მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამსახურის გარეშე დარჩენილი ქართველები თურქეთს ტოვებენ
სამსახურის გარეშე დარჩენილი ქართველები თურქეთს ტოვებენ

სე­ზო­ნი, რომ­ლის მსგავ­სი ჩა­ვარ­დნა თურ­ქეთს არ ახ­სოვს - ასე აფა­სე­ბენ მიმ­დი­ნა­რე ზა­ფხუ­ლის სე­ზონს ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თურ­ქეთ­ში წლე­ბია მუ­შა­ო­ბენ. მათი თქმით, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით ფაქ­ტობ­რი­ვად ცა­რი­ე­ლია სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, კაფე-ბა­რე­ბი და სა­ნა­პი­რო­ე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ტუ­რის­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა მწვა­ვედ აი­სა­ხა მათ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე.

არა­ნაკ­ლებ მძი­მე ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან თურ­ქე­თის ფაბ­რი­კა-ქარ­ხნებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც. ანა­ზღა­უ­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი ტალ­ღა უკვე შე­ე­ხოთ თურ­ქეთ­ში სე­ზო­ნუ­რად და­საქ­მე­ბუ­ლებს და მომ­დევ­ნო შემ­ცი­რე­ბის მო­ლო­დინ­ში არი­ან. ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წი­ლი უკვე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ფიქ­რობს, ნა­წი­ლიც კი, სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­დას­ვლის გეგ­მებს აწყობს. მათი თქმით, ტუ­რის­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა, რუ­სეთ-თურ­ქეთ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­და, თურ­ქეთ-გერ­მა­ნი­ას შო­რის გამ­წვა­ვე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ, ქურ­თე­ბის მა­სობ­რივ­მა პრო­ტეს­ტმა, გახ­ში­რე­ბულ­მა ტე­რაქ­ტებ­მა და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­მა გა­მო­იწ­ვია.

ემირ ბა­დუ­რი, თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნი:

- ცუ­დია, რომ პო­ლი­ტი­კა ერე­ვა ბიზ­ნეს­ში. პუ­ტინ­მა აუკ­რძა­ლა თურ­ქეთ­ში ჩა­მოს­ვლა რუს ტუ­რის­ტებს, თუმ­ცა რუბ­ლიც ძა­ლი­ან გა­უ­ფა­სურ­და და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც შემ­ნათ. მე "ფაშა-კა­ფეს" ერთ-ერთი მე­წი­ლე ვარ, თუ ვი­თა­რე­ბა არ გა­მოს­წორ­და, ალ­ბათ ჩემს წილს გავ­ყი­დი...

ნანო კას­რა­ძე, ან­ტა­ლი­ა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი:

- წლე­ბია ერთ-ერთ ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ას ვხელ­მძღვა­ნე­ლობ. თურ­ქე­თის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი ამ­ბე­ბის შემ­დეგ, ფა­სე­ბი ძა­ლი­ან შემ­ცირ­და და თუ ასე თუ გაგ­რძელ­და, ალ­ბათ კომ­პა­ნი­ის რე­ორ­გა­ნი­ზი­ცია მო­მი­წევს, რაც ძა­ლი­ან არ მინ­და, რად­გან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გუნ­დი მყავს, მათ შო­რის ქარ­თვე­ლე­ბიც და თურ­ქე­ბიც... შარ­შან ამ დროს, შეკ­ვე­თებს ვერ ავუ­დი­ო­დით. წელს, ვი­ზი­ტო­რე­ბი მკვეთ­რად შემ­ცირ­და, რო­გორც რუ­სე­თი­დან, ისე ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან. ტუ­რე­ბის ფა­სე­ბი კი მკვეთ­რად გა­ი­აფ­და. 4-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ებ­ში, VIP ნო­მე­რი, შარ­შან ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 2 ათა­სი დო­ლა­რი ღირ­და, წელს 800 დო­ლა­რი გახ­და და ამ თან­ხა­ში ტრან­სპორ­ტის ხარ­ჯე­ბიც შე­დის. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ტუ­რის­ტუ­ლი პა­კე­ტე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად არ იყი­დე­ბა. მე უკვე ვი­ზა­რა­ლე და ახლა გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში ვარ. ბიზ­ნე­სის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი შან­სი სტამ­ბოლ­ში გა­დას­ვლაა. იქ ცხოვ­რე­ბა მა­ინც სულ დუღს და ტე­რაქ­ტე­ბი­სა და გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც იზი­დავს ტუ­რის­ტებს. თუმ­ცა, სხვა ქა­ლაქ­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა ად­ვი­ლი არ არის. თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ავი­ა­რე­სე­ბი 60 %-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. თურ­ქებ­მა იცი­ან ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე, მხო­ლოდ ან­ტა­ლი­ა­ში 170-მდე სას­ტუმ­რო და­ი­ხუ­რა და აწე­რია, რომ იყი­დე­ბა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სამსახურის გარეშე დარჩენილი ქართველები თურქეთს ტოვებენ

სამსახურის გარეშე დარჩენილი ქართველები თურქეთს ტოვებენ

სეზონი, რომლის მსგავსი ჩავარდნა თურქეთს არ ახსოვს - ასე აფასებენ მიმდინარე ზაფხულის სეზონს ქართველები, რომლებიც თურქეთში წლებია მუშაობენ. მათი თქმით, გასულ წლებთან შედარებით ფაქტობრივად ცარიელია სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები და სანაპიროები. შესაბამისად, ტურისტების შემცირება მწვავედ აისახა მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.

არანაკლებ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან თურქეთის ფაბრიკა-ქარხნებში დასაქმებული ქართველებიც. ანაზღაურების შემცირების პირველი ტალღა უკვე შეეხოთ თურქეთში სეზონურად დასაქმებულებს და მომდევნო შემცირების მოლოდინში არიან. ქართველების ნაწილი უკვე სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობს, ნაწილიც კი, სხვა ქვეყანაში გადასვლის გეგმებს აწყობს. მათი თქმით, ტურისტების შემცირება, რუსეთ-თურქეთთან დაძაბული ურთიერთობის გარდა, თურქეთ-გერმანიას შორის გამწვავებულმა ურთიერთობამ, ქურთების მასობრივმა პროტესტმა, გახშირებულმა ტერაქტებმა და ძალადობის ფაქტებმა გამოიწვია.

ემირ ბადური, თურქი ბიზნესმენი:

- ცუდია, რომ პოლიტიკა ერევა ბიზნესში. პუტინმა აუკრძალა თურქეთში ჩამოსვლა რუს ტურისტებს, თუმცა რუბლიც ძალიან გაუფასურდა და რუსეთის მოქალაქეებს ფინანსური პრობლემებიც შემნათ. მე "ფაშა-კაფეს" ერთ-ერთი მეწილე ვარ, თუ ვითარება არ გამოსწორდა, ალბათ ჩემს წილს გავყიდი...

ნანო კასრაძე, ანტალიაში დასაქმებული ქართველი:

- წლებია ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას ვხელმძღვანელობ. თურქეთის გარშემო ატეხილი ამბების შემდეგ, ფასები ძალიან შემცირდა და თუ ასე თუ გაგრძელდა, ალბათ კომპანიის რეორგანიზიცია მომიწევს, რაც ძალიან არ მინდა, რადგან მოტივირებული გუნდი მყავს, მათ შორის ქართველებიც და თურქებიც... შარშან ამ დროს, შეკვეთებს ვერ ავუდიოდით. წელს, ვიზიტორები მკვეთრად შემცირდა, როგორც რუსეთიდან, ისე ევროპის ქვეყნებიდან. ტურების ფასები კი მკვეთრად გაიაფდა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში, VIP ნომერი, შარშან ერთი კვირის განმავლობაში 2 ათასი დოლარი ღირდა, წელს 800 დოლარი გახდა და ამ თანხაში ტრანსპორტის ხარჯებიც შედის. მიუხედავად ამისა ტურისტული პაკეტები ფაქტობრივად არ იყიდება. მე უკვე ვიზარალე და ახლა გამოსავლის ძიებაში ვარ. ბიზნესის გადარჩენის ერთადერთი შანსი სტამბოლში გადასვლაა. იქ ცხოვრება მაინც სულ დუღს და ტერაქტებისა და გარკვეული რისკების მიუხედავად, მაინც იზიდავს ტურისტებს. თუმცა, სხვა ქალაქში თავის დამკვიდრება ადვილი არ არის. თურქეთის მიმართულებით ავიარესები 60 %-ით არის შემცირებული. თურქებმა იციან ბიზნესის წარმოება, ამის მიუხედავად, მიმდინარე სეზონზე, მხოლოდ ანტალიაში 170-მდე სასტუმრო დაიხურა და აწერია, რომ იყიდება.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი