სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება "საბა კონსტრაქშენის" მიერ ახალაშენებული სტუდენტური საცხოვრებელი ლისის ტბაზე
როგორ გამოიყურება "საბა კონსტრაქშენის" მიერ ახალაშენებული სტუდენტური საცხოვრებელი ლისის ტბაზე

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "საბა კონ­სტრაქ­შენ­მა" ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა და­ას­რუ­ლა. საპ­რო­ექ­ტო ფარ­თი თით­ქმის 13 000 კვად­რა­ტულ მეტრს შე­ად­გენს. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშენ­და სამი 4-სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა, სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი, მო­ე­წყო გზე­ბი, გამ­წვან­და 5000 კვად­რა­ტულ მეტრზე მეტი ტე­რი­ტო­რია.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 250 000 ლა­რია და იგი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და.

"სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გათ­ვლი­ლია 320 სტუ­დენტზე, შე­ნო­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის. პირ­ველ სარ­თუ­ლებ­ზე მათ შე­უძ­ლი­ათ დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ეტ­ლე­ბით შე­ვიდ­ნენ. მათ­თვის ადაპ­ტი­რე­უ­ლია ოთა­ხე­ბი და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი. ყვე­ლა სარ­თულ­ზეა სა­სა­დი­ლო ოთა­ხე­ბი, ჭურ­ჭლის სა­რე­ცხი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. ინ­ვენ­ტარს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო შე­მო­ი­ტანს. რაც შე­ე­ხე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბას, იქ გან­თავ­სდე­ბა 150 ადა­მი­ან­ზე გათ­ვლი­ლი კა­ფე­ტე­რია, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი, ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­მე­დი­ცი­ნო ოთა­ხი, შშმ პი­რე­ბის ლიფ­ტი. ეზო­ში მო­წყო­ბი­ლია ტრე­ნა­ჟო­რე­ბის სივ­რცე, ფრენ­ბურ­თის და კა­ლათ­ბურ­თის სტა­დი­ო­ნი. ტე­რი­ტო­რია გამ­წვა­ნე­ბუ­ლია, დარ­გუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 180 ძირი ხე, ბუჩ­ქე­ბი და გა­ზო­ნე­ბი", - აღ­ნიშ­ნა კომ­პა­ნია "საბა კონ­სტრაქ­შე­ნის" დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან თარ­გა­მა­ძემ.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ სტუ­დენ­ტუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლის ფო­ტო­გა­ლე­რეა

მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა ობი­ექ­ტი დღეს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­დას­ცა. ცე­რე­მო­ნი­ალს ეს­წრე­ბოდ­ნენ ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, რე­გი­ო­ნუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ნინო კო­ბა­ხი­ძე, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "საბა კონ­სტრაქ­შე­ნის" დი­რექ­ტო­რი ლე­ვან თარ­გა­მა­ძე.

სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში სტუ­დენ­ტთა გან­თავ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო სა­თა­ნა­დო წე­სებ­სა და პრო­ცე­დუ­რებს შე­ი­მუ­შა­ვებს.

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, აუ­ცი­ლებ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სტუ­დენ­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი.

"ასე­ვე ძა­ლი­ან გვინ­და, რომ ეს სა­კი­თხი აკა­დე­მი­ურ მოს­წრე­ბას­თა­ნაც კავ­შირ­ში იყოს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თვა ამ პრო­ცეს­ში. ერ­თად გა­დავ­წყვი­ტოთ რო­გო­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი და სწო­რი ამ კამ­პუ­სის და­სა­კომ­პლექ­ტებ­ლად. ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ, ჩავ­რთავთ სხვებ­საც. ერთ-ერთი მშვე­ნი­ე­რი იდეა, რო­მე­ლიც დღეს ით­ქვა არის ის, რომ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან კარგ ავეჯს ამ­ზა­დე­ბენ, შე­საძ­ლოა ჩავ­რთოთ, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია მათი ძა­ლის­ხმე­ვით მო­ე­წყოს. IT სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც გვყავს, რათა მათ უკა­ბე­ლო ქსე­ლი გა­ვა­კე­თე­ბი­ნოთ, ვფიქ­რობ, კარ­გად ჩავ­რთავთ სტუ­დენ­ტო­ბას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­შიც და მო­წყო­ბა­შიც", - აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მი­ნის­ტრის თქმით, ეც­დე­ბი­ან, რომ სა­ცხოვ­რე­ბელ­ში სტუ­დენ­ტე­ბის გან­თავ­სე­ბა სექ­ტემ­ბერ­ში მო­ხერ­ხდეს. ამას­თან, მი­ნის­ტრმა დღეს სა­ცხოვ­რე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა: "ეს სა­ო­ცა­რი ად­გი­ლია და აქა­უ­რო­ბას რა­ღაც უნდა ერ­ქვას. მე შე­ვეც­დე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­ერ­თო სტუ­დენ­ტუ­რი დი­ა­ლო­გი გავ­მარ­თოთ, რომ აქა­უ­რო­ბას რა­ი­მე ლა­მა­ზი და კარ­გი სა­ხე­ლი მო­ვუ­ფიქ­როთ, რათა სა­ა­მა­ყო იყოს როცა იტყვის ადა­მი­ა­ნი "აქ ვცხოვ­რობ", ყვე­ლამ თქვას - "ყო­ჩაყ შენ, რა მა­გა­რი ყო­ფილ­ხარ"!

ამას­თან, რო­გორც ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ით­ქვა, ად­გილ­ზე­ვეა გა­ფარ­თო­ე­ბის რე­ზერ­ვე­ბი და არ­სე­ბობს ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, რათა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მა­ტე­ბით კი­დევ ერთი კორ­პუ­სი აშენ­დეს.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

როგორ გამოიყურება "საბა კონსტრაქშენის" მიერ ახალაშენებული სტუდენტური საცხოვრებელი ლისის ტბაზე

როგორ გამოიყურება "საბა კონსტრაქშენის" მიერ ახალაშენებული სტუდენტური საცხოვრებელი ლისის ტბაზე

სამშენებლო კომპანია "საბა კონსტრაქშენმა" ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა. საპროექტო ფართი თითქმის 13 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ტერიტორიაზე აშენდა სამი 4-სართულიანი საერთო საცხოვრებელი, ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობა, სპორტული მოედანი, მოეწყო გზები, გამწვანდა 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია.

ტერიტორიაზე არსებული პროექტის ღირებულება 5 250 000 ლარია და იგი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

"საცხოვრებელი გათვლილია 320 სტუდენტზე, შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პირველ სართულებზე მათ შეუძლიათ დახმარების გარეშე ეტლებით შევიდნენ. მათთვის ადაპტირეულია ოთახები და სველი წერტილები. ყველა სართულზეა სასადილო ოთახები, ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობები. ინვენტარს განათლების სამინისტრო შემოიტანს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობას, იქ განთავსდება 150 ადამიანზე გათვლილი კაფეტერია, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, შშმ პირების ლიფტი. ეზოში მოწყობილია ტრენაჟორების სივრცე, ფრენბურთის და კალათბურთის სტადიონი. ტერიტორია გამწვანებულია, დარგულია დაახლოებით 180 ძირი ხე, ბუჩქები და გაზონები", - აღნიშნა კომპანია "საბა კონსტრაქშენის" დირექტორმა ლევან თარგამაძემ.

დაათვალიერეთ სტუდენტური საცხოვრებლის ფოტოგალერეა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ობიექტი დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურად გადასცა. ცერემონიალს ესწრებოდნენ ფონდის ხელმძღვანელები, რეგიონური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, სამშენებლო კომპანია "საბა კონსტრაქშენის" დირექტორი ლევან თარგამაძე.

საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა განთავსებასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სათანადო წესებსა და პროცედურებს შეიმუშავებს.

როგორც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებლად გათვალისწინებული იქნება სტუდენტის სოციალური სტატუსი.

"ასევე ძალიან გვინდა, რომ ეს საკითხი აკადემიურ მოსწრებასთანაც კავშირში იყოს. მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართვა ამ პროცესში. ერთად გადავწყვიტოთ როგორი კრიტერიუმები იქნება სამართლიანი და სწორი ამ კამპუსის დასაკომპლექტებლად. ერთად განვიხილავთ, ჩავრთავთ სხვებსაც. ერთ-ერთი მშვენიერი იდეა, რომელიც დღეს ითქვა არის ის, რომ ჩვენი პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, რომლებიც ძალიან კარგ ავეჯს ამზადებენ, შესაძლოა ჩავრთოთ, რომ ეს ორგანიზაცია მათი ძალისხმევით მოეწყოს. IT სპეციალისტებიც გვყავს, რათა მათ უკაბელო ქსელი გავაკეთებინოთ, ვფიქრობ, კარგად ჩავრთავთ სტუდენტობას გადაწყვეტილების მიღებაშიც და მოწყობაშიც", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, ეცდებიან, რომ საცხოვრებელში სტუდენტების განთავსება სექტემბერში მოხერხდეს. ამასთან, მინისტრმა დღეს საცხოვრებელთან დაკავშირებული კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ ისაუბრა: "ეს საოცარი ადგილია და აქაურობას რაღაც უნდა ერქვას. მე შევეცდები "ფეისბუქზე" საერთო სტუდენტური დიალოგი გავმართოთ, რომ აქაურობას რაიმე ლამაზი და კარგი სახელი მოვუფიქროთ, რათა საამაყო იყოს როცა იტყვის ადამიანი "აქ ვცხოვრობ", ყველამ თქვას - "ყოჩაყ შენ, რა მაგარი ყოფილხარ"!

ამასთან, როგორც ღონისძიებაზე ითქვა, ადგილზევეა გაფართოების რეზერვები და არსებობს ტექნიკური საშუალება, რათა ტერიტორიაზე დამატებით კიდევ ერთი კორპუსი აშენდეს.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის