პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანა კობახიძის კომენტარი თინა ხიდაშელის სკანდალურ გადაწყვეტილებაზე
მანანა კობახიძის კომენტარი თინა ხიდაშელის სკანდალურ გადაწყვეტილებაზე

შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო გაწ­ვე­ვის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლოო არ არის - მას მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბაც სჭირ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­ცეს­ში პრე­ზი­დენ­ტი­სა და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ჩარ­თვაც.

კო­ბა­ხი­ძე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მა მხო­ლოდ თავ­დაც­ვის უწყე­ბას არ ეხე­ბა და ის კავ­შირ­შია სხვა სა­მი­ნის­ტრო­ებ­თან.

"შე­საძ­ლე­ბე­ლია, თავ­დაც­ვის უწყე­ბას კონ­კრე­ტუ­ლად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლო, თუმ­ცა სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი ეხე­ბა არა მხო­ლოდ თავ­დაც­ვის უწყე­ბის სის­ტე­მას, არა­მედ აქ არის ჩარ­თუ­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, დაც­ვის პო­ლი­ცია. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, სა­ჭი­როა მთავ­რო­ბის ჩარ­თვა, სხვა შე­სა­ბა­მი­სი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ჩარ­თვა და პრე­ზი­დენ­ტის, რო­გორც უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლი­სა და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ჩარ­თვა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უფრო ფარ­თოდ უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი და არა ერთი მი­ნის­ტრის დო­ნე­ზე", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვას აღარ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა ხელი მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რა­ზე მო­ა­წე­რა.

რო­გორც ხი­და­შელ­მა გან­მარ­ტა, ბრძა­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად დღე­ი­დან თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო გაწ­ვე­ვას არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

"მე დავ­დე პი­რო­ბა, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი, რათა 2017 წლი­დან ჯარ­ში გაწ­ვე­ვა აღარ არ­სე­ბობ­დეს. ჩვენ ბევ­რი ვე­ცა­დეთ სა­კა­ნონ­მდებ­ლო თვალ­საზ­რი­სით ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას, რომ სა­ერ­თოდ აგ­ვეკ­რძა­ლა გაწ­ვე­ვა შე­ი­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, ეს არ გა­მო­ვი­და. თუმ­ცა, ვი­პო­ვეთ სხვა ფორ­მა, რომ­ლი­თაც თავ­დაც­ვის მი­ნისტრს შე­მიძ­ლია, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცალ­მხრი­ვად და ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ვი­ღო. დღე­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღარ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს გაწ­ვე­ვას და მო­თხოვ­ნას, წვე­ვამ­დე­ლე­ბის გაწ­ვე­ვა­ზე. ძა­ლით მოყ­ვა­ნი­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი არ სჭირ­დე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თავ­დაც­ვის შემ­დგო­მი მი­ნის­ტრი სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის აღ­დგე­ნას გა­და­წყვეტს, მას მისი ამ ბრძა­ნე­ბის გა­უქ­მე­ბა მო­უ­წევს.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გარ­და, სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვას სხვა უწყე­ბე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, თუმ­ცა ხი­და­შე­ლის ბრძა­ნე­ბა მათ არ ეხე­ბათ.

მანანა კობახიძის კომენტარი თინა ხიდაშელის სკანდალურ გადაწყვეტილებაზე

მანანა კობახიძის კომენტარი თინა ხიდაშელის სკანდალურ გადაწყვეტილებაზე

შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის შეჩერების თაობაზე თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის - მას მთავრობის თანხმობაც სჭირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პროცესში პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს ჩართვაც.

კობახიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის რეფორმა მხოლოდ თავდაცვის უწყებას არ ეხება და ის კავშირშია სხვა სამინისტროებთან.

"შესაძლებელია, თავდაცვის უწყებას კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, თუმცა სამხედრო სავალდებულო სამსახური ეხება არა მხოლოდ თავდაცვის უწყების სისტემას, არამედ აქ არის ჩართული სასჯელაღსრულების სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაცვის სპეციალური სამსახური, დაცვის პოლიცია. გამომდინარე აქედან, საჭიროა მთავრობის ჩართვა, სხვა შესაბამისი სამინისტროების ჩართვა და პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლისა და უშიშროების საბჭოს ჩართვა. გადაწყვეტილება უფრო ფართოდ უნდა იყოს მიღებული და არა ერთი მინისტრის დონეზე", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.

როგორც ხიდაშელმა განმარტა, ბრძანების შესაბამისად დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო გაწვევას არ განახორციელებს.

"მე დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარებას, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას, წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა ხიდაშელმა.

როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.

თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."