასიათებს ეგოცენტრიზმი და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს
ფსიქიატრი - მაგდა პაპიძეს ახასიათებს ეგოცენტრიზმი და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს

მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ფსი­ქი­ატ­რი და­ი­კი­თხა, რო­მელ­მაც ბრალ­დე­ბუ­ლის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ა­ფა­სა. სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ექ­სპერ­ტის, ექიმ-ფსი­ქი­ატრ ქე­თე­ვან შე­ვარ­დნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მაგ­და პა­პი­ძეს­თან გა­სა­უ­ბე­ბა, სამ­კა­ცი­ა­ნი კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბით, 2016 წლის 13 იან­ვარს შედ­გა. ფსი­ქი­ატ­რის თქმით, ის მაგ­და პა­პი­ძეს ხან­გრძლი­ვად ესა­უბ­რა, გა­სა­უბ­რე­ბამ­დე კი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბი შე­ის­წავ­ლა.

ფსი­ქი­ატ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უბ­რი­სას მაგ­და პა­პი­ძე იშ­ვე­ლი­ებს მხატ­ვრულ ეპი­თე­ტებს, შე­და­რე­ბებს, ცდი­ლობს გას­ცეს კი­თხვებს ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი და გად­მოს­ცეს სათ­ქმე­ლი მხატ­ვრუ­ლად, რაც მის ნათ­ქვამს არა­ბუ­ნებ­რი­ო­ბას სძენს. ფსი­ქი­ატრმა ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს ის­ტე­რი­ულ-პერ­სო­ნო­ლო­გი­უ­რი აშ­ლი­ლო­ბის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვა, თუმ­ცა აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­თი დი­აგ­ნო­ზი არ არ არის კავ­შირ­ში პი­რის შე­უ­რა­ცხა­დო­ბას­თან.

"ბრა­ლად შე­რა­ცხუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნის დროს მაგ­და პა­პი­ძე არ იყო შე­უ­რა­ცხა­დი, მას შე­ეძ­ლო გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ხა­სი­ა­თი და შე­ეძ­ლო გა­ე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი და მისი შე­დე­გე­ბი. მაგ­და პა­პი­ძეს აქვს ფსი­ქი­კუ­რი ნაკ­ლი, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის მას სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა­ში", - გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან შე­ვარ­დნა­ძემ. ფსი­ქი­ატ­რის დას­კვნით, მაგ­და პა­პი­ძეს ასე­ვე ახა­სი­ა­თებს ეგო­ცენ­ტრიზ­მი და მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა უყ­ვარს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

ფსიქიატრი - მაგდა პაპიძეს ახასიათებს ეგოცენტრიზმი და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს

ფსიქიატრი - მაგდა პაპიძეს ახასიათებს ეგოცენტრიზმი და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო სხდომაზე ფსიქიატრი დაიკითხა, რომელმაც ბრალდებულის ფსიქიატრიული მდგომარეობა შეაფასა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის, ექიმ-ფსიქიატრ ქეთევან შევარდნაძის განცხადებით, მაგდა პაპიძესთან გასაუბება, სამკაციანი კომისიის შემადგენლობით, 2016 წლის 13 იანვარს შედგა. ფსიქიატრის თქმით, ის მაგდა პაპიძეს ხანგრძლივად ესაუბრა, გასაუბრებამდე კი სისხლის სამართლის საქმის მასალები შეისწავლა.

ფსიქიატრის ინფორმაციით, საუბრისას მაგდა პაპიძე იშველიებს მხატვრულ ეპითეტებს, შედარებებს, ცდილობს გასცეს კითხვებს ამომწურავი პასუხი და გადმოსცეს სათქმელი მხატვრულად, რაც მის ნათქვამს არაბუნებრიობას სძენს. ფსიქიატრმა ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს ისტერიულ-პერსონოლოგიური აშლილობის დიაგნოზი დაუსვა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ასეთი დიაგნოზი არ არ არის კავშირში პირის შეურაცხადობასთან.

"ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს მაგდა პაპიძე არ იყო შეურაცხადი, მას შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და შეეძლო გაეანალიზებინა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები და მისი შედეგები. მაგდა პაპიძეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მას საკუთარი თავის დაცვაში", - განაცხადა ქეთევან შევარდნაძემ. ფსიქიატრის დასკვნით, მაგდა პაპიძეს ასევე ახასიათებს ეგოცენტრიზმი და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ