პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საოპერო მომღერალი ვარ, ფონოგრამაზე პირველად ვიმღერე" - ინტერვიუ ქალთან, რომელმაც "ქართული ოცნების" ყრილობაზე ჰიმნი იმღერა
"საოპერო მომღერალი ვარ, ფონოგრამაზე პირველად ვიმღერე" - ინტერვიუ ქალთან, რომელმაც "ქართული ოცნების" ყრილობაზე ჰიმნი იმღერა

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ყრი­ლო­ბა­ზე შეს­რუ­ლე­ბულ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმნმა ყვე­ლა აა­ლა­პა­რა­კა, მა­ყუ­რე­ბელ­მა ჰიმ­ნის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა. ქალი, რო­მელ­მაც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ყრი­ლო­ბა­ზე იმ­ღე­რა მეცო-სოპ­რა­ნო, ირმა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლია. სა­კუ­თარ ნამ­ღერ­ზე სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­მა ჩვენ­თან ისა­უბ­რა:

- ეს არ არის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი, ხმა მო­დი­ო­და ძა­ლი­ან შო­რი­დან და დაგ­ვი­ა­ნე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, ხმას ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ­დი, დიდი სტრე­სი მი­ვი­ღე სცე­ნა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, არ მქო­ნია რე­პე­ტი­ცი­ის გავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა. პირ­და­პირ შე­ვე­დი სცე­ნა­ზე. ამის გამო მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, სხვა თე­მაა, ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბის დროს რა­საც გრძნობს მომ­ღე­რა­ლი.

- რა­ტომ არ გა­ი­ა­რეთ რე­პე­ტი­ცია?

- ხმის რე­ჟი­სორ­მა თქვა, რომ აპა­რა­ტუ­რის ად­გილს ვერ შე­უც­ვლიდ­ნენ, რად­გან პრო­ტო­კო­ლით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, სად იქ­ნე­ბო­და აპა­რა­ტუ­რა. სამი ვა­რი­ან­ტი მქონ­და, ან უნდა მემ­ღე­რა ცო­ცხლად, ან პლი­უს­ზე ან სა­ერ­თოდ არ უნდა მემ­ღე­რა. ვი­ფიქ­რე ამ პი­რო­ბებ­ში სიმ­ღე­რა­ზე უარს თუ ვი­ტყვი, ამას პი­რად კაპ­რი­ზად ჩა­მით­ვლი­ან-თქო და სა­ბო­ლო­ოდ ასე­თი ცუდი გა­მო­ვი­და ყვე­ლა­ფე­რი. სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ვარ და ფო­ნოგ­რა­მა­ზე პირ­ვე­ლად ვიმ­ღე­რე, ამას სხვა სპე­ცი­ფი­კა სჭირ­დე­ბა, ვერ გავ­თვა­ლე რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი და მი­ვი­ღე დიდი სტრე­სი.

- ვინ შე­მოგ­თა­ვა­ზათ ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბა?

- ოპე­რი­დან და­მი­კავ­შირ­დნენ და დავ­თან­ხმდი. როცა ავი­ღე ჩა­ნა­წე­რი, ვთქვი, რომ ეს ჰიმ­ნი მა­მა­კა­ცის ხმა­ზე არის მორ­გე­ბუ­ლი. სახ­ლში კი გავ­დი­ო­დი რე­პე­ტი­ცი­ებს, მაგ­რამ დარ­ბაზ­ში რე­პე­ტი­ცი­ე­ბის გავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მო­მე­ცა. ყუ­რის მიკრო­ფო­ნიც კი არ მქონ­და, მე პირ­ვე­ლად არ მიმ­ღე­რია, ვინც არ მიც­ნობს, მის­თვის სა­ქი­ლი­კოა რაც მოხ­და, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ასეც ხდე­ბა. ჩემი პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბე­ბი და­ზა­რალ­და, მაგ­რამ რაც შე­მეძ­ლო მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ვა­კე­თე. ამი­თი არც იწყე­ბა და არც მთავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. რაც მოხ­და, მოხ­და.

- ამ­ბო­ბენ, რომ მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია და ჰიმ­ნი ამი­ტო­მაც ამ­ღე­რე­სო...

- ზუს­ტად იმის გამო, რომ არა­ვინ მყავ­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს ჩემი გან­დევ­ნა მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან და დღემ­დე არა­ვის და­ვუბ­რუ­ნე­ბი­ვარ ოპე­რის თე­ატ­რში. მე ჯან­სუღ კა­ხი­ძემ მი­მი­ღო თე­ატ­რში, ოქ­როს ფონდშია შე­სუ­ლი ჩემი ჩა­ნა­წე­რე­ბი. პრო­ტეჟე ნამ­დვი­ლად არ მჭირ­დე­ბო­და. რად­გან და­ბა­ლი ხა­რის­ხის გა­მოს­ვლა მქონ­და, ალ­ბათ, ამი­ტომ გაჩ­ნდა ეს ეჭვი. სა­ერ­თოდ არ ვარ მდგო­მა­რე­ო­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი.

- სად მღე­რით ახლა?

- ხან გერ­მა­ნი­ა­ში, ხან იტა­ლი­ა­ში, გა­აჩ­ნია რო­მელ თე­ატრთან მო­მი­წევს კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა. ათი წლის წინ, იმი­ტომ გამ­დევ­ნა იმ მთავ­რო­ბამ თე­ატ­რი­დან, რომ ახალ­გაზ­რდებს და­უთ­მეს ოპე­რის სცე­ნა. მინ­დო­და ჩემი თა­ვის­თვის და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მე სიმ­ღე­რა შე­მიძ­ლია, ამი­ტომ სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ფეს­ტი­ვალ­ზე "ვერ­დის ხმებ­ზე" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ვი­მარ­ჯვე კი­დეც. სწო­რედ მა­შინ გა­ვა­ფორ­მე გერ­მა­ნე­ლებ­თან კონ­ტრაქ­ტი და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რებ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"საოპერო მომღერალი ვარ, ფონოგრამაზე პირველად ვიმღერე" - ინტერვიუ ქალთან, რომელმაც "ქართული ოცნების" ყრილობაზე ჰიმნი იმღერა

"საოპერო მომღერალი ვარ, ფონოგრამაზე პირველად ვიმღერე" - ინტერვიუ ქალთან, რომელმაც "ქართული ოცნების" ყრილობაზე ჰიმნი იმღერა

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე შესრულებულმა საქართველოს ჰიმნმა ყველა აალაპარაკა, მაყურებელმა ჰიმნის შემსრულებელი მკაცრად გააკრიტიკა. ქალი, რომელმაც მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე იმღერა მეცო-სოპრანო, ირმა ბერძენიშვილია. საკუთარ ნამღერზე საოპერო მომღერალმა ჩვენთან ისაუბრა:

- ეს არ არის საკონცერტო დარბაზი, ხმა მოდიოდა ძალიან შორიდან და დაგვიანებით. შესაბამისად, ხმას ვერ ვაკონტროლებდი, დიდი სტრესი მივიღე სცენაზე. სამწუხაროდ, არ მქონია რეპეტიციის გავლის საშუალება. პირდაპირ შევედი სცენაზე. ამის გამო მოხდა ყველაფერი, სხვა თემაა, ჰიმნის შესრულების დროს რასაც გრძნობს მომღერალი.

- რატომ არ გაიარეთ რეპეტიცია?

- ხმის რეჟისორმა თქვა, რომ აპარატურის ადგილს ვერ შეუცვლიდნენ, რადგან პროტოკოლით იყო გათვალისწინებული, სად იქნებოდა აპარატურა. სამი ვარიანტი მქონდა, ან უნდა მემღერა ცოცხლად, ან პლიუსზე ან საერთოდ არ უნდა მემღერა. ვიფიქრე ამ პირობებში სიმღერაზე უარს თუ ვიტყვი, ამას პირად კაპრიზად ჩამითვლიან-თქო და საბოლოოდ ასეთი ცუდი გამოვიდა ყველაფერი. საოპერო მომღერალი ვარ და ფონოგრამაზე პირველად ვიმღერე, ამას სხვა სპეციფიკა სჭირდება, ვერ გავთვალე რისკ-ფაქტორები და მივიღე დიდი სტრესი.

- ვინ შემოგთავაზათ ჰიმნის შესრულება?

- ოპერიდან დამიკავშირდნენ და დავთანხმდი. როცა ავიღე ჩანაწერი, ვთქვი, რომ ეს ჰიმნი მამაკაცის ხმაზე არის მორგებული. სახლში კი გავდიოდი რეპეტიციებს, მაგრამ დარბაზში რეპეტიციების გავლის საშუალება არ მომეცა. ყურის მიკროფონიც კი არ მქონდა, მე პირველად არ მიმღერია, ვინც არ მიცნობს, მისთვის საქილიკოა რაც მოხდა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეც ხდება. ჩემი პიროვნული ღირსებები დაზარალდა, მაგრამ რაც შემეძლო მაქსიმალური გავაკეთე. ამითი არც იწყება და არც მთავრდება ყველაფერი. რაც მოხდა, მოხდა.

- ამბობენ, რომ მთავრობის წევრებთან დაახლოებული პირია და ჰიმნი ამიტომაც ამღერესო...

- ზუსტად იმის გამო, რომ არავინ მყავდა, "ნაციონალების" დროს ჩემი განდევნა მოხდა საქართველოდან და დღემდე არავის დავუბრუნებივარ ოპერის თეატრში. მე ჯანსუღ კახიძემ მიმიღო თეატრში, ოქროს ფონდშია შესული ჩემი ჩანაწერები. პროტეჟე ნამდვილად არ მჭირდებოდა. რადგან დაბალი ხარისხის გამოსვლა მქონდა, ალბათ, ამიტომ გაჩნდა ეს ეჭვი. საერთოდ არ ვარ მდგომარეობით განებივრებული.

- სად მღერით ახლა?

- ხან გერმანიაში, ხან იტალიაში, გააჩნია რომელ თეატრთან მომიწევს კონტრაქტის გაფორმება. ათი წლის წინ, იმიტომ გამდევნა იმ მთავრობამ თეატრიდან, რომ ახალგაზრდებს დაუთმეს ოპერის სცენა. მინდოდა ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ მე სიმღერა შემიძლია, ამიტომ საოპერო მომღერლებისთვის მნიშვნელოვან ფესტივალზე "ვერდის ხმებზე" მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე კიდეც. სწორედ მაშინ გავაფორმე გერმანელებთან კონტრაქტი და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებთან ვთანამშრომლობ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი