პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრულის მხრიდან ადგილი არ ქონია ცემის ფაქტს..." - შემოქმედის ეპარქია ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
"პატრულის მხრიდან ადგილი არ ქონია ცემის ფაქტს..." - შემოქმედის ეპარქია ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის აცა­ნის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"ვი­ნა­ი­დან შე­მოქ­მე­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­სე­ბი იმ­ყო­ფე­ბო­და იტა­ლი­ა­ში, ქ. ბარ­ში, წმ. ნი­კო­ლო­ზის საფ­ლა­ვის მო­სა­ლო­ცად, მისი ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ვა­კე­თებთ შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბას:

მამა გაბ­რი­ელ­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით მო­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი და გახ­და სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის ობი­ექ­ტი, გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევთ გა­ვა­კე­თოთ გან­მარ­ტე­ბა, რო­მე­ლიც ნა­თელს მოჰ­ფენს შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას და პა­სუხს გას­ცემს ამ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ჩე­ნილ კი­თხვებს.

საქ­მე იმა­ში არის რომ მამა გაბ­რი­ე­ლი მარ­თლაც გა­და­ად­გილ­დე­ბო­და ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მაგ­რამ ეს არ იყო ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბა, უბ­რა­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი ალ­კოჰო­ლის ოდე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბო­და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ნორ­მებს, გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს გა­ა­ჩე­რა სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟ­მა და მოს­თხო­ვა ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ტეს­ტის გავ­ლა, მა­მა­ომ გა­ნუ­მარ­ტა მათ, რომ მას ქონ­და მი­ღე­ბუ­ლი სას­მე­ლი. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მხრი­დან მო­თხოვ­ნი­ლი იქნა ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩა­მორ­თმე­ვა რა­ზეც მა­მა­ომ უარი გა­ნუ­ცხა­და იმ მო­ტი­ვით, რომ არ არ­სე­ბობ­და ამის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, რად­გან მისი თრო­ბის დონე არ უშ­ლი­და ხელს ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა­ში და არ უქ­მნი­და საფრ­თხეს ავ­ტო­საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ღე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებთ, რომ პატ­რუ­ლის მხრი­დან ად­გი­ლი არ ქო­ნია ფი­ზი­კურ შე­ხე­ბას და მით უმე­ტეს ცე­მის ფაქტს უბ­რა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნის დროს მოხ­და მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა (კერ­ძოდ, მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დო­მის დროს შუბ­ლის არე და­უ­ზი­ან­და ღია მან­ქა­ნის კარ­ზე მირ­ტყმის შე­დე­გად, რა­მაც გა­მო­იწ­ვია სის­ხლდე­ნა)", - ნათ­ქვა­მია შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­მოქ­მე­დის ეპარ­ქი­ის გან­ცხა­დე­ბა "გუ­რია ნი­უს­მა" გა­ავ­რცე­ლა.

ფოტო: გუ­რი­ის მო­ამ­ბე

sponsored by ContentRoom

"პატრულის მხრიდან ადგილი არ ქონია ცემის ფაქტს..." - შემოქმედის ეპარქია ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

"პატრულის მხრიდან ადგილი არ ქონია ცემის ფაქტს..." - შემოქმედის ეპარქია ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახური ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვართან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს:

"ვინაიდან შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები იმყოფებოდა იტალიაში, ქ. ბარში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად, მისი ლოცვა-კურთხევით ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას:

მამა გაბრიელსა და საპატრულო პოლიციას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ გამოიწვია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გახდა საჯარო განხილვის ობიექტი, გამომდინარე აქედან თავს ვალდებულად მივიჩნევთ გავაკეთოთ განმარტება, რომელიც ნათელს მოჰფენს შექმნილ ვითარებას და პასუხს გასცემს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს.

საქმე იმაში არის რომ მამა გაბრიელი მართლაც გადაადგილდებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობაში, მაგრამ ეს არ იყო ალკოჰოლური თრობა, უბრალოდ მიღებული ალკოჰოლის ოდენობა აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ ნორმებს, გადაადგილების დროს გააჩერა საპატრულო ეკიპაჟმა და მოსთხოვა ალკოჰოლური თრობის ტესტის გავლა, მამაომ განუმარტა მათ, რომ მას ქონდა მიღებული სასმელი. საპატრულო პოლიციის მხრიდან მოთხოვნილი იქნა ავტომობილის ჩამორთმევა რაზეც მამაომ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ამის სამართლებრივი საფუძველი, რადგან მისი თრობის დონე არ უშლიდა ხელს ავტომობილის მართვაში და არ უქმნიდა საფრთხეს ავტოსაგზაო მოძრაობაში მონაწილე პირებს.

რაც შეეხება მიღებულ დაზიანებას კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პატრულის მხრიდან ადგილი არ ქონია ფიზიკურ შეხებას და მით უმეტეს ცემის ფაქტს უბრალოდ გადაყვანის დროს მოხდა მექანიკური დაზიანება (კერძოდ, მანქანაში ჩაჯდომის დროს შუბლის არე დაუზიანდა ღია მანქანის კარზე მირტყმის შედეგად, რამაც გამოიწვია სისხლდენა)", - ნათქვამია შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემოქმედის ეპარქიის განცხადება "გურია ნიუსმა" გაავრცელა.

ფოტო: გურიის მოამბე

კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა საქართველოში - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

"თუ ამას ვერ მიხვდება ჩვენი მოსახლეობა, ისევ გველის კარანტინი და ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა" - ბიძინა კულუმბეგოვი

„თეგეტა მოტორსის“ თანამშრომლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ