მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი ტექნიკის მაღაზიების ირგვლივ - როგორ iPhone-ებს ყიდიან საქართველოში?
სკანდალი ტექნიკის მაღაზიების ირგვლივ - როგორ iPhone-ებს ყიდიან საქართველოში?

ბოლო დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ქარ­თვე­ლე­ბის წუ­წუ­ნი იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რომ შე­ძე­ნილ­მა iPhone-მა იმე­დე­ბი ვერ გა­ა­მარ­თლა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხში­რად გა­მოთ­ქვა­მენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ შე­ძე­ნი­ლი ტექ­ნი­კა მალე ფუჭ­დე­ბა, შე­სა­ბა­მის ფუნ­ქცი­ებს ვერ ას­რუ­ლებს და ა.შ.

ბოლო პე­რი­ოდ­ში, მომ­ხმა­რებ­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის უპ­რე­ცენ­დენ­ტო შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა, რო­მელ­მაც iPhone 5 შე­ი­ძი­ნა, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ კომ­პა­ნია iPhone + - მა მას სა­დე­მონ­სტრა­ციო მო­წყო­ბი­ლო­ბა მი­ყი­და, რო­მე­ლიც მოხ­მა­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი არ არის.

"ეს არის iPhone 5 და ეს მო­დე­ლი გა­ყი­და iPhone + მა. ეს არის დემო ვერ­სია. ბა­ზა­ში ტე­ლე­ფო­ნი არ იძებ­ნე­ბა, თქვენ ვერ მო­ი­პო­ვებთ ინ­ფო­მა­ცი­ას, რომ ეს არის iPhone 5, ვი­ნა­ი­დან ეს ტე­ლე­ფო­ნი არ არის გა­ყიდ­ვის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი. ჩვენ ვე­ცა­დეთ იმე­ილ კო­დით მოგ­ვე­ძებ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­დის იყო ტე­ლე­ფო­ნი გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი და ა.შ. მაგ­რამ ამის პოვ­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. პირ­და­პირ ყუთ­ზე, საკ­მა­ოდ გარ­კვე­ვით აწე­რია: Not for sale - რე­ა­ლი­ზა­ცი­ას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ეს არის სა­დე­მონ­სტრა­ციო ტე­ლე­ფო­ნი", - გა­ნა­ცხა­და მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, მა­დო­ნა კო­ი­ძემ სპე­ცი­ა­ლუ­რად, აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მა­დო­ნა კო­ი­ძემ დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტე­ლე­ფო­ნიც წა­რუდ­გი­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი რამ, რაც და­ზა­რა­ლე­ბულ მომ­ხმა­რე­ბელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ემ­თხვა, არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა. მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის მიზ­ნით, მომ­ხმა­რე­ბელ­მა ფე­დე­რა­ცი­ამ ტექ­ნი­კის კომ­პა­ნი­ებს კი­თხვა­რე­ბი გა­უგ­ზავ­ნა.

"ჩვენ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას მივ­წე­რეთ წე­რი­ლი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მო­ე­წო­დე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია. ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იყო 5 ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი კი­თხვა: რა მო­დე­ლებს ყიდ­დნენ, აქვთ თუ არა მათ ოფი­ცი­ა­ლუ­რად Apple-ის ლო­გო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა, აქვთ თუ არა რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში მე­ო­რა­დი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და ამის შე­სა­ხებ იცის თუ არა მომ­ხმა­რე­ბელ­მა", - აღ­ნიშ­ნა მა­დო­ნა კო­ი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ მო­თხოვ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ ორმა კომ­პა­ნი­ამ მი­ა­წო­და:

"სამ­წუ­ხა­როდ, ამ კი­თხვებ­ზე მხო­ლოდ ორმა კომ­პა­ნი­ამ გვი­პა­სუ­ხა. ეს არის iTechnic და Techno Boom . მათ ასე­ვე გა­მოთ­ქვეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ას­თან: თუ პრე­ტენ­ზია არ­სე­ბობ­და გა­ყი­დულ ტექ­ნი­კას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მომ­ხმა­რე­ბელს ჰქო­ნო­და ბერ­კე­ტი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ამის შე­სა­ხებ გარ­და სერ­ვის ცენ­ტრი­სა, მო­ე­მარ­თა მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის­თვის. ანუ ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ გამჭვირ­ვა­ლედ, რა­საც ვერ ვი­ტყვით და­ნარ­ჩენ კომ­პა­ნი­ებ­ზე", - გა­ნა­ცხა­და მა­დო­ნა კო­ი­ძემ.

რო­გორც ჩანს, iTechnic და Techno Boom ის მა­ღა­ზი­ე­ბია, რომ­ლე­ბის­თვი­საც სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ო­ნი­ბის გამჭვირ­ვა­ლედ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. იმა­ვეს თქმა რთუ­ლია და­ნარ­ჩენ კომ­პა­ნი­ებ­ზე, რომ­ლე­ბის მიერ უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვი­ლი შე­კი­თხვე­ბი ბა­დებს ეჭვს, რომ ისი­ნი არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.

"მე ძა­ლი­ან დიდი თხოვ­ნა მაქვს ყვე­ლა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ბიზ­ნეს ოპე­რა­ტორ­თან, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ გა­და­აქ­ცი­ონ ნა­გა­ვი ტე­ლე­ფო­ნე­ბის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ად­გი­ლად, შე­მო­ი­ტა­ნონ ხა­რის­ხი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­გო­რიც სხვა ქვეყ­ნებ­ში იყი­დე­ბა და ჩვენ გვქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ვი­ყი­დოთ. უხა­რის­ხო ტე­ლე­ფო­ნე­ბი გა­ას­ვე­ნონ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბაზ­რი­დან", - აღ­ნიშ­ნა მა­დო­ნა კო­ი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დროს.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფე­დე­რა­ცია ამ­ჟა­მად კო­ლექ­ტი­უ­რი სარ­ჩე­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა და ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულ მომ­ხმა­რე­ბელს მო­უ­წო­დებს, მი­მარ­თონ ფე­დე­რა­ცი­ას, მსგავ­სი პრობლმე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­დე­ბით შე­დე­გებს მო­ი­ტანს, თუმ­ცა მა­ნამ­დე, რამ­დე­ნი­მე რჩე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ნამ­დვი­ლად წა­ად­გე­ბათ იმ ადა­მი­ე­ნებს, რომ­ლე­ბიც ახა­ლი ტე­ლე­ფო­ნი შე­ძე­ნას ფიქ­რო­ბენ:

1. სწო­რად შე­არ­ჩი­ეთ მა­ღა­ზია. აირ­ჩი­ეთ სან­დო ბრენ­დი, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვათ თავი კომ­პა­ნი­ის მხრი­დან არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­გან.

2. მას შემ­დეგ, რაც სა­სურ­ველ მო­დელს შე­არ­ჩევთ, დე­ტა­ლუ­რად შე­ა­მოწ­მეთ. ჩარ­თეთ, და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ, ნა­ხეთ შე­ფუთ­ვა. თუ უცხო ენა­ზე არ­სე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბის გა­გე­ბა გი­ჭირთ, სთხო­ვეთ მა­ღა­ზი­ის კონ­სულ­ტან­ტებს, დე­ტა­ლუ­რად აგიხ­სნან, რას ნიშ­ნავს ესა თუ ის წარ­წე­რა.

3. არ მო­ა­წე­როთ ხელი არ­ცერთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მა­ნამ, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ დარ­წმუნ­დე­ბით, პრომ პრო­დუქ­ტი, რო­მელ­საც იძენთ, ზუს­ტად ის არის რაც გჭირ­დე­ბათ და მას არა­ფე­რი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

4. დე­ტა­ლუ­რად გა­მო­ი­კი­თხეთ სა­გა­რან­ტიო ვადა და გა­რან­ტი­ის პი­რო­ბე­ბი.

5. თუ ცუ­დად ერ­კვე­ვით ტექ­ნი­კა­სა და ინო­ვა­ცი­ებ­ში, სთხო­ვეთ მე­გო­ბარს/ახ­ლო­ბელს, რომ­ლიც ამ სფე­რო­ში კარ­გად ერ­კვე­ვა და წა­იყ­ვა­ნეთ თქვენ­თან ერ­თად, პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნი­სას.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

სკანდალი ტექნიკის მაღაზიების ირგვლივ - როგორ iPhone-ებს ყიდიან საქართველოში?

სკანდალი ტექნიკის მაღაზიების ირგვლივ - როგორ iPhone-ებს ყიდიან საქართველოში?

ბოლო დროს აქტუალური გახდა ქართველების წუწუნი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ შეძენილმა iPhone-მა იმედები ვერ გაამართლა. მოქალაქეები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეძენილი ტექნიკა მალე ფუჭდება, შესაბამის ფუნქციებს ვერ ასრულებს და ა.შ.

ბოლო პერიოდში, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც iPhone 5 შეიძინა, აღმოაჩინა, რომ კომპანია iPhone + - მა მას სადემონსტრაციო მოწყობილობა მიყიდა, რომელიც მოხმარებისთვის განკუთვნილი არ არის.

"ეს არის iPhone 5 და ეს მოდელი გაყიდა iPhone + მა. ეს არის დემო ვერსია. ბაზაში ტელეფონი არ იძებნება, თქვენ ვერ მოიპოვებთ ინფომაციას, რომ ეს არის iPhone 5, ვინაიდან ეს ტელეფონი არ არის გაყიდვისთვის განკუთვნილი. ჩვენ ვეცადეთ იმეილ კოდით მოგვეძებნა ინფორმაცია, თუ როდის იყო ტელეფონი გააქტიურებული და ა.შ. მაგრამ ამის პოვნა შეუძლებელია. პირდაპირ ყუთზე, საკმაოდ გარკვევით აწერია: Not for sale - რეალიზაციას არ ექვემდებარება. ეს არის სადემონსტრაციო ტელეფონი", - განაცხადა მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ, მადონა კოიძემ სპეციალურად, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.

მადონა კოიძემ დამსწრე საზოგადოებას ტელეფონიც წარუდგინა და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ, რაც დაზარალებულ მომხმარებელს საქართველოში შეემთხვა, არცერთ ქვეყანაში ხდება. მსგავსი პრობლემების გადაჭრის მიზნით, მომხმარებელმა ფედერაციამ ტექნიკის კომპანიებს კითხვარები გაუგზავნა.

"ჩვენ რამდენიმე კომპანიას მივწერეთ წერილი იმის თაობაზე, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია. ჩამოყალიბებული იყო 5 ძალიან მარტივი კითხვა: რა მოდელებს ყიდდნენ, აქვთ თუ არა მათ ოფიციალურად Apple-ის ლოგოების გამოყენების უფლება, აქვთ თუ არა რეალიზაციაში მეორადი ტელეფონები და ამის შესახებ იცის თუ არა მომხმარებელმა", - აღნიშნა მადონა კოიძემ და დასძინა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ ორმა კომპანიამ მიაწოდა:

"სამწუხაროდ, ამ კითხვებზე მხოლოდ ორმა კომპანიამ გვიპასუხა. ეს არის iTechnic და Techno Boom . მათ ასევე გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი მომხმარებელთა ფედერაციასთან: თუ პრეტენზია არსებობდა გაყიდულ ტექნიკასთან მიმართებაში, მომხმარებელს ჰქონოდა ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ამის შესახებ გარდა სერვის ცენტრისა, მოემართა მომხმარებელთა ფედერაციისთვის. ანუ ისინი მუშაობენ გამჭვირვალედ, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ კომპანიებზე", - განაცხადა მადონა კოიძემ.

როგორც ჩანს, iTechnic და Techno Boom ის მაღაზიებია, რომლებისთვისაც საკუთარი საქმიაონიბის გამჭვირვალედ განხორციელება პრობლემას არ წარმოადგენს. იმავეს თქმა რთულია დანარჩენ კომპანიებზე, რომლების მიერ უპასუხოდ დატოვილი შეკითხვები ბადებს ეჭვს, რომ ისინი არაკეთილსინდისიერი საქმიანობით არიან დაკავებული.

"მე ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყველა არაკეთილსინდისიერ ბიზნეს ოპერატორთან, რომ საქართველო არ გადააქციონ ნაგავი ტელეფონების სარეალიზაციო ადგილად, შემოიტანონ ხარისხიანი ტელეფონები, როგორიც სხვა ქვეყნებში იყიდება და ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ ხარისხიანი ტელეფონები ვიყიდოთ. უხარისხო ტელეფონები გაასვენონ საქართველოს სამომხმარებლო ბაზრიდან", - აღნიშნა მადონა კოიძემ პრესკონფერენციის დროს.

მომხმარებელთა ფედერაცია ამჟამად კოლექტიური სარჩელისთვის ემზადება და ყველა დაზარალებულ მომხმარებელს მოუწოდებს, მიმართონ ფედერაციას, მსგავსი პრობლმების აღმოჩენის შემთხვევაში. აღნიშნული ქმედება, სავარაუდოდ, დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მანამდე, რამდენიმე რჩევის გათვალისწინება ნამდვილად წაადგებათ იმ ადამიენებს, რომლებიც ახალი ტელეფონი შეძენას ფიქრობენ:

1. სწორად შეარჩიეთ მაღაზია. აირჩიეთ სანდო ბრენდი, რათა მაქსიმალურად დაიცვათ თავი კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი თანამშრომლობისგან.

2. მას შემდეგ, რაც სასურველ მოდელს შეარჩევთ, დეტალურად შეამოწმეთ. ჩართეთ, დაათვალიერეთ, ნახეთ შეფუთვა. თუ უცხო ენაზე არსებული წარწერების გაგება გიჭირთ, სთხოვეთ მაღაზიის კონსულტანტებს, დეტალურად აგიხსნან, რას ნიშნავს ესა თუ ის წარწერა.

3. არ მოაწეროთ ხელი არცერთ ხელშეკრულებას მანამ, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდებით, პრომ პროდუქტი, რომელსაც იძენთ, ზუსტად ის არის რაც გჭირდებათ და მას არაფერი აქვს დაზიანებული.

4. დეტალურად გამოიკითხეთ საგარანტიო ვადა და გარანტიის პირობები.

5. თუ ცუდად ერკვევით ტექნიკასა და ინოვაციებში, სთხოვეთ მეგობარს/ახლობელს, რომლიც ამ სფეროში კარგად ერკვევა და წაიყვანეთ თქვენთან ერთად, პროდუქტის შეძენისას.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი