მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემთხვევა ლანჩხუთში: სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ პატრულმა სცემა, შსს-ს ცნობით კი, მან თვითდაზიანება მიიყენა
შემთხვევა ლანჩხუთში: სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ პატრულმა სცემა, შსს-ს ცნობით კი, მან თვითდაზიანება მიიყენა

ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აცა­ნის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვა­რი, მამა გაბ­რი­ე­ლი (კა­ხე­ლიშ­ვი­ლი) სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ათამ­დე თა­ნამ­შრო­მელ­მა, დღეს, დი­ლით სცე­მა. ასე გა­ნუ­ცხა­და "რუს­თა­ვი 2"-ის გა­დამ­ღებ ჯგუფს სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა:

"მოვ­დი­ო­დი ქო­ბუ­ლე­თი­დან აცა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ლან­ჩხუთ­ში გა­მა­ჩე­რა სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟ­მა, ვუ­თხა­რი რომ ორი ჭიქა არა­ყი მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე ამის გამო. ერთ ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა მან­ქა­ნა გა­და­ა­ყე­ნეო, მეც მი­ვა­ყე­ნე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლან­ჩხუ­თის ოფის­თან, იქვე, ამ დროს თავს და­მეს­ხა რამ­დე­ნი­მე სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი და ათამ­დე პო­ლი­ცი­ე­ლი, და­მა­დეს ხელ­ბორ­კი­ლე­ბი, გა­და­მიყ­ვა­ნეს მათ მან­ქა­ნა­ში და თით­ქმის მთე­ლი სა­ა­თი უმო­წყა­ლოდ მცემ­დნენ, ვერ ვლა­პა­რა­კობ, პი­რი­დან სის­ხლი მომ­დის, ყვე­ლა მცემ­და" - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას მამა გაბ­რი­ელ­მა.

თუმ­ცა, სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. უწყე­ბა უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, ხოლო კა­ხე­ლიშ­ვილ­მა თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­ჩე­რეს ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და გაბ­რი­ელ კა­ხე­ლიშ­ვი­ლი. პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მას სახ­ლში გა­დაყ­ვა­ნა შეს­თა­ვა­ზეს, რა­საც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მხრი­დან აგ­რე­სია და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მოჰ­ყვა. ამის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლით სა­სუ­ლი­ე­რო პირი გა­და­იყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, გა­დაყ­ვა­ნი­სას კი მან პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა­ში თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ყე­ნა. ამ ყვე­ლაფ­რის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლაც", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, სა­სუ­ლი­ე­რო პირი და­ა­კა­ვეს პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის მუხ­ლით. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის წარ­მო­ე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ შსს-ს მხრი­დან ეც­ნო­ბა სა­პატ­რი­არ­ქო­საც.

უწყე­ბა ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­საც გა­ავ­რცე­ლებს.

ფოტო: გუ­რი­ის მო­ამ­ბე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

შემთხვევა ლანჩხუთში: სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ პატრულმა სცემა, შსს-ს ცნობით კი, მან თვითდაზიანება მიიყენა

შემთხვევა ლანჩხუთში: სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ პატრულმა სცემა, შსს-ს ცნობით კი, მან თვითდაზიანება მიიყენა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გაბრიელი (კახელიშვილი) საპატრულო პოლიციის ათამდე თანამშრომელმა, დღეს, დილით სცემა. ასე განუცხადა "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს სასულიერო პირმა:

"მოვდიოდი ქობულეთიდან აცანის მიმართულებით, ლანჩხუთში გამაჩერა საპატრულო ეკიპაჟმა, ვუთხარი რომ ორი ჭიქა არაყი მქონდა მიღებული და ბოდიში მოვუხადე ამის გამო. ერთ ერთმა თანამშრომელმა მითხრა მანქანა გადააყენეო, მეც მივაყენე "ქართული ოცნების" ლანჩხუთის ოფისთან, იქვე, ამ დროს თავს დამესხა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და ათამდე პოლიციელი, დამადეს ხელბორკილები, გადამიყვანეს მათ მანქანაში და თითქმის მთელი საათი უმოწყალოდ მცემდნენ, ვერ ვლაპარაკობ, პირიდან სისხლი მომდის, ყველა მცემდა" - აღნიშნა საუბრისას მამა გაბრიელმა.

თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პოლიციელებმა ეკლესიის წინამძღვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პატრულის თანამშრომლები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, ხოლო კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა.

იხილეთ ვიდეო

"პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომობილი, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა გაბრიელ კახელიშვილი. პატრულის თანამშრომლებმა მას სახლში გადაყვანა შესთავაზეს, რასაც სასულიერო პირის მხრიდან აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ამის შემდეგ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით სასულიერო პირი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, გადაყვანისას კი მან პოლიციის მანქანაში თვითდაზიანებები მიიყენა. ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალაც", - აცხადებენ შსს-ში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, სასულიერო პირი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. ამჟამად მიმდინარეობს საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით. მომხდარის შესახებ შსს-ს მხრიდან ეცნობა საპატრიარქოსაც.

უწყება ფაქტთან დაკავშირებით დღის განმავლობაში ოფიციალურ განცხადებასაც გაავრცელებს.

ფოტო: გურიის მოამბე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ