სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

პრო­კუ­რა­ტუ­რა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­რიგ გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც AMBEBI.GE უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რის და მისი ად­ვო­კა­ტე­ბის მიერ სა­ჯა­როდ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას. პირ­ველ რიგ­ში აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, ოჯა­ხის წევ­რე­ბის და მათ მიერ მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტარ­და უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­მაც პა­სუ­ხი გას­ცა ყვე­ლა კი­თხვას, რო­მე­ლიც ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. გან­ცხა­დე­ბა­ში მოყ­ვა­ნილ კი­თხვებს პა­სუ­ხი გა­ე­ცა გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბის დროს სწო­რედ ამ პი­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იქნა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ­თვის ცნო­ბი­ლია გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი ყვე­ლა დას­მულ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით, კი­დევ ერთხელ გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გან­ვმარ­ტოთ შემ­დე­გი"

სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს თა­ვის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და ცე­ცხლნას­რო­ლი ნა­ტყვი­ა­რი ჭრი­ლო­ბა, თა­ვის ტვი­ნის მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვით, სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით თა­ვის ტვი­ნის გარ­სებ­სა და ტვი­ნის ნივ­თი­ე­რე­ბა­ში, ქალა-ფუ­ძი­სა და ქალა-სარ­ქვე­ლის ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბით. შე­სა­ვა­ლი ხვრე­ლით მარ­ჯვე­ნა სა­ფეთ­ქლის მი­და­მო­დან და გა­მო­სა­ვა­ლი ხვრე­ლით მარ­ცხე­ნა თხემ-სა­ფეთ­ქლის მი­და­მო­ში".

ექ­სპერ­ტე­ბის, მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის გან­მარ­ტე­ბით, ყვე­ლა ზე­მოთ მი­თი­თე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა ერთი ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბის კონ­ტექ­სტში და არ­ცერ­თი არ წარ­მო­ად­გენს იზო­ლი­რე­ბულ, და­მო­უ­კი­დე­ბელ და­ზი­ა­ნე­ბას. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით უტყუ­ა­რად არის დად­გე­ნი­ლი, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს თავ­ზე აქვს მხო­ლოდ ერთი - ცე­ცხლნას­რო­ლი და­ზი­ა­ნე­ბა. მარ­ჯვე­ნა ხე­ლის არე­ში არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა კი არის წერ­ტი­ლო­ვა­ნი, მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის და არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს დამ­დგარ შე­დეგ­თან.

რაც შე­ე­ხე­ბა გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ 2015 წლის 7 იან­ვარს სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა პირი, რო­მელ­მაც უკა­ნო­ნოდ შე­აღ­წია ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ პირს არა­ერ­თხელ აქვს ჩა­დე­ნი­ლი ანა­ლო­გი­უ­რი და­ნა­შა­უ­ლი. იგი იღებ­და სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ის რეკ­ლა­მი­რე­ბის დაკ­ვე­თებს, რა­საც ახორ­ცი­ე­ლებ­და ცნო­ბი­ლი პი­რე­ბის სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი გა­სა­მარ­თლდა და სა­სა­მარ­თლოს მიერ სას­ჯე­ლის სა­ხით შე­ე­ფარ­და ჯა­რი­მა 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. მის მი­მართ სა­სა­მარ­თლო­ში ამ­ჟა­მა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის გან­ხილ­ვა სხვა მსგავს ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში შეს­წავ­ლი­ლი იქნა ინ­ფორ­მა­ცია ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს მისი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ - 2 012 573 სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი. შეს­წავ­ლის შე­დე­გად ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა არ დად­გინ­და.

კი­დევ ერთხელ გვინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ "ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­უ­რი გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კა­ცის" გა­და­ად­გი­ლე­ბას ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის კორ­პუს­თან. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი ფაქ­ტია, რომ კიწ­მა­რიშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან და­მონ­ტა­ჟე­ბულ კა­მე­რა­ში ჩანს 2014 წლის 15 ივ­ლისს (ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე) რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა შავ სპორ­ტულ სა­მოს­ში ჩაც­მუ­ლი პირი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ, ისე, რომ შე­უ­ჩე­რებ­ლად გვერდს უვ­ლის კორ­პუსს და გა­დის ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე. აქვე სა­გუ­ლის­ხმოა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ ამ პი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 14:39 სა­ათ­ზე, მა­შინ რო­დე­საც ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და. გთა­ვა­ზობთ ამ პი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლას.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით უტყუ­ა­რად დად­გინ­და, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი არის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რად­გან სწო­რედ ავ­ტო­მო­ბილ­ში და­ფიქ­სირ­და დენ­თის და ტყვი­ის კომ­პო­ნენ­ტე­ბის კვა­ლი. ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ლონ­ში, მარ­ცხე­ნა კა­რის საყ­რდენ­ზე და­ფიქ­სირ­და ნა­ტყვი­ა­რი, რო­მელ­შიც აღ­მოჩ­ნდა ტყვია. სის­ხლის შხე­ფე­ბის მა­რა­ო­სე­ბუ­რი გაშ­ლა მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ, ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რებს, რომ სრო­ლა ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა მარ­ცხე­ნა სა­ვარ­ძლის მი­და­მო­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­დაც აღ­მო­ჩე­ნი­ლი იქნა გვა­მი, ხოლო სის­ხლის კვა­ლის უწყვე­ტო­ბა სა­ლონ­ში ცალ­სა­ხად გა­მო­რი­ცხავს სხვა პი­რის ყოფ­ნას. გარ­და ამი­სა, გარ­დაც­ვლი­ლის მარ­ჯვე­ნა ხელ­ზე და პი­ჯა­კის მარ­ჯვე­ნა სა­ხე­ლო­ზე და­ფიქ­სირ­და დენ­თის და ტყვი­ის შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის კვა­ლი დიდი ინ­ტენ­სი­ვო­ბით, რაც უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს, რომ სრო­ლა სწო­რედ მის მიერ არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის და გა­მო­ძი­ე­ბით ცალ­სა­ხად დად­გე­ნი­ლი სხვა ფაქ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უტყუ­ა­რად და­დას­ტურ­და, რომ სა­ხე­ზე არ არის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, სა­ხე­ზეა თვით­მკვლე­ლო­ბა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ:

"გვინდა გამოვეხმაუროთ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრის და მისი ადვოკატების მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ოჯახის წევრების და მათ მიერ მოწვეული ექსპერტების აქტიური მონაწილეობით ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის გამოძიება, რომელმაც პასუხი გასცა ყველა კითხვას, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას უკავშირდება. განცხადებაში მოყვანილ კითხვებს პასუხი გაეცა გამოძიების მსვლელობის დროს სწორედ ამ პირების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილია გამოძიების შედეგები ყველა დასმულ საკითხთან მიმართებით, კიდევ ერთხელ გვინდა საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტოთ შემდეგი"

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: "ეროსი კიწმარიშვილს თავის არეში აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ნატყვიარი ჭრილობა, თავის ტვინის მთლიანობის დარღვევით, სისხლჩაქცევებით თავის ტვინის გარსებსა და ტვინის ნივთიერებაში, ქალა-ფუძისა და ქალა-სარქველის ძვლების მოტეხილობით. შესავალი ხვრელით მარჯვენა საფეთქლის მიდამოდან და გამოსავალი ხვრელით მარცხენა თხემ-საფეთქლის მიდამოში".

ექსპერტების, მათ შორის გარდაცვლილის ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის განმარტებით, ყველა ზემოთ მითითებული დაზიანება განიხილება ერთი ცეცხლნასროლი დაზიანების კონტექსტში და არცერთი არ წარმოადგენს იზოლირებულ, დამოუკიდებელ დაზიანებას. ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არის დადგენილი, რომ ეროსი კიწმარიშვილს თავზე აქვს მხოლოდ ერთი - ცეცხლნასროლი დაზიანება. მარჯვენა ხელის არეში არსებული დაზიანება კი არის წერტილოვანი, მსუბუქი ხარისხის და არანაირი კავშირი არ აქვს დამდგარ შედეგთან.

რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წლის 7 იანვარს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა პირი, რომელმაც უკანონოდ შეაღწია ეროსი კიწმარიშვილის სოციალურ ქსელში, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულ პირს არაერთხელ აქვს ჩადენილი ანალოგიური დანაშაული. იგი იღებდა სხვადასხვა პროდუქციის რეკლამირების დაკვეთებს, რასაც ახორციელებდა ცნობილი პირების სოციალურ გვერდზე რეკლამის განთავსებით. აღნიშნული პირი გასამართლდა და სასამართლოს მიერ სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მის მიმართ სასამართლოში ამჟამადაც მიმდინარეობს საქმის განხილვა სხვა მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით.

გამოძიების პროცესში შესწავლილი იქნა ინფორმაცია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს მისი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული კავშირების შესახებ - 2 012 573 სატელეფონო ზარი. შესწავლის შედეგად ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რაიმე საეჭვო გარემოება არ დადგინდა.

კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ "ჩრდილოკავკასიური გარეგნობის მამაკაცის" გადაადგილებას ეროსი კიწმარიშვილის კორპუსთან. გამოძიებით დადგენილი ფაქტია, რომ კიწმარიშვილის საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებულ კამერაში ჩანს 2014 წლის 15 ივლისს (ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღე) როგორ გადაადგილდება შავ სპორტულ სამოსში ჩაცმული პირი კორპუსის მიმდებარედ, ისე, რომ შეუჩერებლად გვერდს უვლის კორპუსს და გადის ჭავჭავაძის გამზირზე. აქვე საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ პირის გადაადგილება დაფიქსირებულია 14:39 საათზე, მაშინ როდესაც ეროსი კიწმარიშვილი ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა. გთავაზობთ ამ პირის გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალას.

ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილი არის ავტომობილი, რადგან სწორედ ავტომობილში დაფიქსირდა დენთის და ტყვიის კომპონენტების კვალი. ავტომობილის სალონში, მარცხენა კარის საყრდენზე დაფიქსირდა ნატყვიარი, რომელშიც აღმოჩნდა ტყვია. სისხლის შხეფების მარაოსებური გაშლა მარცხნიდან მარჯვნივ, ცალსახად ადასტურებს, რომ სროლა ავტომობილის წინა მარცხენა სავარძლის მიდამოში განხორციელდა, სადაც აღმოჩენილი იქნა გვამი, ხოლო სისხლის კვალის უწყვეტობა სალონში ცალსახად გამორიცხავს სხვა პირის ყოფნას. გარდა ამისა, გარდაცვლილის მარჯვენა ხელზე და პიჯაკის მარჯვენა სახელოზე დაფიქსირდა დენთის და ტყვიის შემადგენელი კომპონენტების კვალი დიდი ინტენსივობით, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ სროლა სწორედ მის მიერ არის განხორციელებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულის და გამოძიებით ცალსახად დადგენილი სხვა ფაქტების გათვალისწინებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახეზე არ არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, სახეზეა თვითმკვლელობა" - ნათქვამია განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ