სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე უკვდავი გავხდები სიკვდილის შემდეგაც" - საინტერესო ფაქტები ნოსტრადამუსის შესახებ
"მე უკვდავი გავხდები სიკვდილის შემდეგაც" - საინტერესო ფაქტები ნოსტრადამუსის შესახებ

მი­შელ დე ნოტ­რდა­მი (Michel de Notredame), ცნო­ბი­ლი, ფსევ­დო­ნი­მით ნოს­ტრა­და­მუს (1503-1566) - ფრან­გი პო­ე­ტი, ექი­მი და ალ­ქი­მი­კო­სი, ას­ტრო­ლო­გი, სა­ხელ­გან­თქმუ­ლი თა­ვი­სი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბით.

სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ნოს­ტრა­და­მუს­მა დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია შავ ჭირ­თან ბრძო­ლა­ში - ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის წე­სებს ას­წავ­ლი­და. ცნო­ბი­ლი ექი­მის ას­ტრო­ლო­გად და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლად მოვ­ლე­ნა ძალ­ზედ მო­უ­ლოდ­ნე­ლი გახ­და. 1555 წელს ნოს­ტრა­და­მუს­მა ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ალ­მა­ნა­ხე­ბი გა­მოს­ცა. იმა­ვე წელს ქა­ლაქ ლი­ონ­ში ცენ­ტუ­რის პირ­ველ­მა გა­მო­ცე­მამ იხი­ლა დღის შუქი, რო­მე­ლიც 353 კატ­რენს შე­ი­ცავ­და. ამ პირ­ველ­მა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბებ­მა ნოს­ტრა­და­მუსს ერ­თდრო­უ­ლად წარ­მა­ტე­ბა და უსი­ა­მოვ­ნე­ბაც მო­უ­ტა­ნა.

ნოს­ტრა­და­მუ­სის პირ­ვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­ნი

ამ­ბო­ბენ, რომ ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში მას "პა­ტა­რა ას­ტრო­ლოგს" უწო­დებ­დნენ. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ნოს­ტრა­და­მუს­მა ორი გო­ჭის მო­მა­ვა­ლი იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა "თეთრ გოჭს მგე­ლი შე­ჭამს, შავს კი სა­დი­ლად მი­ირ­თმე­ვენ" - თქვა მან. მი­შე­ლის შე­სარ­ცხვე­ნად, გო­ჭე­ბის პატ­რონ­მა თეთ­რის დაკ­ვლა უბ­რძა­ნა, მაგ­რამ ის უკვე მგელს შე­ე­ჭა­მა, მზა­რე­ულ­მა კი შავი დაკ­ლა, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღი­ა­რა.

თა­ვი­სი პირ­ვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ, ნოს­ტრა­და­მუ­სი პა­რიზ­ში მი­იწ­ვი­ეს, სა­დაც მეფე ჰენ­რიხ II-მ დიდი პა­ტი­ვით მი­ი­ღო. 1556 წელს ნოს­ტრა­და­მუს­მა თა­ვი­სი ერთ-ერთი ალ­მა­ნა­ხის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა­ში და­წე­რა: "ამ­ჟა­მად ცო­ცხა­ლი, მე უკ­ვდა­ვი გავ­ხდე­ბი სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც. ჩემი სა­ხე­ლი სამ­ყა­რო­ში დიდი ხნით დარ­ჩე­ბა".

წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­ნი, რომ­ლებ­მაც სა­ხე­ლი გა­უთ­ქვეს ნოს­ტრა­და­მუსს

1559 წლის 1 ივ­ლისს, ორ­მა­გი ქორ­წი­ლის დღეს - მე­ფის ასუ­ლის, ელი­სა­ბე­დი­სა და ნოს­ტრა­და­მუ­სის დის, მარ­გა­რი­ტა­სი, ორი­ვე პა­ტარ­ძლის პა­ტივ­სა­ცე­მად რა­ინ­დუ­ლი ტურ­ნი­რი გა­ი­მარ­თა. ტურ­ნი­რის დროს, ჰენ­რიხ II და გრაფ მონტგო­მე­რის შე­ტა­კე­ბი­სას, ახალ­გაზ­რდა გრაფს შუბი გა­უ­ტყდა და მე­ფეს შემ­თხვე­ვით ხის ნა­ჭე­რი მოხ­ვდა თვალ­ში. 10-დღი­ა­ნი ტან­ჯვის შემ­დეგ მეფე ჰენ­რიხ II გარ­და­იც­ვა­ლა.

ხალ­ხმა ამ მოვ­ლე­ნის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა I ცენ­ტუ­რის XXXV კატ­რენ­ში ამო­ი­კი­თხა (მი­შელ ნოს­ტრა­და­მუ­სი. ცენ­ტუ­რი 1-3): "ახალ­გაზ­რდა ლომი ბე­ბერს და­ა­მარ­ცხებს ბრძო­ლის ველ­ზე, დუ­ე­ლის დროს, ოქ­როს გა­ლი­ა­ში მას თვალს ამო­თხრი­ან. ორი ფლო­ტი ერ­თში გა­ერ­თი­ან­დე­ბა, შემ­დეგ ის სა­ში­ნე­ლი სიკ­ვდი­ლით მოკ­ვდე­ბა".

ტრო­ას ეპის­კო­პო­სი, რო­მე­ლიც იმ დროს პა­რიზ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ერთ-ერთ წე­რილ­ში ადას­ტუ­რებს, რომ მეფე და გრა­ფი ლო­მის ფორ­მებ­ში იყ­ვნენ გა­მო­წყო­ბი­ლი.

ნოს­ტრა­და­მუ­სის უკა­ნას­კნე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა

1566 წლის 1 ივ­ლისს ერ­თგულ­მა მსა­ხურ­მა და ბი­ოგ­რაფ­მა ჟაკ შა­ვი­ნიმ ნოს­ტრა­და­მუსს უთხრა: "ხვა­ლამ­დე, ოს­ტა­ტო", "ხვალ, გამ­თე­ნი­ი­სას მე სულს გან­ვუ­ტე­ვებ", - მი­უ­გო ნოს­ტრა­და­მუს­მა. ეს გახ­ლდათ მისი უკა­ნას­კნე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, და იგი ას­რულ­და: ნოს­ტრა­და­მუ­სი 1566 წლის 2 ივ­ლისს, გამ­თე­ნი­ი­სას გარ­და­იც­ვა­ლა.

ნოს­ტრა­და­მუ­სის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­თა მემ­კვიდ­რე­ო­ბა

ნოს­ტრა­და­მუ­სის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მემ­კვიდ­რე­ო­ბა 10 ცენ­ტუ­რის (942 კატ­რენს) ითავ­სებს, მათ წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბას (წე­რი­ლე­ბი შვილს - სე­ზარს და მეფე ჰენ­რიხს), კატ­რე­ნემს ნუ­მე­რა­ცი­ის გა­რე­შე და 1555 წლი­დან მო­ყო­ლე­ბულ ყო­ველ­წლი­ურ ალ­მა­ნა­ხებს.

ყვე­ლა თა­ვის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბას ნოს­ტრა­და­მუ­სი შიფ­რავ­და: კატ­რე­ნე­ბი 4 ენის ნა­რევ­ზე იყო და­წე­რი­ლი, ის არა­სო­დეს უთი­თებ­და ზუსტ თა­რი­ღებს, კატ­რე­ნე­ბი არე­უ­ლია, დრო­ის ქრო­ნო­ლო­გია და­ცუ­ლი არ არის. თუმ­ცა, ნოს­ტრა­და­მუ­სის შე­მოქ­მე­დე­ბის მკვლე­ვა­რებ­მა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო და ზუს­ტი ის­ტო­რი­უ­ლი დამ­თხვე­ვა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბებ­ში. ნოს­ტრა­და­მუ­სის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი დრო­ის მო­ნაკ­ვეთს მო­ი­ცავს 3797 წლამ­დე (ერთ-ერთი ზუს­ტად მი­თი­თე­ბუ­ლი თა­რი­ღი).

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მე უკვდავი გავხდები სიკვდილის შემდეგაც" - საინტერესო ფაქტები ნოსტრადამუსის შესახებ

"მე უკვდავი გავხდები სიკვდილის შემდეგაც" - საინტერესო ფაქტები ნოსტრადამუსის შესახებ

მიშელ დე ნოტრდამი (Michel de Notredame), ცნობილი, ფსევდონიმით ნოსტრადამუს (1503-1566) - ფრანგი პოეტი, ექიმი და ალქიმიკოსი, ასტროლოგი, სახელგანთქმული თავისი წინასწარმეტყველებებით.

სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ, ნოსტრადამუსმა დიდ წარმატებას მიაღწია შავ ჭირთან ბრძოლაში - ჰიგიენის დაცვის წესებს ასწავლიდა. ცნობილი ექიმის ასტროლოგად და წინასწარმეტყველად მოვლენა ძალზედ მოულოდნელი გახდა. 1555 წელს ნოსტრადამუსმა ასტროლოგიური ალმანახები გამოსცა. იმავე წელს ქალაქ ლიონში ცენტურის პირველმა გამოცემამ იხილა დღის შუქი, რომელიც 353 კატრენს შეიცავდა. ამ პირველმა წინასწარმეტყველებებმა ნოსტრადამუსს ერთდროულად წარმატება და უსიამოვნებაც მოუტანა.

ნოსტრადამუსის პირველი წინასწარმეტყველებანი

ამბობენ, რომ ჯერ კიდევ სკოლაში მას "პატარა ასტროლოგს" უწოდებდნენ. ლეგენდის თანახმად, ნოსტრადამუსმა ორი გოჭის მომავალი იწინასწარმეტყველა "თეთრ გოჭს მგელი შეჭამს, შავს კი სადილად მიირთმევენ" - თქვა მან. მიშელის შესარცხვენად, გოჭების პატრონმა თეთრის დაკვლა უბრძანა, მაგრამ ის უკვე მგელს შეეჭამა, მზარეულმა კი შავი დაკლა, რაც მოგვიანებით აღიარა.

თავისი პირველი წინასწარმეტყველების გამოცემის შემდეგ, ნოსტრადამუსი პარიზში მიიწვიეს, სადაც მეფე ჰენრიხ II-მ დიდი პატივით მიიღო. 1556 წელს ნოსტრადამუსმა თავისი ერთ-ერთი ალმანახის წინასიტყვაობაში დაწერა: "ამჟამად ცოცხალი, მე უკვდავი გავხდები სიკვდილის შემდეგაც. ჩემი სახელი სამყაროში დიდი ხნით დარჩება".

წინასწარმეტყველებანი, რომლებმაც სახელი გაუთქვეს ნოსტრადამუსს

1559 წლის 1 ივლისს, ორმაგი ქორწილის დღეს - მეფის ასულის, ელისაბედისა და ნოსტრადამუსის დის, მარგარიტასი, ორივე პატარძლის პატივსაცემად რაინდული ტურნირი გაიმართა. ტურნირის დროს, ჰენრიხ II და გრაფ მონტგომერის შეტაკებისას, ახალგაზრდა გრაფს შუბი გაუტყდა და მეფეს შემთხვევით ხის ნაჭერი მოხვდა თვალში. 10-დღიანი ტანჯვის შემდეგ მეფე ჰენრიხ II გარდაიცვალა.

ხალხმა ამ მოვლენის წინასწარმეტყველება I ცენტურის XXXV კატრენში ამოიკითხა (მიშელ ნოსტრადამუსი. ცენტური 1-3): "ახალგაზრდა ლომი ბებერს დაამარცხებს ბრძოლის ველზე, დუელის დროს, ოქროს გალიაში მას თვალს ამოთხრიან. ორი ფლოტი ერთში გაერთიანდება, შემდეგ ის საშინელი სიკვდილით მოკვდება".

ტროას ეპისკოპოსი, რომელიც იმ დროს პარიზში იმყოფებოდა, ერთ-ერთ წერილში ადასტურებს, რომ მეფე და გრაფი ლომის ფორმებში იყვნენ გამოწყობილი.

ნოსტრადამუსის უკანასკნელი წინასწარმეტყველება

1566 წლის 1 ივლისს ერთგულმა მსახურმა და ბიოგრაფმა ჟაკ შავინიმ ნოსტრადამუსს უთხრა: "ხვალამდე, ოსტატო", "ხვალ, გამთენიისას მე სულს განვუტევებ", -  მიუგო ნოსტრადამუსმა. ეს გახლდათ მისი უკანასკნელი წინასწარმეტყველება, და იგი ასრულდა: ნოსტრადამუსი 1566 წლის 2 ივლისს, გამთენიისას გარდაიცვალა.

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებათა მემკვიდრეობა

ნოსტრადამუსის შემოქმედებითი მემკვიდრეობა 10 ცენტურის (942 კატრენს) ითავსებს, მათ წინასიტყვაობას (წერილები შვილს - სეზარს და მეფე ჰენრიხს), კატრენემს ნუმერაციის გარეშე და 1555 წლიდან მოყოლებულ ყოველწლიურ ალმანახებს.

ყველა თავის წინასწარმეტყველებას ნოსტრადამუსი შიფრავდა: კატრენები 4 ენის ნარევზე იყო დაწერილი, ის არასოდეს უთითებდა ზუსტ თარიღებს, კატრენები არეულია, დროის ქრონოლოგია დაცული არ არის. თუმცა, ნოსტრადამუსის შემოქმედების მკვლევარებმა არაერთი საინტერესო და ზუსტი ისტორიული დამთხვევა აღმოაჩინეს მის წინასწარმეტყველებებში. ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებანი მრავალსაუკუნოვანი დროის მონაკვეთს მოიცავს 3797 წლამდე (ერთ-ერთი ზუსტად მითითებული თარიღი).

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს