პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომღერალ კახა კუხიანიძეს სიმღერის დროს სცენაზე დენმა დაარტყა
მომღერალ კახა კუხიანიძეს სიმღერის დროს სცენაზე დენმა დაარტყა

26 ივ­ნისს, ზუგ­დიდ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის დროს, მომ­ღე­რალ კახა კუ­ხი­ა­ნი­ძეს სცე­ნა­ზე დენ­მა და­არ­ტყა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მომ­ღე­რალ­მა ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა... AMBEBI.GE კახა კუ­ხი­ა­ნი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- მე და ჩემი მე­გო­ბა­რი - ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი ზუგ­დიდ­ში, კონ­ცერ­ტზე ვმღე­რო­დით და სიმ­ღე­რის დროს ფეხ­ზე მიკრო­ფო­ნის "შნუ­რი" და­მეხ­ვა, სა­ი­და­ნაც დიდი სიმ­ძლავ­რის ძაბ­ვამ გა­მო­ა­ტა­რა და ფეხ­ზე და­მარ­ტყა... ფეხი გა­შე­შე­ბუ­ლი მაქვს და მტკი­ვა...

- შემ­ხვე­ვით და­გეხ­ვა მიკრო­ფო­ნის სა­დე­ნი ფეხ­ზე?

- ზუს­ტად აღარ მახ­სოვს, რო­გორ მოხ­და, ფაქ­ტია, რომ საკ­მა­ოდ დიდ­მა ძაბ­ვამ გა­მი­ა­რა სხე­ულ­ში. იმ­ხე­ლა ვიყ­ვი­რე, ჩემი ხმა მგო­ნი, მთელ ზუგ­დიდს ეს­მო­და. ვე­ცე­მო­დი და მა­შინ­ვე სკა­მი მო­მა­წო­დეს, მაგ­რამ სცე­ნი­დან არ ჩა­მოვ­სულ­ვარ, რად­გა­ნაც მე­გო­ნა, ტკი­ვი­ლი გა­და­მივ­ლი­და. სკამ­ზე დამ­ჯდარ­მა 2 სიმ­ღე­რა კი­დევ შე­ვას­რუ­ლე. ტკი­ვი­ლი რომ არ გა­მი­ყუჩ­და, სას­წრა­ფო, ექი­მე­ბი და­მახ­ვი­ეს, ნემ­სე­ბი გა­მი­კეთ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მოკ­ვლე­ვე­ბიც ჩა­მი­ტა­რეს...

- გო­ნე­ბა არ და­გი­კარ­გავს და ად­გი­ლობ­რი­ვად არც დამ­წვრო­ბა მი­გი­ღია?

-არა, არა, ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას ელექტროტ­რავ­მა უწო­დეს. მოკ­ლედ, ფეხი გა­მე­თი­შა, უფრო სწო­რად კუნ­თია გა­თი­შუ­ლი.

- რას გეუბნე­ბი­ან ექი­მე­ბი?

- მა­სა­ჟე­ბი უნდა, რომ ნელ-ნელა აღ­დგეს, იმე­დია, აღ­დგე­ბა. ადრე კონ­ცერ­ტე­ბი­სას რა­ღაც პა­ტარ-პა­ტა­რა, და­ბა­ლი დე­ნის დარ­ტყმა მიგ­რძვნია (10-15 ვოლ­ტი), ამ­ხე­ლა დენს არას­დროს და­ურ­ტყამს, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რა­ღაც მოხ­და... ახლა თბი­ლის­ში მოვ­დი­ვარ. რომ ჩა­მო­ვალ, მინ­და უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ვი­ტა­რო, ექოს­კო­პია გა­და­ვი­ღო... მოკ­ლედ, გა­დავ­რჩი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მომღერალ კახა კუხიანიძეს სიმღერის დროს სცენაზე დენმა დაარტყა

მომღერალ კახა კუხიანიძეს სიმღერის დროს სცენაზე დენმა დაარტყა

26 ივნისს, ზუგდიდში გამართული კონცერტის დროს, მომღერალ კახა კუხიანიძეს სცენაზე დენმა დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა... AMBEBI.GE კახა კუხიანიძეს დაუკავშირდა.

- მე და ჩემი მეგობარი - ვერიკო ტურაშვილი ზუგდიდში, კონცერტზე ვმღეროდით და სიმღერის დროს ფეხზე მიკროფონის "შნური" დამეხვა, საიდანაც დიდი სიმძლავრის ძაბვამ გამოატარა და ფეხზე დამარტყა... ფეხი გაშეშებული მაქვს და მტკივა...

- შემხვევით დაგეხვა მიკროფონის სადენი ფეხზე?

- ზუსტად აღარ მახსოვს, როგორ მოხდა, ფაქტია, რომ საკმაოდ დიდმა ძაბვამ გამიარა სხეულში. იმხელა ვიყვირე, ჩემი ხმა მგონი, მთელ ზუგდიდს ესმოდა. ვეცემოდი და მაშინვე სკამი მომაწოდეს, მაგრამ სცენიდან არ ჩამოვსულვარ, რადგანაც მეგონა, ტკივილი გადამივლიდა. სკამზე დამჯდარმა 2 სიმღერა კიდევ შევასრულე. ტკივილი რომ არ გამიყუჩდა, სასწრაფო, ექიმები დამახვიეს, ნემსები გამიკეთდა, საავადმყოფოში გამოკვლევებიც ჩამიტარეს...

- გონება არ დაგიკარგავს და ადგილობრივად არც დამწვრობა მიგიღია?

-არა, არა, ჩემს მდგომარეობას ელექტროტრავმა უწოდეს. მოკლედ, ფეხი გამეთიშა, უფრო სწორად კუნთია გათიშული.

- რას გეუბნებიან ექიმები?

- მასაჟები უნდა, რომ ნელ-ნელა აღდგეს, იმედია, აღდგება. ადრე კონცერტებისას რაღაც პატარ-პატარა, დაბალი დენის დარტყმა მიგრძვნია (10-15 ვოლტი), ამხელა დენს არასდროს დაურტყამს, ძალიან სერიოზული რაღაც მოხდა... ახლა თბილისში მოვდივარ. რომ ჩამოვალ, მინდა უფრო საფუძვლიანი გამოკვლევები ჩავიტარო, ექოსკოპია გადავიღო... მოკლედ, გადავრჩი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება