პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ იქ, მოედანთან ახლოს მინდა ყოფნაო... ხშირად ღალატობდა იღბალი. ალბათ, ასეთი ბედისწერა ჰქონდა..."
"სულ იქ, მოედანთან ახლოს მინდა ყოფნაო... ხშირად ღალატობდა იღბალი. ალბათ, ასეთი ბედისწერა ჰქონდა..."

"როცა პა­ნაშ­ვი­დე­ბის­თვის გა­სა­დი­დე­ბელ სუ­რა­თებს ვარ­ჩევ­დით, მა­შინ­ღა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ბოლო წლე­ბის ფო­ტო­ებ­ზე სა­ოც­რად ნაღ­ვლი­ა­ნი თვა­ლე­ბი ჰქონ­და, ამო­უხ­სნე­ლი სევ­და იდგა მის მზე­რა­ში..."

ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი, ახ­ლოს მე­ნა­ხა, დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ან თვი­თონ ეთ­ქვა რამე. ჩემი სას­კო­ლო რვე­უ­ლე­ბი მისი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით იყო აჭ­რე­ლე­ბუ­ლი. 18 წლი­სას მას­თან ტე­ლე­გა­და­ღე­ბა­ზე წაყ­ვა­ნას დამ­პირ­დნენ. დი­ლი­დან სა­გან­გე­ბოდ გა­მო­ვე­წყე, ახალ სა­მოს­ში და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი ზარს, მაგ­რამ ამა­ოდ... ჩა­წე­რა გა­და­ი­დო, მე კი იმ სა­მოსს "ყი­ფი­ა­ნის ნა­რი­ა­დი" და­ვარ­ქვი და... კა­რა­და­ში გა­მოვ­კე­ტე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ინც შევ­ხვდი, ერ­თა­დერ­თხელ და მა­ში­ნაც მას­ზე არ გვი­ლა­პა­რა­კია. ახალ­ბე­და ჟურ­ნა­ლის­ტი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის მე­ფე­ზე, მი­ხე­ილ მეს­ხზე სა­სა­უბ­როდ ვეწ­ვიე. ამ­დე­ნი წლის შემ­დე­გაც ფო­ტოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ზუს­ტით მახ­სოვს ყვე­ლა დე­ტა­ლი, მოძ­რა­ო­ბა. კა­ბი­ნეტ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ შემ­ხვდა, თა­ვა­ზი­ა­ნად, ჩემს გულს კი ბაგა-ბუგი გა­უ­დი­ო­და და, მგო­ნი, ხმაც მი­კან­კა­ლებ­და. ინ­ტერ­ვიუ მა­ლე­ვე და­მის­რუ­ლა, სკა­მი­დან არც წა­მომ­დგა­რა, კვლავ თა­ვა­ზი­ა­ნად და­მემ­შვი­დო­ბა და მა­გი­და­ზე გაბ­ნე­ულ ფურ­ცლებ­ში ჩარ­გო თავი. წა­მოდ­გო­მი­სას შევ­ბე­დე და... იცით, ამ დღე­ზე ვოც­ნე­ბობ­დი-მეთ­ქი. გაკ­ვირ­ვე­ბით ამომ­ხე­და, მე კი თვა­ლის­და­ხამ­ხა­მებ­ში ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რი, რა­საც მას­ზე ვფიქ­რობ­დი. უცებ სახე გა­უბრწყინ­და და რო­დე­საც ავ­ტოგ­რა­ფი ვთხო­ვე, წამ­ში ამო­ი­ღო უჯ­რი­დან თა­ვი­სი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი, ულა­მა­ზე­სი კა­ლიგ­რა­ფი­ით წა­მი­წე­რა და მო­მა­წო­და. მერე კა­რამ­დე გა­მო­მა­ცი­ლა და გულ­თბი­ლად გა­მო­მემ­შვი­დო­ბა. მას მერე აღარ შევ­ხვედ­რილ­ვართ, ის ავ­ტოგ­რა­ფი კი მხრი­დან ჩა­მოგ­ლე­ჯილ ჩემს ჩან­თას "გაჰ­ყვა", ცრემ­ლებ­თან ერ­თად...

აი, ეს პა­ტა­რა მო­გო­ნე­ბა მა­კავ­ში­რებს ჩემს იმ­ჟა­მინ­დელ კერ­პთან და უდი­დეს ფეხ­ბურ­თელ­თან, და­ვით ყი­ფი­ან­თან, რო­მელ­საც 18 ივ­ნისს 65 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და.

ლე­გენ­დუ­რი თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" არ­ქივს ბავ­შვო­ბი­დან ვქმნი­დი, მერე კი, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბის დრო­ი­დან, სა­კუ­თა­რი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით შე­ვავ­სე. დღეს სწო­რედ იმ არ­ქი­ვი­დან შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს, მო­გო­ნე­ბებ­სა და აზ­რებს და ვეც­დე­ბი, "ჩე­მე­უ­ლი" და­ვით ყი­ფი­ა­ნი და­გა­ნა­ხოთ. ვეც­დე­ბი...

"დათო ყი­ფი­ა­ნის წას­ვლით ეპო­ქა დამ­თავ­რდა ჩემ­თვის", - მი­თხრა მის­მა თა­ნაკ­ლა­სელ­მა, ცნო­ბილ­მა კი­ნო­რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან ერის­თავ­მა და მას­ზე სა­უ­ბა­რი სევ­და­ნა­რე­ვი ხა­ლი­სით და­ი­წყო:

- რო­გორც ფეხ­ბურთში გა­მო­ირ­ჩე­ო­და დათო, სკო­ლა­შიც ყვე­ლას­გან ყვე­ლაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ერ­თმა­ნეთს სკო­ლამ­დეც ვიც­ნობ­დით, რად­გან ჩვე­ნი მა­მე­ბი მე­გობ­რობ­დნენ, მაგ­რამ სკო­ლა­ში შეხ­ვედ­რამ ჩაგ­ვა­ხუ­ტა და მას შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს არ მოვ­ცი­ლე­ბი­ვართ...

დათო ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და, მაგ­რამ, ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან ცელ­ქიც იყო. თით­ქოს ჩარ­ჩო­ებ­ში ვერ ეტე­ო­და, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტი იყო. მე­ცხრე კლას­ში შუშა ჩა­ამ­ტვრია თუ შტეფ­სე­ლი და­ა­ზი­ა­ნა და ამის გამო გა­აგ­დეს ჩვე­ნი სკო­ლი­დან. არა­და, ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, ისე­თი ნი­ჭი­ე­რი იყო, ნე­ბის­მი­ერ დარ­გში შეძ­ლებ­და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას. იმ­დე­ნად კარ­გად სწავ­ლობ­და, ოქ­როს მედ­ლის აღე­ბაც შე­ეძ­ლო, მაგ­რამ არ მო­ი­სურ­ვა. ფეხ­ბურთზე სი­ა­რუ­ლი ადრე და­ი­წყო. ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დით, ხელ­ფასს რომ იღებ­და. იცით, რო­გორ ვა­მა­ყობ­დით მისი თა­მა­შით?

უყის­მა­თო კი იყო, ყვე­ლა­ფე­რი მა­გას ემარ­თე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, ვი­ღა­ცას "კის­ტის" თოფი გა­უ­ვარ­და და მა­ინ­ცდა­მა­ინც და­თოს მოხ­ვდა თვალ­ში, გუ­გა­ში. დე­და­მი­სი თვა­ლის ექი­მი იყო, სას­წრა­ფოდ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ა­ქა­ნა და ძლივს გა­და­ურ­ჩი­ნეს თვა­ლი, თო­რემ ფეხ­ბურ­თი უკან დარ­ჩე­ბო­და... ფეხ­ბურ­თი უზო­მოდ გვიყ­ვარ­და, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ლა­მის ღმერ­თე­ბად მიგ­ვაჩ­დნენ და მათ­ზე და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბიც

ზე­პი­რად ვი­ცო­დით. დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ჩვენც ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დით და მე, რა თქმა უნდა, და­თოს გუნდში ვი­ყა­ვი, რად­გან მისი გუნ­დი ყო­ველ­თვის იგებ­და. სულ ვჩი­ო­დი, პასს არ მაძ­ლევს-მეთ­ქი, მაგ­რამ ანკი რა­ტომ უნდა მო­ე­ცა პასი? უჩე­მო­დაც ყვე­ლა­ფერს ბრწყინ­ვა­ლედ აკე­თებ­და. ვი­ღა­ცებს ენაძ­ლე­ვე­ბო­და, ხუთ ფო­რას მოგ­ცემთ, ექ­ვსამ­დე ვი­თა­მა­შო­თო, მარ­ცხე­ნა ფე­ხით შე­ვაგ­დებ ბურთსო. რა თქმა უნდა, სა­ნაძ­ლე­ოს ყო­ველ­თვის იგებ­და.

მერე, დიდ ფეხ­ბურთში ძა­ლი­ან გა­მო­იც­ვა­ლა: მო­ე­დან­ზე გა­ცე­მა უყ­ვარ­და, პასს არ და­ა­ყოვ­ნებ­და და ვინ­მეს მი­აწ­ვდი­და, არც არას­დროს არა­ვი­სი შე­შურ­დე­ბო­და.

ვა­სი­ლი უტ­კი­ნი, რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი და კო­მენ­ტა­ტო­რი: "ყი­ფი­ნი შე­იძ­ლე­ბა, პი­ჯა­კით გა­მო­სუ­ლი­ყო მო­ე­დან­ზე და ეს ვე­რა­ვის შე­ემ­ჩნია. მისი რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი ბურ­თით მო­დურს ხდი­და ყვე­ლა­ფერს, თუნ­დაც იმ ად­რე­ულ სი­მე­ლო­ტეს. შონ კო­ნე­რის იერ­სა­ხე (ჯე­იმს ბონდში): მა­ღა­ლი, ტა­ნა­დი, ჭკვი­ა­ნი თვა­ლე­ბით... სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოს­ცემ. ის და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია. ეს ყი­ფი­ა­ნია და ცო­ტა­თი ბონ­დიც".

ლე­ვან ერის­თა­ვი:

- ბავ­შვო­ბი­დან რო­გო­რი ტიპი იყო, იცით? თუკი შე­ნიშ­ნავ­და, ვინ­მეს რამე არ ჰქონ­და ან მისი ჩა­საც­მე­ლი მოს­წონ­და, იმ­წამ­სვე გა­იხ­დი­და და მის­ცემ­და: სა­ათს, პე­რანგს, შარ­ვალს, ფეხ­საც­მელს. კი­დევ მახ­სენ­დე­ბა, რომ და­თოს ულა­მა­ზე­სი კა­ლიგ­რა­ფია ჰქონ­და. ასე კარ­გად იმი­ტომ და­მა­მახ­სოვ­რდა, რომ ერ­თმა­ნეთს ხში­რად ვწერ­დით წე­რი­ლებს.

მერ­ვე კლას­ში ვი­ყა­ვი, მამა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა და და­თოს მა­მას­თან, უფ­როს და­ვით ყი­ფი­ან­თან ვმე­გობ­რობ­დი. არა მარ­ტო მე, და­თოს მამა ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის მე­გო­ბა­რი იყო, მას­თან ერ­თად ვქე­ი­ფობ­დით კი­დეც, ვმღე­რო­დით, ვილ­ხენ­დით, ოღონდ... და­თოს გა­რე­შე. მის მი­მართ მამა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მკაც­რი იყო...

ძა­ლი­ან უბე­დო კაცი იყო დათო. ბევ­რი დარ­ტყმა მი­ი­ღო ცხოვ­რე­ბა­ში - მა­მა­მი­სის სიკ­ვდი­ლიც კი თვითმფრი­ნავ­ში ყოფ­ნი­სას გა­ი­გო, გა­ზეთ­ში წა­ი­კი­თხა. იმ­დე­ნი ცუდი რამ მოხ­და მის ცხოვ­რე­ბა­ში, ხა­სი­ა­თიც და­უმ­ძი­მა, თო­რემ ბავ­შვო­ბა­ში რა­ტომ იქ­ნე­ბო­და მძი­მე? სა­ა­მი­სო სა­ბა­ბი არ ჰქონ­და. ცო­ლიც ძა­ლი­ან ადრე მო­იყ­ვა­ნა, სკო­ლა ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი გვქონ­და. ქე­თი­ნო - მისი თა­ნაკ­ლა­სე­ლი 53 სკო­ლი­დან, ჩვენ მო­ვა­ტა­ცე­ბი­ნეთ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით და გვე­გო­ნა, მუ­დამ ასე იქ­ნე­ბო­და...

ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი, და­ვით ყი­ფი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი:

- მამა ოჯახ­ში თით­ქოს სტუ­მა­რი­ვით იყო, მე და ჩემი ძმა ნიკა კი - მუ­დამ მის მო­ლო­დინ­ში. შე­მო­ირ­ბენ­და და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი მის ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბას, სი­ტყვას. და მა­ინც - შინ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მამა იყო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბას ვგუ­ლის­ხმობ. მაგ­რამ... ვე­რას­დროს ვა­ბა­რებ­დი - მა­მას­თან ვმუნჯდე­ბო­დი. არა­და, გაკ­ვე­თი­ლი ყო­ველ­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი მქონ­და. ში­შის გამო-მეთ­ქი, - ვერ ვი­ტყვი. ალ­ბათ, მე­რი­დე­ბო­და. მამა ყვე­ლა­ფერ­ში ერ­კვე­ო­და, ყვე­ლა­ფერ­ზე ჰქონ­და პა­სუ­ხი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"სულ იქ, მოედანთან ახლოს მინდა ყოფნაო... ხშირად ღალატობდა იღბალი. ალბათ, ასეთი ბედისწერა ჰქონდა..."

"სულ იქ, მოედანთან ახლოს მინდა ყოფნაო... ხშირად ღალატობდა იღბალი. ალბათ, ასეთი ბედისწერა ჰქონდა..."

"როცა პანაშვიდებისთვის გასადიდებელ სურათებს ვარჩევდით, მაშინღა აღმოვაჩინე, რომ ბოლო წლების ფოტოებზე საოცრად ნაღვლიანი თვალები ჰქონდა, ამოუხსნელი სევდა იდგა მის მზერაში..."

ბავშვობიდან ვოცნებობდი, ახლოს მენახა, დავლაპარაკებოდი ან თვითონ ეთქვა რამე. ჩემი სასკოლო რვეულები მისი სახელითა და გვარით იყო აჭრელებული. 18 წლისას მასთან ტელეგადაღებაზე წაყვანას დამპირდნენ. დილიდან საგანგებოდ გამოვეწყე, ახალ სამოსში და მოუთმენლად ველოდი ზარს, მაგრამ ამაოდ... ჩაწერა გადაიდო, მე კი იმ სამოსს "ყიფიანის ნარიადი" დავარქვი და... კარადაში გამოვკეტე. მოგვიანებით მაინც შევხვდი, ერთადერთხელ და მაშინაც მასზე არ გვილაპარაკია. ახალბედა ჟურნალისტი ქართული ფეხბურთის მეფეზე, მიხეილ მესხზე სასაუბროდ ვეწვიე. ამდენი წლის შემდეგაც ფოტოგრაფიული სიზუსტით მახსოვს ყველა დეტალი, მოძრაობა. კაბინეტში ჩვეულებრივ შემხვდა, თავაზიანად, ჩემს გულს კი ბაგა-ბუგი გაუდიოდა და, მგონი, ხმაც მიკანკალებდა. ინტერვიუ მალევე დამისრულა, სკამიდან არც წამომდგარა, კვლავ თავაზიანად დამემშვიდობა და მაგიდაზე გაბნეულ ფურცლებში ჩარგო თავი. წამოდგომისას შევბედე და... იცით, ამ დღეზე ვოცნებობდი-მეთქი. გაკვირვებით ამომხედა, მე კი თვალისდახამხამებში ყველაფერი ვუთხარი, რასაც მასზე ვფიქრობდი. უცებ სახე გაუბრწყინდა და როდესაც ავტოგრაფი ვთხოვე, წამში ამოიღო უჯრიდან თავისი სავიზიტო ბარათი, ულამაზესი კალიგრაფიით წამიწერა და მომაწოდა. მერე კარამდე გამომაცილა და გულთბილად გამომემშვიდობა. მას მერე აღარ შევხვედრილვართ, ის ავტოგრაფი კი მხრიდან ჩამოგლეჯილ ჩემს ჩანთას "გაჰყვა", ცრემლებთან ერთად...

აი, ეს პატარა მოგონება მაკავშირებს ჩემს იმჟამინდელ კერპთან და უდიდეს ფეხბურთელთან, დავით ყიფიანთან, რომელსაც 18 ივნისს 65 წელი შეუსრულდებოდა.

ლეგენდური თბილისის "დინამოს" არქივს ბავშვობიდან ვქმნიდი, მერე კი, ჟურნალისტობის დროიდან, საკუთარი ინტერვიუებით შევავსე. დღეს სწორედ იმ არქივიდან შემოგთავაზებთ საინტერესო ამბებს, მოგონებებსა და აზრებს და ვეცდები, "ჩემეული" დავით ყიფიანი დაგანახოთ. ვეცდები...

"დათო ყიფიანის წასვლით ეპოქა დამთავრდა ჩემთვის", - მითხრა მისმა თანაკლასელმა, ცნობილმა კინორეჟისორმა ლევან ერისთავმა და მასზე საუბარი სევდანარევი ხალისით დაიწყო:

- როგორც ფეხბურთში გამოირჩეოდა დათო, სკოლაშიც ყველასგან ყველაფრით გამორჩეული იყო. ერთმანეთს სკოლამდეც ვიცნობდით, რადგან ჩვენი მამები მეგობრობდნენ, მაგრამ სკოლაში შეხვედრამ ჩაგვახუტა და მას შემდეგ ერთმანეთს არ მოვცილებივართ...

დათო ძალიან კარგად სწავლობდა, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ცელქიც იყო. თითქოს ჩარჩოებში ვერ ეტეოდა, ინდივიდუალისტი იყო. მეცხრე კლასში შუშა ჩაამტვრია თუ შტეფსელი დააზიანა და ამის გამო გააგდეს ჩვენი სკოლიდან. არადა, ახლა რომ ვუფიქრდები, ისეთი ნიჭიერი იყო, ნებისმიერ დარგში შეძლებდა წარმატების მიღწევას. იმდენად კარგად სწავლობდა, ოქროს მედლის აღებაც შეეძლო, მაგრამ არ მოისურვა. ფეხბურთზე სიარული ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდით, ხელფასს რომ იღებდა. იცით, როგორ ვამაყობდით მისი თამაშით?

უყისმათო კი იყო, ყველაფერი მაგას ემართებოდა. მაგალითად, ვიღაცას "კისტის" თოფი გაუვარდა და მაინცდამაინც დათოს მოხვდა თვალში, გუგაში. დედამისი თვალის ექიმი იყო, სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანა და ძლივს გადაურჩინეს თვალი, თორემ ფეხბურთი უკან დარჩებოდა... ფეხბურთი უზომოდ გვიყვარდა, ფეხბურთელები ლამის ღმერთებად მიგვაჩდნენ და მათზე დაწერილი ლექსებიც

ზეპირად ვიცოდით. დილიდან საღამომდე ჩვენც ფეხბურთს ვთამაშობდით და მე, რა თქმა უნდა, დათოს გუნდში ვიყავი, რადგან მისი გუნდი ყოველთვის იგებდა. სულ ვჩიოდი, პასს არ მაძლევს-მეთქი, მაგრამ ანკი რატომ უნდა მოეცა პასი? უჩემოდაც ყველაფერს ბრწყინვალედ აკეთებდა. ვიღაცებს ენაძლევებოდა, ხუთ ფორას მოგცემთ, ექვსამდე ვითამაშოთო, მარცხენა ფეხით შევაგდებ ბურთსო. რა თქმა უნდა, სანაძლეოს ყოველთვის იგებდა.

მერე, დიდ ფეხბურთში ძალიან გამოიცვალა: მოედანზე გაცემა უყვარდა, პასს არ დააყოვნებდა და ვინმეს მიაწვდიდა, არც არასდროს არავისი შეშურდებოდა.

ვასილი უტკინი, რუსი ჟურნალისტი და კომენტატორი: "ყიფინი შეიძლება, პიჯაკით გამოსულიყო მოედანზე და ეს ვერავის შეემჩნია. მისი რამდენიმე ნაბიჯი ბურთით მოდურს ხდიდა ყველაფერს, თუნდაც იმ ადრეულ სიმელოტეს. შონ კონერის იერსახე (ჯეიმს ბონდში): მაღალი, ტანადი, ჭკვიანი თვალებით... სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ის დაუმარცხებელია. ეს ყიფიანია და ცოტათი ბონდიც".

ლევან ერისთავი:

- ბავშვობიდან როგორი ტიპი იყო, იცით? თუკი შენიშნავდა, ვინმეს რამე არ ჰქონდა ან მისი ჩასაცმელი მოსწონდა, იმწამსვე გაიხდიდა და მისცემდა: საათს, პერანგს, შარვალს, ფეხსაცმელს. კიდევ მახსენდება, რომ დათოს ულამაზესი კალიგრაფია ჰქონდა. ასე კარგად იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ერთმანეთს ხშირად ვწერდით წერილებს.

მერვე კლასში ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და დათოს მამასთან, უფროს დავით ყიფიანთან ვმეგობრობდი. არა მარტო მე, დათოს მამა ყველა ჩვენგანის მეგობარი იყო, მასთან ერთად ვქეიფობდით კიდეც, ვმღეროდით, ვილხენდით, ოღონდ... დათოს გარეშე. მის მიმართ მამა განსაკუთრებულად მკაცრი იყო...

ძალიან უბედო კაცი იყო დათო. ბევრი დარტყმა მიიღო ცხოვრებაში - მამამისის სიკვდილიც კი თვითმფრინავში ყოფნისას გაიგო, გაზეთში წაიკითხა. იმდენი ცუდი რამ მოხდა მის ცხოვრებაში, ხასიათიც დაუმძიმა, თორემ ბავშვობაში რატომ იქნებოდა მძიმე? საამისო საბაბი არ ჰქონდა. ცოლიც ძალიან ადრე მოიყვანა, სკოლა ახალი დამთავრებული გვქონდა. ქეთინო - მისი თანაკლასელი 53 სკოლიდან, ჩვენ მოვატაცებინეთ. ძალიან ბედნიერები ვიყავით და გვეგონა, მუდამ ასე იქნებოდა...

ლევან ყიფიანი, დავით ყიფიანის უფროსი ვაჟი:

- მამა ოჯახში თითქოს სტუმარივით იყო, მე და ჩემი ძმა ნიკა კი - მუდამ მის მოლოდინში. შემოირბენდა და გაფართოებული თვალებით ვაკვირდებოდი მის ყველა მოძრაობას, სიტყვას. და მაინც - შინ ჩვეულებრივი მამა იყო, ჩვეულებრივი ვალდებულებებით, გაკვეთილების ჩაბარებას ვგულისხმობ. მაგრამ... ვერასდროს ვაბარებდი - მამასთან ვმუნჯდებოდი. არადა, გაკვეთილი ყოველთვის მომზადებული მქონდა. შიშის გამო-მეთქი, - ვერ ვიტყვი. ალბათ, მერიდებოდა. მამა ყველაფერში ერკვეოდა, ყველაფერზე ჰქონდა პასუხი. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი