პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ხატი არის ჩემი მშობლების ხატი..." - პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ოჯახზე ემოციური ისტორია გაიხსენა
"ეს ხატი არის ჩემი მშობლების ხატი..." - პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ოჯახზე ემოციური ისტორია გაიხსენა

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მრევლს ყო­ველ­თა წმინ­და­თა დღე მი­უ­ლო­ცა. პატ­რი­არ­ქმა საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას იმ ხა­ტის ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა, რო­მე­ლიც მის მშობ­ლებს ეკუთ­ვნო­და.

"დღეს არის ყო­ველ­თა წმინ­და­თა დღე­სას­წა­უ­ლი. ეს არის ზე­ი­მი ცათა და ქვე­ყა­ნი­სა. ყვე­ლა ზე­ი­მობს რო­გორც სა­სუ­ფე­ველ­ში, ისე დე­და­მი­წა­ზე, ამი­ტომ ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი უნდა შე­ე­ვედ­როს ყო­ველ­თა წმინ­და­თა, რათა მშვი­დო­ბა იყოს. თქვენს წი­ნა­შე დას­ვე­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს დი­დე­ბის ხატი. ეს ხატი არის ჩემი მშობ­ლე­ბის ხატი. მე და­ბა­დე­ბუ­ლიც არ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ეს ხატი ჩემს ოჯახ­ში იყო და ყო­ველ დილა-სა­ღა­მოს ჩემი მშობ­ლე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ლო­ცუ­ლობ­დნენ ამ ხა­ტის წი­ნა­შე. რამ­დე­ნი წმინ­და­ნიც არის ხატ­ზე, იმ­დენ მუხლს მო­იყ­რი­და მა­მა­ჩე­მი და შე­ე­ვედ­რე­ბო­და მშვი­დო­ბას და სი­კე­თეს.

ეს ხატი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმი­თაც, რომ მე მყავს გარ­დაც­ვლი­ლი უფ­რო­სი ძმა თე­ი­მუ­რა­ზი. როცა ის ავად იყო და იწვა ლო­გინ­ში, და­მი­ძა­ხა მე და მე­უბ­ნე­ბა, ირაკ­ლი, შე­ხე­დე ვინ მო­ვი­და ჩვენ­თა­ნო. ვინ მეთ­ქი და წმინ­და ნი­ნოო. წმინ­და ნინო გა­მო­ე­ცხა­და მას გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინ. ძმა გა­მო­მე­ცხა­და მე და ვკი­თხე, ლო­ცუ­ლობ ჩემ­თვის მეთ­ქი და მი­თხრა, ვლო­ცუ­ლო­ბო. მაჩ­ვე­ნა ამ ხატ­ზე და თქვა, რომ ეს ხალ­ხი, ეს ეზო, ყვე­ლა ლო­ცუ­ლობ­სო", - აღ­ნიშ­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მან გრი­გო­ლი­ე­ბი­სა და სუ­თი­აშ­ვი­ლის გვა­რე­ბი და ასე­ვე ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და­ლო­ცა, რომ­ლე­ბიც წელს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში აბა­რე­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ეს ხატი არის ჩემი მშობლების ხატი..." - პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ოჯახზე ემოციური ისტორია გაიხსენა

"ეს ხატი არის ჩემი მშობლების ხატი..." - პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ოჯახზე ემოციური ისტორია გაიხსენა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ყოველთა წმინდათა დღე მიულოცა. პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას იმ ხატის ისტორია გაიხსენა, რომელიც მის მშობლებს ეკუთვნოდა.

"დღეს არის ყოველთა წმინდათა დღესასწაული. ეს არის ზეიმი ცათა და ქვეყანისა. ყველა ზეიმობს როგორც სასუფეველში, ისე დედამიწაზე, ამიტომ ყოველი ჩვენგანი უნდა შეევედროს ყოველთა წმინდათა, რათა მშვიდობა იყოს. თქვენს წინაშე დასვენებულია საქართველოს დიდების ხატი. ეს ხატი არის ჩემი მშობლების ხატი. მე დაბადებულიც არ ვიყავი, როდესაც ეს ხატი ჩემს ოჯახში იყო და ყოველ დილა-საღამოს ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ლოცულობდნენ ამ ხატის წინაშე. რამდენი წმინდანიც არის ხატზე, იმდენ მუხლს მოიყრიდა მამაჩემი და შეევედრებოდა მშვიდობას და სიკეთეს.

ეს ხატი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მე მყავს გარდაცვლილი უფროსი ძმა თეიმურაზი. როცა ის ავად იყო და იწვა ლოგინში, დამიძახა მე და მეუბნება, ირაკლი, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო. ვინ მეთქი და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო გამოეცხადა მას გარდაცვალების წინ. ძმა გამომეცხადა მე და ვკითხე, ლოცულობ ჩემთვის მეთქი და მითხრა, ვლოცულობო. მაჩვენა ამ ხატზე და თქვა, რომ ეს ხალხი, ეს ეზო, ყველა ლოცულობსო", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ მან გრიგოლიებისა და სუთიაშვილის გვარები და ასევე ის აბიტურიენტები დალოცა, რომლებიც წელს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"