მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგდა პაპიძე გამომძიებელს: "რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულებები გქონდათ?"
მაგდა პაპიძე გამომძიებელს: "რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულებები გქონდათ?"

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. დღეს პრო­ცეს­ზე საქ­მის ერთ-ერთი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ალექ­სან­დრე ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლი იკი­თხე­ბა. გა­მომ­ძი­ე­ბელს კი­თხვე­ბი ბრალ­დე­ბულ­მა მაგ­და პა­პი­ძე­მაც და­უს­ვა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა შე­ახ­სე­ნა. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მას არ ახ­სოვს მსგავ­სი ფაქ­ტი, ვინ­მეს მაგ­და პა­პი­ძის­თვის ფი­ზი­კუ­რი ან თუნ­დაც სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

პრო­ცეს­ზე მაგ­და პა­პი­ძემ ექი­მე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი დას­კვნე­ბი გა­აჟ­ღე­რა, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლის მტკი­ცე­ბით, მისი წა­მე­ბის შემ­დგო­მი და­ზი­ა­ნე­ბე­ბია აღ­წე­რი­ლი:

"22 დე­კემ­ბერს, რო­დე­საც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­მა­სახ­ლეს, შე­მა­მოწ­მა მო­რი­გე ექიმ­მა. მთელ სხე­ულ­ზე აღ­მო­მაჩ­ნდა სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ექიმ­მა დას­კვნა­ში აღ­წე­რა. კერ­ძოდ, ბე­ჭებ­ზე, მხრებ­ზე, მუ­ცელ­ზე, ბარ­ძაყ­ზე, მუხ­ლზე, ხე­ლებ­ზე. ღუ­დუ­შა­უ­რის ექიმ­მაც ზუს­ტად ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღ­წე­რა, რაც ცი­ხის ექიმს ჰქონ­და და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მისი დას­კვნით, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მკვრი­ვი ბლაგ­ვი საგ­ნით არის მი­ყე­ნე­ბუ­ლი და და­კა­ვე­ბის თა­რიღს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. რაში დაგ­ჭირ­დათ ჩემი წა­მე­ბა თუ ამ­დე­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მო­ტი­ვა­ცია გქონ­დათ?!"- მი­მარ­თა პა­პი­ძემ გა­მომ­ძი­ე­ბელს.

ბრალ­დე­ბუ­ლის ამ გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ალექ­სან­დრე ფო­ცხვე­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მაგ­და პა­პი­ძემ და­ა­სა­ხე­ლა, მან იმ დროს მი­ი­ღო, რო­დე­საც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა და კვა­ლის და­ფარ­ვას ცდი­ლობ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მაგდა პაპიძე გამომძიებელს: "რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულებები გქონდათ?"

მაგდა პაპიძე გამომძიებელს: "რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულებები გქონდათ?"

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი გრძელდება. დღეს პროცესზე საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ალექსანდრე ფოცხვერაშვილი იკითხება. გამომძიებელს კითხვები ბრალდებულმა მაგდა პაპიძემაც დაუსვა და სამართალდამცველების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობა შეახსენა. გამომძიებელმა აღნიშნა, რომ მას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, ვინმეს მაგდა პაპიძისთვის ფიზიკური ან თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა.

პროცესზე მაგდა პაპიძემ ექიმების მიერ გაცემული დასკვნები გააჟღერა, სადაც ბრალდებულის მტკიცებით, მისი წამების შემდგომი დაზიანებებია აღწერილი:

"22 დეკემბერს, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემასახლეს, შემამოწმა მორიგე ექიმმა. მთელ სხეულზე აღმომაჩნდა სისხლნაჟღენთები და დაზიანებები, რომელიც ექიმმა დასკვნაში აღწერა. კერძოდ, ბეჭებზე, მხრებზე, მუცელზე, ბარძაყზე, მუხლზე, ხელებზე. ღუდუშაურის ექიმმაც ზუსტად ის დაზიანებები აღწერა, რაც ციხის ექიმს ჰქონდა დაფიქსირებული. მისი დასკვნით, დაზიანებები მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული და დაკავების თარიღს არ ეწინააღმდეგება. რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულებები და მოტივაცია გქონდათ?!"- მიმართა პაპიძემ გამომძიებელს.

ბრალდებულის ამ განცხადების საპასუხოდ, ალექსანდრე ფოცხვერაშვილმა აღნიშნა, რომ გამორიცხული არ არის დაზიანებები, რომლებიც მაგდა პაპიძემ დაასახელა, მან იმ დროს მიიღო, როდესაც დანაშაული ჩაიდინა და კვალის დაფარვას ცდილობდა.

იხილეთ ვიდეო

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ