პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი... ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა ბავშვი" - თბილისში ბავშვთა კლინიკაში მომხდარ გაუგონარ ფაქტზე ფეისბუქ-მომხმარებელი წერს
"ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი... ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა ბავშვი" - თბილისში ბავშვთა კლინიკაში მომხდარ გაუგონარ ფაქტზე ფეისბუქ-მომხმარებელი წერს

ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი მაგ­და კა­ლან­და­ძე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის შე­სა­ხებ შე­მაძ­რწუ­ნე­ბელ პოსტს წერს ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. აი, რას წერს პოს­ტში კა­ლან­და­ძე:

"ალ­ბათ ბო­დი­ში უნდა მო­ვი­ხა­დო იმის გამო, რომ რა­საც ახლა აქ ვწერ, აქამ­დე ვერ დავ­წე­რე - მე­გობ­რებს ვუყ­ვე­ბო­დი პე­რი­ო­დუ­ლად, ვპირ­დე­ბო­დი, რომ სა­ჯა­როდ დავ­წერ­დი და ვერ ვქე­ნი. ბო­დი­ში.

მე­გო­ნა, მეტ­საც შევ­ძლებ­დი, ვიდ­რე ფე­ის­ბუ­ქის პოს­ტია, მაგ­რამ რა­ხან ჩემი ლიზა ცო­ცხა­ლი და­ვიბ­რუ­ნე სახ­ლში (და არა ჯან­მრთე­ლი), სხვა ვე­ღა­რა­ფერ­ზე ფიქ­რი ვერ შევ­ძე­ლი. ჰო, ლი­ზას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნის ამ­ბავ­ზეა ეს პოს­ტი.

ბავ­შვთა ახალ კლი­ნი­კა­ში იწვა ლიზა, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით, პლევ­რი­ტით და სი­თხით ფილ­ტვში. დრე­ნი­რე­ბა არ დას­ჭირ­და, და­ე­მორ­ჩი­ლა ან­ტი­ბი­ო­ტიკს.

ახლა და­ნარ­ჩე­ნი.

1) პირ­ვე­ლი­ვე დღეს ექთ­ნე­ბი ხმა­დაბ­ლა სა­უბ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთ­ში - ვი­ღაც ექთ­ნის ამ­ბავს ჰყვე­ბოდ­ნენ, გუ­შინ რომ გა­უშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან და ეს რო­გორ და­ე­მარ­თა. მერე ამ­ბობ­დნენ, რომ ეს ნე­ბის­მი­ერს შე­იძ­ლე­ბა, და­ე­მარ­თოს. ზოგი ამ­ბობ­და, რომ ეგ­რეც არ არის. ეს ვერ და­გე­მარ­თე­ბა. მე­ო­რე დღეს სხვა მო­რი­გე ექთ­ნებ­მა რომ გა­აგ­რძე­ლეს იგი­ვე სა­უ­ბა­რი, ვკი­თხე, დიდი ბო­დი­ში, მაგ­რამ მეს­მის ყვე­ლა­ფე­რი, და უნდა ვი­ცო­დე, რა შე­ე­შა­ლა ასე­თი ექთანს-მეთ­ქი. უი, მოგ­ვკლავს ექი­მი, რომ გა­ი­გოს, გი­თხა­რი­თო. მეთ­ქი, დამ­შვიდ­დი. თქვი.... თურ­მე ექთანს მთა­ვარ სის­ხლძარ­ღვში წამ­ლის მა­გი­ერ კვე­ბა გა­უშ­ვია (კვე­ბა, ანუ, მაგ. "ჰუ­მა­ნა"). ბავ­შვს რა მო­უ­ვი­და-მეთ­ქი. არ მომ­კვდა­რა, მძი­მე­და­აო.

მშობ­ლებ­მა ცო­ცხა­ლი რა­ტომ და­ტო­ვეს ან ექთა­ნი, ან ვინ­მე ამ გა­და­ხუ­რულ­ში-მეთ­ქი. მშობ­ლებს არ გა­უ­გი­ათ ეს ამ­ბა­ვი, ექთა­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვეს და ბავ­შის მდგო­მა­რე­ო­ბა ისეც მძი­მე იყო, უთხრეს, რომ დამ­ძიმ­დაო. ...მე­ო­რე დღეს სხვა ცვლას ვკი­თხე, ის ბავ­შვი რო­გო­რაა-მეთ­ქი. შეცბ­ნენ. უი, იმ ბავ­შვს სამ­ბა­ლი­ა­ნი კომა ჰქონ­და ისე­დაც, იმის გაღ­ვი­ძე­ბას არც არა­ვინ ელო­დე­ბაო, მშობ­ლე­ბი წე­ლი­წად­ში ერთხელ აკი­თხა­ვე­ნო. მეთ­ქი, რამ­დე­ნი წლი­საა (უკვე აღარ მჯე­რა). პა­ტა­რაა ძა­ლი­ან, თვე­ე­ბი­სო.

მოვ­კე­ტე. დამ­თავ­რდა ეს ამ­ბა­ვი. არა­ვინ იცის, ის ბავ­შვი ცო­ცხა­ლია თუ არა.

2) მო­სა­წე­ვად ჩა­ვე­დი. ახალ­გაზ­რდა, მა­ღა­ლი ბიჭი იყო აყუ­დე­ბულ­ლი კე­დელს, გარ­შე­მო ჩემ­ნა­ი­რი, ჩვენ­ნა­ი­რი მე­გობ­რე­ბი, ტა­ტუ­ე­ბი­ა­ნი, პირ­სინ­გე­ბი­ა­ნი ტი­პე­ბი ეხ­ვია, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ე­ბი, ტი­რო­და ეს ბიჭი, ჩუ­მად, ტი­რო­და ყვე­ლა, ჩუ­მად. ტე­ლე­ფონ­მა და­უ­რე­კა. შვი­ლი მო­მიკ­ვდაო. გა­მახ­სენ­და - დი­ლით, დათო რომ შევ­ცვა­ლე, და­თომ მი­თხრა, ამ დი­ლას გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა 2 თვის ბავ­შვი, პა­ლა­ტი­დან უცებ გა­და­იყ­ვა­ნეს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და არა­ვინ ვი­ცით, რა მოხ­დაო. მეთ­ქი, ესაა. ავე­დი ზე­მოთ.

ავე­დი და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში დე­დის კი­ვი­ლი გა­ის­მა (ლი­ზამ ამ დროს გა­ი­გო, რომ თურ­მე ბავ­შვე­ბიც იღუ­პე­ბი­ან - რა მეთ­ქვა. შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო მერე, არ ეგო­ნა, რომ ავად­მყო­ფო­ბამ ბავ­შვი შე­იძ­ლე­ბა, მოკ­ლას).

...დე­რე­ფან­ში გავცვივ­დით (კი­ვი­ლი არ ჩა­ცხრა, ერ­თმა­ნეთს ემა­ტე­ბო­და ხმე­ბი, ავ­დე­ქით და გავცვივ­დით ყვე­ლა, ფან­ჯა­რას მი­ვას­კდით). ამ­ბავს მოჰ­ყვნენ: რა­ღაც ვირუ­სით მო­იყ­ვა­ნეს ბავ­შვი, პა­ლა­ტა­ში იწვა დე­დას­თან ერ­თად, ვერ ჭამ­და თა­ვი­სით, ზონ­დი ჩა­უდ­გეს... და აღ­მოჩ­ნდა, რომ ექთანს არას­წო­რად ჩა­უდ­გამს ზონ­დი, ღა­მით საკ­ვე­ბი რომ მის­ცეს, ჩა­ეღ­ვა­რა ბავ­შვს, დე­დას ეძი­ნა და ვე­რა­ვინ მიხ­ვდა, რომ იხ­რჩო­ბო­და. დი­ლით რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ვე­ღა­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს. რო­გორ ჩა­ე­ძი­ნაო - დე­და­ზე ამ­ბობ­დნენ და ამას მო­ა­ყო­ლეს, ექთ­ნე­ბიც იქვე იყ­ვნენ.

3) გა­მო­წე­რის დღეს. დათო მიყ­ვე­ბა: თითი მო­აჭ­რა ექთან­მა თვის ბავ­შვს. კა­თე­ტერს ხსნი­და ხე­ლი­დან, მაკ­რატ­ლით ლე­ი­კოპ­ლას­ტირს უჭ­რი­და და თითი მი­ა­ყო­ლა. თითი მი­ა­კე­რეს, სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს ქი­რურ­გი­ულ­ში, მხო­ლოდ ფრჩხი­ლი აღარ გა­ეზ­რდე­ბაო.

პ.ს. სხვა უფრო "რბილ" შემ­თხვე­ვებს აღარ ვყვე­ბი.

პ.ს.ს. ლიზა სახ­ლში ენ­ტე­რო­ვირუ­სით წა­მო­ვიყ­ვა­ნე, რო­მე­ლიც მერე ყვე­ლას გა­დაგ­ვე­დო და 2-3 დღე სა­თი­თა­ოდ ყვე­ლამ სი­ცხე­ებ­სა და რწყე­ვა­ში გა­ვა­ტა­რეთ" - წერს მაგ­და კა­ლან­და­ძე პოს­ტში.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რას პა­სუ­ხობს კლი­ნი­კა ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბელს, რო­მელ­მაც ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მომ­ხდა­რი გა­უ­გო­ნა­რი ფაქ­ტი გა­ახ­მა­უ­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი... ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა ბავშვი" - თბილისში ბავშვთა კლინიკაში მომხდარ გაუგონარ ფაქტზე ფეისბუქ-მომხმარებელი წერს

"ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი... ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა ბავშვი" - თბილისში ბავშვთა კლინიკაში მომხდარ გაუგონარ ფაქტზე ფეისბუქ-მომხმარებელი წერს

ფეისბუქ-მომხმარებელი მაგდა კალანდაძე სამედიცინო პერსონალის შესახებ შემაძრწუნებელ პოსტს წერს ფეისბუქის პირად გვერდზე, რომელმაც სოციალურ ქსელში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. აი, რას წერს პოსტში კალანდაძე:

"ალბათ ბოდიში უნდა მოვიხადო იმის გამო, რომ რასაც ახლა აქ ვწერ, აქამდე ვერ დავწერე - მეგობრებს ვუყვებოდი პერიოდულად, ვპირდებოდი, რომ საჯაროდ დავწერდი და ვერ ვქენი. ბოდიში.

მეგონა, მეტსაც შევძლებდი, ვიდრე ფეისბუქის პოსტია, მაგრამ რახან ჩემი ლიზა ცოცხალი დავიბრუნე სახლში (და არა ჯანმრთელი), სხვა ვეღარაფერზე ფიქრი ვერ შევძელი. ჰო, ლიზას საავადმყოფოში ყოფნის ამბავზეა ეს პოსტი.

ბავშვთა ახალ კლინიკაში იწვა ლიზა, ფილტვების ანთებით, პლევრიტით და სითხით ფილტვში. დრენირება არ დასჭირდა, დაემორჩილა ანტიბიოტიკს.

ახლა დანარჩენი.

1) პირველივე დღეს ექთნები ხმადაბლა საუბრობდნენ ერთმანეთში - ვიღაც ექთნის ამბავს ჰყვებოდნენ, გუშინ რომ გაუშვეს სამსახურიდან და ეს როგორ დაემართა. მერე ამბობდნენ, რომ ეს ნებისმიერს შეიძლება, დაემართოს. ზოგი ამბობდა, რომ ეგრეც არ არის. ეს ვერ დაგემართება. მეორე დღეს სხვა მორიგე ექთნებმა რომ გააგრძელეს იგივე საუბარი, ვკითხე, დიდი ბოდიში, მაგრამ მესმის ყველაფერი, და უნდა ვიცოდე, რა შეეშალა ასეთი ექთანს-მეთქი. უი, მოგვკლავს ექიმი, რომ გაიგოს, გითხარითო. მეთქი, დამშვიდდი. თქვი.... თურმე ექთანს მთავარ სისხლძარღვში წამლის მაგიერ კვება გაუშვია (კვება, ანუ, მაგ. "ჰუმანა"). ბავშვს რა მოუვიდა-მეთქი. არ მომკვდარა, მძიმედააო.

მშობლებმა ცოცხალი რატომ დატოვეს ან ექთანი, ან ვინმე ამ გადახურულში-მეთქი. მშობლებს არ გაუგიათ ეს ამბავი, ექთანი სამსახურიდან გაუშვეს და ბავშის მდგომარეობა ისეც მძიმე იყო, უთხრეს, რომ დამძიმდაო. ...მეორე დღეს სხვა ცვლას ვკითხე, ის ბავშვი როგორაა-მეთქი. შეცბნენ. უი, იმ ბავშვს სამბალიანი კომა ჰქონდა ისედაც, იმის გაღვიძებას არც არავინ ელოდებაო, მშობლები წელიწადში ერთხელ აკითხავენო. მეთქი, რამდენი წლისაა (უკვე აღარ მჯერა). პატარაა ძალიან, თვეებისო.

მოვკეტე. დამთავრდა ეს ამბავი. არავინ იცის, ის ბავშვი ცოცხალია თუ არა.

2) მოსაწევად ჩავედი. ახალგაზრდა, მაღალი ბიჭი იყო აყუდებულლი კედელს, გარშემო ჩემნაირი, ჩვენნაირი მეგობრები, ტატუებიანი, პირსინგებიანი ტიპები ეხვია, ახალგაზრდა გოგოები, ტიროდა ეს ბიჭი, ჩუმად, ტიროდა ყველა, ჩუმად. ტელეფონმა დაურეკა. შვილი მომიკვდაო. გამახსენდა - დილით, დათო რომ შევცვალე, დათომ მითხრა, ამ დილას გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 2 თვის ბავშვი, პალატიდან უცებ გადაიყვანეს რეანიმაციაში და არავინ ვიცით, რა მოხდაო. მეთქი, ესაა. ავედი ზემოთ.

ავედი და ნახევარ საათში დედის კივილი გაისმა (ლიზამ ამ დროს გაიგო, რომ თურმე ბავშვებიც იღუპებიან - რა მეთქვა. შეშინებული იყო მერე, არ ეგონა, რომ ავადმყოფობამ ბავშვი შეიძლება, მოკლას).

...დერეფანში გავცვივდით (კივილი არ ჩაცხრა, ერთმანეთს ემატებოდა ხმები, ავდექით და გავცვივდით ყველა, ფანჯარას მივასკდით). ამბავს მოჰყვნენ: რაღაც ვირუსით მოიყვანეს ბავშვი, პალატაში იწვა დედასთან ერთად, ვერ ჭამდა თავისით, ზონდი ჩაუდგეს... და აღმოჩნდა, რომ ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი, ღამით საკვები რომ მისცეს, ჩაეღვარა ბავშვს, დედას ეძინა და ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა. დილით რეანიმაციაში ვეღარაფერი უშველეს. როგორ ჩაეძინაო - დედაზე ამბობდნენ და ამას მოაყოლეს, ექთნებიც იქვე იყვნენ.

3) გამოწერის დღეს. დათო მიყვება: თითი მოაჭრა ექთანმა თვის ბავშვს. კათეტერს ხსნიდა ხელიდან, მაკრატლით ლეიკოპლასტირს უჭრიდა და თითი მიაყოლა. თითი მიაკერეს, სასწრაფოდ გადაიყვანეს ქირურგიულში, მხოლოდ ფრჩხილი აღარ გაეზრდებაო.

პ.ს. სხვა უფრო "რბილ" შემთხვევებს აღარ ვყვები.

პ.ს.ს. ლიზა სახლში ენტეროვირუსით წამოვიყვანე, რომელიც მერე ყველას გადაგვედო და 2-3 დღე სათითაოდ ყველამ სიცხეებსა და რწყევაში გავატარეთ" - წერს მაგდა კალანდაძე პოსტში.

ასევე წაიკითხეთ: რას პასუხობს კლინიკა ფეისბუქ-მომხმარებელს, რომელმაც ბავშვთა საავადმყოფოში მომხდარი გაუგონარი ფაქტი გაახმაურა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს