"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე შესრულებულმა საქართველოს ჰიმნმა ყველა აალაპარაკა, მაყურებელმა ჰიმნის შემსრულებელი მკაცრად გააკრიტიკა. ქალი, რომელმაც მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე იმღერა, მეცო-სოპრანო ირმა ბერძენიშვილია.
მეცო-სოპრანოს გარშემო ატეხილ სკანდალს მომღერალი ქრისტინე იმედაძე ეხმაურება და "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს წერს:
"უკულტურობა და არაადამიანობაა ის რასაც თქვენ აკეთებთ! ბევრი მიზეზი არსებობს რის გამოც მომღერალმა შეიაძლება ვერ შეასრულოს ნაწარმოები ისე, როგორც მას შეეფერება... და თქვენ მუდამ ჩასაფრებულები და მზად მიწასთან გასასწორებლად!!! მაინც გადახედეთ სხვა ვიდეოებსაც, ის ერთი რო დაგიჩემებიათ... ყველა ყველაზე ჭკვიანია ჩვენთან, ყველა ყველაზე მაგარია, ყველა ყველას ჭკუას არიგებს, ყველა ყველაზე ყველაზეა!" - წერს ქრისტინე "ფეისბუქზე".
პოსტზე კომენტარებს წერენ სხვა ცნობილებიც.
ია ფარულავა: "ახლა გავეცანი სიტუაციას... მე ვიქრობ რომ არ უნდა ემღერა და საკუთარი თავი ასეთ გაუგებრობაში არ უნდა ჩაეყენებინა, ვისაც არ უნდა ეთხოვა...";
მაიკო კაჭკაჭიშვილი: "არსებობს უპატიებელი შეცდომები!... მე გული მტკივა ერზე და მის პროფესიონალებზე";
თამარა ჩერგოლეიშვილი: "პენალს რომ გამაზავ ფეხბურთში, გაგინებენ, გოლს რომ გაიტან - გაქებენ. ამაში უხდიან ფეხბურთელებს. იგივეა სიმღერაც - კარგად იმღერებ, შეგაქებენ. სასაცილოდ იმღერებ - გაიცინებენ და დაგცინებენ... მესი ნაკრებიდან წავიდა, პენალი გავმაზეო და ამაზე ვეღარც გავიცინოთ?!"