პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობდა, რომ ვიღაცეებს ტესტავდა... თავდასხმის მოლოდინი ჰქონდა" - ყველა საეჭვო გარემოება, რის გამოც ოჯახი ფიქრობს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს
"ამბობდა, რომ ვიღაცეებს ტესტავდა... თავდასხმის მოლოდინი ჰქონდა" - ყველა საეჭვო გარემოება, რის გამოც ოჯახი ფიქრობს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს

თით­ქმის ორ წლი­ა­ნი ძი­ე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ძი­ე­ბა შე­წყვი­ტა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე და­ად­გი­ნა, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე არა­ვის მი­უყ­ვა­ნია და არა­ვის არ მო­უკ­ლავს, მან თავი მო­იკ­ლა. ამ ვერ­სი­ის გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს არ სჯე­რა. Ambebi.ge-ს გარ­დაც­ვლი­ლის ძმამ ზურა კიწ­მა­რიშ­ვილ­მა ყვე­ლა იმ სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა­ზე ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც მათი თქმით, ამ­ტკი­ცებს, რომ "საქ­მე გვაქვს და­ნა­შა­ულ­თან".

- თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დით, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სია არას­წო­რი იყო. ვცდი­ლობ­დით ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გვე­პო­ვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს ვერ­სი­ას და­ამ­ტკი­ცებ­და. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტერნ­სი­უ­რად მოქ­მე­დებ­და პირ­ვე­ლი ვერ­სი­ის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად. უამ­რა­ვი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ი­კი­თხა, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბის ქმე­დე­ბე­ბი იყო ძი­რი­თა­დად ვა­ლე­ბის და იმ ფაქ­ტის გარ­შე­მო, რომ იქ და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი არ იყო. გა­მო­ძი­ე­ბა ნაკ­ლებ ინ­ტე­რესს იჩენ­და იმ ფაქ­ტე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც მათ ვერ­სი­ას სა­ეჭ­ვოს ხდი­და. ყველ­გან არის სა­კა­მა­თო გა­მო­ძი­ე­ბას­თან, უამ­რა­ვი ნი­უ­ან­სია. შეგ­ვიძ­ლია დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­როთ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. პირ­ვე­ლი წუ­თი­დან არ გვჯე­რო­და ამ ვერ­სი­ის, რად­გან ვიც­ნობ­დით ამ ადა­მი­ანს, ვი­ცო­დით მისი იმ დრო­ინ­დე­ლი გეგ­მე­ბი­სა და აქ­ტი­უ­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი მი­უ­თი­თებ­და, რომ იქ იყო უც­ნა­უ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ეჭვქვეშ აყე­ნებ­და თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას. ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ავ­ტო­მო­ბილ­ში, რა­საც ახნა ვერ მო­ვუ­ძებ­ნეთ, თუნ­დაც ჩა­მო­წე­უ­ლი სამ­ზე­უ­რი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი აზ­რით, ჩა­მო­წე­უ­ლი იქნა იმის გამო, რომ სუს­ტი გა­ნა­თე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სახე და­ე­მა­ლათ. ფან­ჯრე­ბი იყო ჩა­მო­წე­უ­ლი, რისი სა­ჭი­რო­ე­ბაც გა­ურ­კვე­ვე­ლია. გარ­დაც­ვლილს ეცვა კოს­ტი­უ­მი, გა­და­ჭე­რი­ლი ჰქონ­და ღვე­დი... ბევ­რი სა­ეჭ­ვო ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და. ად­გილ­ზე ამ­ღე­ბუ­ლი იქნა მას­რა და ყუთი რო­მელ­შიც 50 ტყვია იდო ყიდ­ვის მო­მენ­ტში. შემ­დგომ­ში და­დას­ტურ­და, რომ იქი­დან 1 ტყვია და­კარ­გუ­ლი იყო. გა­მო­ძი­ე­ბამ არ იცის ეს ტყვია, სად შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ქრა­ლი­ყო. ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა, რომლმაც თით­ქოს და­ა­დას­ტუ­რა, რომ მან­ქა­ნა­ში ერო­სის გარ­და არა­ვინ იჯდა და რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რამ მთა­ვარ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნა, არის უსაგ­ნო. თა­ვი­სუ­ფალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ ვინ­მე პი­რის ყოფ­ნა გა­მო­რი­ცხუ­ლი არ იყო.

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის პი­რა­დი კომ­პი­უ­ტე­რი

- მისი პი­რა­დი კომ­პი­უ­ტე­რი ამო­ღე­ბუ­ლი იქნა 21-22 ივ­ლისს, ანუ ერო­სის დაკ­რძალ­ვის მე­ო­რე დღეს. მა­შინ პა­ნაშ­ვი­დის დღე­ებ­ში ვთხო­ვეთ გა­მო­ძი­ე­ბას, არ მო­ეხ­დი­ნა ამო­ღე­ბის პრო­ცე­სი. ავი­ღეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომ ეს ნივ­თე­ბი და­ცულ ოთახ­ში იქ­ნე­ბო­და. 2015 წლის იან­ვარ­ში გა­და­წყდა, რომ უნდა მოგ­ვეხ­დი­ნა შე­მოწ­მე­ბა, უნდა გაგ­ვე­ტე­ხა მისი პი­რა­დი ექა­უნ­თი და ინ­ფორ­მა­ცია გვე­ნა­ხა. რო­დე­საც და­ვი­წყეთ ეს პრო­ცე­სი, აღოჩ­ნდა, რომ მისი ექა­უნ­თი უკვე გა­ტე­ხი­ლი იყო. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა ამ პი­რის ვი­ნა­ო­ბა, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა, თუმ­ცა მის შე­სა­ხებ ჩვენ ძა­ლი­ან მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და. გვი­თხრეს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი იყო ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, ტი­პი­უ­რი ჰა­კე­რი, რო­მე­ლიც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მო­ტი­ვით ახ­დენ­და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში შეღ­წე­ვას. თუმ­ცა არის ერთი სა­ეჭ­ვო დამ­თხვე­ვა - გა­მო­ძი­ე­ბა 3 იან­ვარს გა­ვაფრ­თხი­ლეთ, რომ კომ­პი­უ­ტე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო, 8-ში ერო­სის პი­რა­დი ექა­უნ­თი გა­ტე­ხეს. სა­ინ­ტე­რე­სოა დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლის ჩვე­ნე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი ამ­ბობ­და, რომ შემ­თხვე­ვის დღეს შე­ნო­ბის გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და, რად­გან არ ჰქონ­და კონ­დინ­ცი­ო­ნე­რი. (იმ დღეს ძა­ლი­ან ცხე­ლო­და). ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში გა­მოჩ­ნდა, რომ ერო­სის სარ­დაფ­ში ჩას­ვლის დროს ეს ადა­მი­ა­ნი შე­სუ­ლია სა­მო­რი­გეო ოთახ­ში. გა­მომ­ძი­ებლბებს მო­ვახ­სე­ნეთ, რომ ეს სა­ეჭ­ვოდ გვეჩ­ვე­ნა, თუმ­ცა თქვეს, რომ ამ ადა­მი­ა­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ გა­აჩ­ნდათ.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პი­უ­ტე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, ვნა­ხეთ, რომ სკა­იპ­ში ერთი კვი­რით ადრე ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობ­და, არც "ფე­ის­ბუქ­ზე". ანუ ბოლო ერთი კვი­რა არა­ფე­რი აღარ იყო შე­ნა­ხუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში თქვეს, რომ მათ თით­ქო იპო­ვეს მე­სი­ჯი, სა­დაც ერო­სი მე­გო­ბარს მისი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ წერ­და. უც­ნა­უ­რად გვეჩ­ვე­ნა ეს სი­ახ­ლე, რად­გან ასე­თი მე­სი­ჯი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის მო­მენ­ტში არ გვი­ნა­ხავს და დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ჩვენ ერ­თად ვახ­დენ­დით.

ავ­ტო­მო­ბი­ლის მდე­ბა­რე­ო­ბა

- სა­ეჭ­ვო იყო ასე­ვე მან­ქა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩვე­ნი რწმე­ნით ავ­ტო­მო­ბი­ლი სხვა ად­გი­ლას იდგა, რო­დე­საც სა­სიკ­ვდი­ლო გას­რო­ლა მოხ­და. მან­ქა­ნის მარ­ცხე­ნა მხა­რეს წინა და უკა­ნა მი­ნე­ბი ბო­ლომ­დე ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლია და სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოხ­და გას­რუ­ლა ანუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გავ­რცელ­და სის­ხლის წვე­თე­ბი და ნა­წი­ლა­კე­ბი. მის მიმ­დე­ბა­რედ ეფექ­ტუ­რი ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მო­ვახ­დი­ნეთ დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და იქ ასე­თი ნა­წი­ლა­კე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ან სა­ერ­თოდ არ გავ­რცელ­და სის­ხლი, რაც გა­მო­რი­ცხუ­ლია, ან მან­ქა­ნა იდგა სხვა ად­გი­ლას.

ია­რა­ღის სას­ხლეტ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ორი დნმ-ის კვა­ლი

- ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი, რომ­ლი­თაც ჩვენ და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებ­ზე ვა­პე­ლი­რებ­დით. ია­რა­ღის სას­ხლეტ­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ ერო­სის და უცხო პი­რის დნმ-ი იყო. გა­მო­ძი­ე­ბამ მი­მარ­თთა ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ამო­ღე­ბუ­ლი იქნა დნმ-ის ნი­მუ­შე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვი­საც შე­იძ­ლე­ბა ია­რაღ­თან შე­ხე­ბა ჰქო­ნო­დათ, ესე­ნი იყ­ვნენ მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კრი­მი­ნა­ლის­ტებს ად­გილ­ზე დახ­ვდნენ, მა­ღა­ზია "დი­ა­ნას" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი, ვინც სა­ზღვარ­ზე შე­მო­ტა­ნის დროს ია­რა­ღი ჩა­ი­ბა­რეს. არც ერთი მათ­გა­ნის დნმ-ს ეს დნმ-ი არ და­ემ­თხვა. ის დარ­ჩა უცხო პი­რის დნმ-ად.

ჩე­ჩე­ნი გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კა­ცი

- ეს ადა­მი­ა­ნი ისე­თი ყუ­რა­დღე­ბის მიმ­ქცე­ვი იყო, რომ ვი­ფიქ­რეთ, კარ­გი იქ­ნე­ბო­და მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ის არ იყო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და უშუ­ა­ლოდ გას­რო­ლის მო­მენ­ტში იქ არ იმ­ყო­ფე­ბო­და, მაგ­რამ თუ იქ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და, ერთი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამ­დე გა­სუ­ლი­ყო ტე­რი­ტო­რი­ი­დან. გა­მო­ძი­ე­ბამ ვერ გა­არ­კვია ვინ იყო ეს ადა­მი­ა­ნი. შემ­დეგ ჩვენ ამ პი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბა გავ­ლილ ადა­მი­ა­ნებს ვაჩ­ვე­ნეთ. მათ თქვეს რომ ეს დიდი ალ­ბა­თო­ბით სპეც­რაზ­მე­ლია. ის ადა­მი­ა­ნი ვერ­საც ვი­პო­ვეთ არა­თუ ჩვენ, არა­მედ გა­მომ­ძე­ი­ებ­ლებ­მაც. სა­ეჭ­ვოდ რჩე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი

- იმ პე­რი­ოდ­ში სარ­თი­ჭა­ლა­ში ვი­ყა­ვი გა­და­სუ­ლი ოჯა­ხით. პი­რა­დი შე­ხე­ბა მას­თან არ მქონ­და. ბო­ლოს ახ­ლობ­ლის გას­ვე­ნე­ბა­ში შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, ბევრ სა­კი­თხზე ვი­სა­უბ­რეთ, მათ შო­რის მიმ­დი­ნა­რე ვალ­ზე. თქვა, რომ არა­ნა­ი­რი დრა­მა­ტიზ­მი ამა­ში არ ყო­ფი­ლა და "არის ამის წყა­რო და გა­და­ვიხ­დი მა­ლეო". ბევრ ადა­მი­ან­თან სა­უბ­რობ­და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე, არ­ცერთ მათ­გან­თან არ გა­მო­უვ­ლე­ნია უი­მე­დო­ბი­სა თუ ღრმა დეპ­რე­სი­ის გან­ცდა. რაც შე­ე­ხე­ბა ია­რა­ღის ყიდ­ვის ფაქტს - 8 ივ­ლისს ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვის დაკ­რძალ­ვა­ზე იყო და მე­გო­ბარ­თან სა­უბ­რობ­და, რომ მას სჭირ­დე­ბო­და ია­რა­ღი და ტყვი­ე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერს ვუ­კავ­ში­რებ იმ საქ­მე­ებს, რა­საც ის მა­შინ აწარ­მო­ებ­და და გეგ­მავ­და. ამ­ბობ­და, რომ ვი­ღაც პი­როვ­ნე­ბებს ტეს­ტავ­და და მათი მხრი­დან რე­აქ­ცი­ას ელო­დე­ბო­და. ამის იქით რა იყო არ ვიცი. ვვა­რა­უ­დობ, რომ შე­საძ­ლოა, მას ძა­ლა­დო­ბი­სა და თავ­დას­ხმის მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი დღით ადრე ესა­უბ­რა შვილ­საც, რო­მე­ლიც იმ დროს ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და და ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ეკი­თხე­ბო­და. ერო­სი დე­ტა­ლუ­რად უხ­სნი­და, რა და რო­გორ სჯო­ბია. ძა­ლი­ან მშვი­დად, ზედ­მე­ტი სენ­ტი­მენ­ტე­ბის გა­რე­შე.

ნინო და­თაშ­ვი­ლი

Ambebi.ge

იხი­ლეთ ვი­დეო: "ვი­ღა­ცე­ებს ტეს­ტავ­და, ძა­ლა­დო­ბის მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და" - ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ძმა ახალ სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­უბ­რობ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ამბობდა, რომ ვიღაცეებს ტესტავდა... თავდასხმის მოლოდინი ჰქონდა" - ყველა საეჭვო გარემოება, რის გამოც ოჯახი ფიქრობს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს

"ამბობდა, რომ ვიღაცეებს ტესტავდა... თავდასხმის მოლოდინი ჰქონდა" - ყველა საეჭვო გარემოება, რის გამოც ოჯახი ფიქრობს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს

თითქმის ორ წლიანი ძიების შემდეგ პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე ძიება შეწყვიტა. საგამოძიებო უწყებამ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა. ამ ვერსიის გარდაცვლილის ოჯახს არ სჯერა. Ambebi.ge-ს გარდაცვლილის ძმამ ზურა კიწმარიშვილმა ყველა იმ საეჭვო გარემოებაზე ესაუბრა, რომელიც მათი თქმით, ამტკიცებს, რომ "საქმე გვაქვს დანაშაულთან".

- თავიდანვე ვიცოდით, რომ პროკურატურის ვერსია არასწორი იყო. ვცდილობდით ორი წლის განმავლობაში გამოძიებასთან თანამშრომლობით გვეპოვა მტკიცებულებები, რომელიც ჩვენს ვერსიას დაამტკიცებდა. ეს ძალიან რთული იყო, რადგან გამოძიება ინტერნსიურად მოქმედებდა პირველი ვერსიის დამამტკიცებელი ინფორმაციის მოსაპოვებლად. უამრავი ექსპერტიზა ჩატარდა, უამრავი ადამიანი დაიკითხა, მაგრამ გამოძიების ქმედებები იყო ძირითადად ვალების და იმ ფაქტის გარშემო, რომ იქ დანაშაულის კვალი არ იყო. გამოძიება ნაკლებ ინტერესს იჩენდა იმ ფაქტების მიმართ, რომელიც მათ ვერსიას საეჭვოს ხდიდა. ყველგან არის საკამათო გამოძიებასთან, უამრავი ნიუანსია. შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. პირველი წუთიდან არ გვჯეროდა ამ ვერსიის, რადგან ვიცნობდით ამ ადამიანს, ვიცოდით მისი იმ დროინდელი გეგმებისა და აქტიუროებების შესახებ.

შემთხვევის ადგილი მიუთითებდა, რომ იქ იყო უცნაური გარემოებები, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა თვითმკვლელობის ვერსიას. ისეთი მდგომარეობა იყო ავტომობილში, რასაც ახნა ვერ მოვუძებნეთ, თუნდაც ჩამოწეული სამზეური, რომელიც ჩვენი აზრით, ჩამოწეული იქნა იმის გამო, რომ სუსტი განათების პირობებში გასისხლიანებული ადამიანის სახე დაემალათ. ფანჯრები იყო ჩამოწეული, რისი საჭიროებაც გაურკვეველია. გარდაცვლილს ეცვა კოსტიუმი, გადაჭერილი ჰქონდა ღვედი... ბევრი საეჭვო ფაქტი დაფიქსირდა. ადგილზე ამღებული იქნა მასრა და ყუთი რომელშიც 50 ტყვია იდო ყიდვის მომენტში. შემდგომში დადასტურდა, რომ იქიდან 1 ტყვია დაკარგული იყო. გამოძიებამ არ იცის ეს ტყვია, სად შეიძლებოდა გამქრალიყო. ის გარემოება, რომ ჩატარდა ექსპერტიზა, რომლმაც თითქოს დაადასტურა, რომ მანქანაში ეროსის გარდა არავინ იჯდა და რომელიც პროკურატურამ მთავარ მტკიცებულებად გამოიყენა, არის უსაგნო. თავისუფალ მდგომარეობაში იქ ვინმე პირის ყოფნა გამორიცხული არ იყო.

ეროსი კიწმარიშვილის პირადი კომპიუტერი

- მისი პირადი კომპიუტერი ამოღებული იქნა 21-22 ივლისს, ანუ ეროსის დაკრძალვის მეორე დღეს. მაშინ პანაშვიდის დღეებში ვთხოვეთ გამოძიებას, არ მოეხდინა ამოღების პროცესი. ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ეს ნივთები დაცულ ოთახში იქნებოდა. 2015 წლის იანვარში გადაწყდა, რომ უნდა მოგვეხდინა შემოწმება, უნდა გაგვეტეხა მისი პირადი ექაუნთი და ინფორმაცია გვენახა. როდესაც დავიწყეთ ეს პროცესი, აღოჩნდა, რომ მისი ექაუნთი უკვე გატეხილი იყო. გამოძიებამ დაადგინა ამ პირის ვინაობა, ვინც ეს ჩაიდინა, თუმცა მის შესახებ ჩვენ ძალიან მცირე ინფორმაცია გვქონდა. გვითხრეს, რომ ეს ადამიანი იყო ახალგაზრდა მამაკაცი, ტიპიური ჰაკერი, რომელიც მატერიალური სარგებლის მოტივით ახდენდა ცნობილი ადამიანების ინტერნეტსივრცეში შეღწევას. თუმცა არის ერთი საეჭვო დამთხვევა - გამოძიება 3 იანვარს გავაფრთხილეთ, რომ კომპიუტერების შემოწმება უნდა მომხდარიყო, 8-ში ეროსის პირადი ექაუნთი გატეხეს. საინტერესოა დაცვის თანამშრომლის ჩვენება. ეს ადამიანი ამბობდა, რომ შემთხვევის დღეს შენობის გარეთ იმყოფებოდა, რადგან არ ჰქონდა კონდინციონერი. (იმ დღეს ძალიან ცხელოდა). ვიდეომასალაში გამოჩნდა, რომ ეროსის სარდაფში ჩასვლის დროს ეს ადამიანი შესულია სამორიგეო ოთახში. გამომძიებლბებს მოვახსენეთ, რომ ეს საეჭვოდ გვეჩვენა, თუმცა თქვეს, რომ ამ ადამიანის მიმართ ინტერესი არ გააჩნდათ.

რაც შეეხება კომპიუტერების დათვალიერებას, ვნახეთ, რომ სკაიპში ერთი კვირით ადრე ინფორმაცია არ არსებობდა, არც "ფეისბუქზე". ანუ ბოლო ერთი კვირა არაფერი აღარ იყო შენახული. პროკურატურაში თქვეს, რომ მათ თითქო იპოვეს მესიჯი, სადაც ეროსი მეგობარს მისი პრობლემების შესახებ წერდა. უცნაურად გვეჩვენა ეს სიახლე, რადგან ასეთი მესიჯი დათვალიერების მომენტში არ გვინახავს და დათვალიერებას ჩვენ ერთად ვახდენდით.

ავტომობილის მდებარეობა

- საეჭვო იყო ასევე მანქანის მდგომარეობა. ჩვენი რწმენით ავტომობილი სხვა ადგილას იდგა, როდესაც სასიკვდილო გასროლა მოხდა. მანქანის მარცხენა მხარეს წინა და უკანა მინები ბოლომდე ჩამოშვებულია და სწორედ ამ მიმართულებით მოხდა გასრულა ანუ ამ მიმართულებით გავრცელდა სისხლის წვეთები და ნაწილაკები. მის მიმდებარედ ეფექტური ქიმიური საშუალებებით მოვახდინეთ დათვალიერება და იქ ასეთი ნაწილაკები არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ან საერთოდ არ გავრცელდა სისხლი, რაც გამორიცხულია, ან მანქანა იდგა სხვა ადგილას.

იარაღის სასხლეტზე აღმოჩენილი ორი დნმ-ის კვალი

- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლითაც ჩვენ დანაშაულის ნიშნებზე ვაპელირებდით. იარაღის სასხლეტზე სავარაუდოდ ეროსის და უცხო პირის დნმ-ი იყო. გამოძიებამ მიმართთა ღონისძიებებს. ამოღებული იქნა დნმ-ის ნიმუშები იმ ადამიანებისგან, ვისაც შეიძლება იარაღთან შეხება ჰქონოდათ, ესენი იყვნენ მოწმეები, რომლებიც კრიმინალისტებს ადგილზე დახვდნენ, მაღაზია "დიანას" თანამშრომლები და კრიმინალისტები, ვინც საზღვარზე შემოტანის დროს იარაღი ჩაიბარეს. არც ერთი მათგანის დნმ-ს ეს დნმ-ი არ დაემთხვა. ის დარჩა უცხო პირის დნმ-ად.

ჩეჩენი გარეგნობის მამაკაცი

- ეს ადამიანი ისეთი ყურადღების მიმქცევი იყო, რომ ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა მისი იდენტიფიცირება. შესაძლებელია ის არ იყო შემსრულებელი და უშუალოდ გასროლის მომენტში იქ არ იმყოფებოდა, მაგრამ თუ იქ რამდენიმე ადამიანი მუშაობდა, ერთი ადამიანი შეიძლება დანაშაულის ჩადენამდე გასულიყო ტერიტორიიდან. გამოძიებამ ვერ გაარკვია ვინ იყო ეს ადამიანი. შემდეგ ჩვენ ამ პირის გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები სამხედრო მომზადება გავლილ ადამიანებს ვაჩვენეთ. მათ თქვეს რომ ეს დიდი ალბათობით სპეცრაზმელია. ის ადამიანი ვერსაც ვიპოვეთ არათუ ჩვენ, არამედ გამომძეიებლებმაც. საეჭვოდ რჩება ეს ყველაფერი.

ფინანსური პრობლემები

- იმ პერიოდში სართიჭალაში ვიყავი გადასული ოჯახით. პირადი შეხება მასთან არ მქონდა. ბოლოს ახლობლის გასვენებაში შევხვდით ერთმანეთს, ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის მიმდინარე ვალზე. თქვა, რომ არანაირი დრამატიზმი ამაში არ ყოფილა და "არის ამის წყარო და გადავიხდი მალეო". ბევრ ადამიანთან საუბრობდა სამომავლო გეგმებზე, არცერთ მათგანთან არ გამოუვლენია უიმედობისა თუ ღრმა დეპრესიის განცდა. რაც შეეხება იარაღის ყიდვის ფაქტს - 8 ივლისს ჩვენი ნათესავის დაკრძალვაზე იყო და მეგობართან საუბრობდა, რომ მას სჭირდებოდა იარაღი და ტყვიები. ამ ყველაფერს ვუკავშირებ იმ საქმეებს, რასაც ის მაშინ აწარმოებდა და გეგმავდა. ამბობდა, რომ ვიღაც პიროვნებებს ტესტავდა და მათი მხრიდან რეაქციას ელოდებოდა. ამის იქით რა იყო არ ვიცი. ვვარაუდობ, რომ შესაძლოა, მას ძალადობისა და თავდასხმის მოლოდინი ჰქონდა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ესაუბრა შვილსაც, რომელიც იმ დროს ამერიკაში ცხოვრობდა და ერთ-ერთ კომპანიაში საქმიანობის შესახებ ეკითხებოდა. ეროსი დეტალურად უხსნიდა, რა და როგორ სჯობია. ძალიან მშვიდად, ზედმეტი სენტიმენტების გარეშე.

ნინო დათაშვილი

Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო: "ვიღაცეებს ტესტავდა, ძალადობის მოლოდინი ჰქონდა" - ეროსი კიწმარიშვილის ძმა ახალ საეჭვო გარემოებებზე საუბრობ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ