პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განცხადებას აკეთებს შსს სასულიერო პირთან დაკავშირებულ ინციდენტზე და რატომ იკავებს თავს ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებისგან
რა განცხადებას აკეთებს შსს სასულიერო პირთან დაკავშირებულ ინციდენტზე და რატომ იკავებს თავს ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებისგან

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის აცა­ნის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, 26 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 5 სა­ათ­ზე, ქა­ლაქ ლან­ჩხუთ­ში, ჟორ­და­ნი­ას ქუ­ჩა­ზე, შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით, დიდი სის­წრა­ფით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ა­ჩე­რეს, რო­მელ­საც ალ­კოჰო­ლუ­რი თრო­ბის ქვეშ მყო­ფი სა­სუ­ლი­ე­რო პირი რო­მან კ.მარ­თავ­და".

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირს გა­ნუ­მარ­ტა, რომ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით, მით უფრო, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვა იყო არა მხო­ლოდ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა, არა­მედ, საფრ­თხეს უქ­მნი­და თა­ვად მძღო­ლის, მისი მგზავ­რე­ბი­სა და სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლეს.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რო­მან კ.-ს არა­ერ­თგზის შეს­თა­ვა­ზეს, რომ თა­ვად მი­იყ­ვან­დნენ შინ, რა­საც მისი მხრი­დან აგ­რე­სია მოჰ­ყვა. სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს და არ და­ე­მორ­ჩი­ლა მათ კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რო­მან კ. სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე და 166-ე მუხ­ლე­ბით და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნის დროს, და­კა­ვე­ბულ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა. მას შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. ამ­ჟა­მად სა­სუ­ლი­ე­რო პირი ხელ­წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზეა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და მის მი­მართ სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი გრძელ­დე­ბა.

აქვე გან­ვმარ­ტავთ, რომ არ­სე­ბობს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის სრუ­ლი ვი­დეო-ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სამ­ხრე ვი­დე­ო­კა­მე­რი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­შიც აგ­ზავ­ნის. ამ ეტაპ­ზე ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­გან თავს ვი­კა­ვებთ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა განცხადებას აკეთებს შსს სასულიერო პირთან დაკავშირებულ ინციდენტზე და რატომ იკავებს თავს ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებისგან

რა განცხადებას აკეთებს შსს სასულიერო პირთან დაკავშირებულ ინციდენტზე და რატომ იკავებს თავს ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებისგან

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვართან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 26 ივნისს, დაახლოებით დილის 5 საათზე, ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა "საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომანქანა შეაჩერეს, რომელსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი სასულიერო პირი რომან კ.მართავდა".

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სასულიერო პირს განუმარტა, რომ გადაჭარბებული სიჩქარით, მით უფრო, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იყო არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ, საფრთხეს უქმნიდა თავად მძღოლის, მისი მგზავრებისა და სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს.

"სამართალდამცველებმა რომან კ.-ს არაერთგზის შესთავაზეს, რომ თავად მიიყვანდნენ შინ, რასაც მისი მხრიდან აგრესია მოჰყვა. სასულიერო პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. სამართალდამცველებმა რომან კ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს, დაკავებულმა ავტომანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად სასულიერო პირი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება.

აქვე განვმარტავთ, რომ არსებობს მომხდარი ფაქტის სრული ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერითაა გადაღებული. აღნიშნულ ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოშიც აგზავნის. ამ ეტაპზე ვიდეომასალის გამოქვეყნებისგან თავს ვიკავებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ