პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი საცურაო კოსტიუმი, ბავშვობის მერე არ მცმია..." - "მის დეკოლტეს" გულ-ახდილი ინტერვიუ სკანდალური კონკურსის შემდეგ
"ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი საცურაო კოსტიუმი, ბავშვობის მერე არ მცმია..." - "მის დეკოლტეს" გულ-ახდილი ინტერვიუ სკანდალური კონკურსის შემდეგ

23 ივ­ნისს, თბი­ლის­ში კონ­კურ­სი "მის მკერ­დი 2016" გა­ი­მარ­თა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 18 წლის ნინო გო­გა­ვა გახ­და, 5 ზომა მკერ­დით, "ვიცე მის მკერ­დის" ტი­ტუ­ლი ანა მა­რი­დაშ­ვილს მი­ე­ნი­ჭა, "მის დე­კოლ­ტე" კი ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო ჭე­ლი­ძე გახ­და. თუმ­ცა, კონ­კურსს სკან­და­ლის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. ნინო ჭე­ლი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: "ისე­თი ტი­ტუ­ლი მაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რეს არა­ვის ექ­ნე­ბა. ამა­ზე პა­სუხს მე ვერ გაგ­ცემთ". რო­გორც გა­ირ­კვა, ლენტზე, რო­მე­ლიც გა­მარ­ჯვე­ბულს გა­უ­კე­თეს, "მის დე­კოლ­ტეს" ნაც­ვლად "მისს დე­კო­დტე" ეწე­რა.

კონ­კურ­სის ერთ-ერთ მო­ნა­წი­ლე ნინო ჭე­ლი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით და და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რა­ტომ გდა­წყვი­ტა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა კონ­კურ­სში და რას ფიქ­რობს მის შე­დე­გებ­ზე:

"კონ­კურ­სზე ჩემ­თან ერ­თად ბევ­რმა გა­და­ი­ღო სუ­რა­თი და მერე ერთი ამ­ბა­ვი რომ ატყდა, გად­მო­ვი­ღე ლენ­ტი და მერე ვნა­ხე რომ დე­კოლ­ტეს ნაც­ვლად ეწე­რა დე­კო­დტე. შე­იძ­ლე­ბა ამ შეც­დო­მა­ზე გა­ი­ცი­ნო კი­დეც, მაგ­რამ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი იყო ძა­ლი­ან ბევ­რი და ამა­ზე ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ბო­დი­ში მო­მი­ხა­დეს, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ეს ჯილ­დო­ე­ბი არ უნა­ხავთ, ისი­ნი მთე­ლი დღე მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად იყ­ვნენ და რე­ა­ლუ­რად ამ შეც­დო­მა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ის ფირ­მაა ვი­საც ამ ლენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა და­უკ­ვე­თეს. მგო­ნი, კარ­გი იქ­ნე­ბა, ეს ფირ­მა ბო­დიშს თუ მო­იხ­დის, რად­გან მათი შეც­დო­მის გამო ვი­ლან­ძღე­ბი მე, არა­და მე რა შუ­ა­ში ვარ ვერ ვხდე­ბი.

გა­მომ­დი­ნა­რე მო­თხოვ­ნე­ბი­დან (მაგ: მკერ­დის ზომა), რომ­ლებ­საც სრულ­ყო­ფი­ლად ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი, ვფიქ­რობ­დი რომ რა­ღაც ნო­მი­ნა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად შემ­ხვდე­ბო­და და შემ­ხვდა მე­სა­მე ად­გი­ლი. თუმ­ცა, კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის გამო არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ჩემს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

- კონ­კურ­სის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ვი­ტყვე. კონ­კურ­სის მი­ზა­ნი იყო რომ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ მკერ­დის კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბულ ქა­ლებს (სამ­წუ­ხა­როდ, გარ­კვე­ულ მი­ზეზთ­თა გამო, ეს არ გა­მო­ვი­და) და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გა­ე­ზარ­დათ ანო­რექ­სი­ის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბა, რად­გან ანო­რექ­სია არის ძა­ლი­ან ცუდი და­ა­ვა­დე­ბა და რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა. სამ­წუ­ხა­როდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამის შე­სა­ხებ ცო­ტას სა­უბ­რო­ბენ, დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია ერთი სტან­დარ­ტი, ამით ხდე­ბა ქა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა და ეს არის და­უშ­ვე­ბე­ლი. ხში­რია, რო­დე­საც ვი­ღა­ცას ეუბ­ნე­ბი­ან (ბო­დიშს მო­ვიხ­დი პირ­და­პი­რო­ბი­სათ­ვის) - "რა ძრო­ხა­სა­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბი", ამ ნათ­ქვა­მის გამო გო­გო­ნე­ბი კომ­პლექსდე­ბი­ან, იწყე­ბენ სა­ში­ნელ დი­ე­ტებს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ხში­რად სრულ­დე­ბა ანო­რექ­სი­ით.

სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის გამო გა­დავ­წყვი­ტე და მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თო­რემ მე არც იმ ასაკ­ში ვარ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა და­ვი­წყო და არც იმ პა­რა­მეტ­რებს ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ, რაც სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში ჩარ­თულ ადა­მი­ანს ჭირ­დე­ბა. მე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნა­ხოს, რომ ჩემ­ნა­ი­რი ქა­ლიც მი­სა­ღე­ბია სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის. მე იმ ქა­ლებს მი­ვუ­ძღვე­ნი ჩემი გა­მოს­ვლა ვი­საც წო­ნის გამო დას­ცი­ნი­ან. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ჩა­ვიც­ვი სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მი, ბავ­შვო­ბის მერე არ მცმია, მეტ­საც გე­ტყვით ზღვა­ზე არ დავ­დი­ვარ, სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მიც არ მქონ­და და სპე­ცი­ა­ლუ­რად კონ­კურ­სი­სათ­ვის შე­ვი­ძი­ნე. სხვა­თა­შო­რის, ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ე.წ. "პუტ­კუ­ნე­ბის" კონ­კურ­სე­ბი და ჩემი აზ­რით კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ეს ჩვენ­თა­ნაც ჩა­ტარ­დე­ბა, რად­გან ქა­ლის სი­ლა­მა­ზეს არ აქვს პა­რა­მეტ­რე­ბი, ყვე­ლა ქალი ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. ქა­ლე­ბი თავს მოხ­ვე­უ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბით არ უნდა იყ­ვნენ და­კომ­ლექ­სე­ბუ­ლი

- რო­გო­რი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა?

- რა თქმა უნდა ბევ­რნა­ირ რე­აქ­ცი­ას ვე­ლო­დი. სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, ჩარ­თუ­ლი ვარ სოცქსე­ლებ­ში და ვიცი, ასეთ კონ­კურ­სებს რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე. ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით თით­ქმის ყვე­ლა კო­მენ­ტარს ვკი­თხუ­ლობ და ვინც ამა­ზე ჯან­სა­ღი იუ­მო­რით წერს, მეც ვცდი­ლობ იუ­მო­რით­ვე ვუ­პა­სუ­ხო და იუ­მორ­ზე არც მაქვს აგ­რე­სია, პი­რი­ქით. მაგ: ერ­თმა ადა­მი­ან­მა და­წე­რა - მის ბომ­ბო­რა­აო და ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ხა­ლი­სე ამ კო­მენ­ტარ­ზე. ცხა­დია, ყვე­ლას­თვის მო­სა­წო­ნი და ლა­მა­ზი ვერ ვიქ­ნე­ბი და კრი­ტი­კა­საც ვცდი­ლობ სწო­რად შევ­ხვდე.

- შენი ოჯა­ხის წევ­რებს რა რე­აქ­ცია ჰქონ­დათ შენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე?

- მა­მი­და, რო­მე­ლიც სო­ფელ­ში ცხოვ­რობს თით­ქმის ყო­ველ­დღე მი­რე­კავ­და და ძა­ლი­ან მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. მა­მა­ჩემ­საც რომ ავუხ­სე­ნი, რა მიზ­ნით ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. ჩემი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცე­ბი ყვე­ლა ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო და მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დში მედგნენ.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი საცურაო კოსტიუმი, ბავშვობის მერე არ მცმია..." - "მის დეკოლტეს" გულ-ახდილი ინტერვიუ სკანდალური კონკურსის შემდეგ

"ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი საცურაო კოსტიუმი, ბავშვობის მერე არ მცმია..." - "მის დეკოლტეს" გულ-ახდილი ინტერვიუ სკანდალური კონკურსის შემდეგ

23 ივნისს, თბილისში კონკურსი "მის მკერდი 2016" გაიმართა. გამარჯვებული 18 წლის ნინო გოგავა გახდა, 5 ზომა მკერდით, "ვიცე მის მკერდის" ტიტული ანა მარიდაშვილს მიენიჭა, "მის დეკოლტე" კი ჟურნალისტი ნინო ჭელიძე გახდა. თუმცა, კონკურსს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ნინო ჭელიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: "ისეთი ტიტული მაქვს საქართველოში მეორეს არავის ექნება. ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ". როგორც გაირკვა, ლენტზე, რომელიც გამარჯვებულს გაუკეთეს, "მის დეკოლტეს" ნაცვლად "მისს დეკოდტე" ეწერა.

კონკურსის ერთ-ერთ მონაწილე ნინო ჭელიძეს დავუკავშირდით და დავინტერესდით, თუ რატომ გდაწყვიტა მონაწილეობის მიღება კონკურსში და რას ფიქრობს მის შედეგებზე:

"კონკურსზე ჩემთან ერთად ბევრმა გადაიღო სურათი და მერე ერთი ამბავი რომ ატყდა, გადმოვიღე ლენტი და მერე ვნახე რომ დეკოლტეს ნაცვლად ეწერა დეკოდტე. შეიძლება ამ შეცდომაზე გაიცინო კიდეც, მაგრამ შეურაცხმყოფელი კომენტარები იყო ძალიან ბევრი და ამაზე ძალიან გავბრაზდი. ორგანიზატორებმა ბოდიში მომიხადეს, თუმცა ორგანიზატორებს ეს ჯილდოები არ უნახავთ, ისინი მთელი დღე მონაწილეებთან ერთად იყვნენ და რეალურად ამ შეცდომაზე პასუხისმგებელი ის ფირმაა ვისაც ამ ლენტების დამზადება დაუკვეთეს. მგონი, კარგი იქნება, ეს ფირმა ბოდიშს თუ მოიხდის, რადგან მათი შეცდომის გამო ვილანძღები მე, არადა მე რა შუაში ვარ ვერ ვხდები.

გამომდინარე მოთხოვნებიდან (მაგ: მკერდის ზომა), რომლებსაც სრულყოფილად ვაკმაყოფილებდი, ვფიქრობდი რომ რაღაც ნომინაცია აუცილებლად შემხვდებოდა და შემხვდა მესამე ადგილი. თუმცა, კონკურსში გამარჯვების გამო არ მიმიღია მონაწილეობა, ჩემს მონაწილეობას სოციალური დატვირთვა ჰქონდა.

- რატომ გადაწყვიტე კონკურსში მონაწილეობის მიღება?

- კონკურსის შესახებ ტელევიზიით შევიტყვე. კონკურსის მიზანი იყო რომ დახმარებოდნენ მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალებს (სამწუხაროდ, გარკვეულ მიზეზთთა გამო, ეს არ გამოვიდა) და მოსახლეობაში გაეზარდათ ანორექსიის შესახებ ცნობადობა, რადგან ანორექსია არის ძალიან ცუდი დაავადება და რეალური პრობლემაა. სამწუხაროდ საქართველოში ამის შესახებ ცოტას საუბრობენ, დამკვიდრებულია ერთი სტანდარტი, ამით ხდება ქალების შეფასება და ეს არის დაუშვებელი. ხშირია, როდესაც ვიღაცას ეუბნებიან (ბოდიშს მოვიხდი პირდაპირობისათვის) - "რა ძროხასავით გამოიყურები", ამ ნათქვამის გამო გოგონები კომპლექსდებიან, იწყებენ საშინელ დიეტებს და ეს ყველაფერი ძალიან ხშირად სრულდება ანორექსიით.

სწორედ ამ ყველაფრის გამო გადავწყვიტე და მივიღე მონაწილეობა, თორემ მე არც იმ ასაკში ვარ სამოდელო კარიერა დავიწყო და არც იმ პარამეტრებს ვაკმაყოფილებ, რაც სამოდელო ბიზნესში ჩართულ ადამიანს ჭირდება. მე მონაწილეობა მივიღე რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ ჩემნაირი ქალიც მისაღებია საზოგადოებისათვის. მე იმ ქალებს მივუძღვენი ჩემი გამოსვლა ვისაც წონის გამო დასცინიან. ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი საცურაო კოსტუმი, ბავშვობის მერე არ მცმია, მეტსაც გეტყვით ზღვაზე არ დავდივარ, საცურაო კოსტუმიც არ მქონდა და სპეციალურად კონკურსისათვის შევიძინე. სხვათაშორის, ევროპაში ძალიან პოპულარულია ე.წ. "პუტკუნების" კონკურსები და ჩემი აზრით კარგი იქნება, თუ ეს ჩვენთანაც ჩატარდება, რადგან ქალის სილამაზეს არ აქვს პარამეტრები, ყველა ქალი ძალიან ლამაზია. ქალები თავს მოხვეული სტერეოტიპებით არ უნდა იყვნენ დაკომლექსებული

- როგორი იყო საზოგადოების გამოხმაურება?

- რა თქმა უნდა ბევრნაირ რეაქციას ველოდი. სოციალურად აქტიური ადამიანი ვარ, ჩართული ვარ სოცქსელებში და ვიცი, ასეთ კონკურსებს რა გამოხმაურებაც მოჰყვება ხოლმე. ამ თემასთან დაკავშირებით თითქმის ყველა კომენტარს ვკითხულობ და ვინც ამაზე ჯანსაღი იუმორით წერს, მეც ვცდილობ იუმორითვე ვუპასუხო და იუმორზე არც მაქვს აგრესია, პირიქით. მაგ: ერთმა ადამიანმა დაწერა - მის ბომბორააო და ძალიან ბევრი ვიხალისე ამ კომენტარზე. ცხადია, ყველასთვის მოსაწონი და ლამაზი ვერ ვიქნები და კრიტიკასაც ვცდილობ სწორად შევხვდე.

- შენი ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ შენს გადაწყვეტილებაზე?

- მამიდა, რომელიც სოფელში ცხოვრობს თითქმის ყოველდღე მირეკავდა და ძალიან მგულშემატკივრობდა. მამაჩემსაც რომ ავუხსენი, რა მიზნით ვიღებდი მონაწილეობას, არავითარი პრობლემა არ ჰქონია. ჩემი მეგობარი მამაკაცები ყველა ჩემი გულშემატკივარი იყო და მაქსიმალურად გვერდში მედგნენ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი