მაგდა პაპიძემ დარბაზიდან გაყვანა ითხოვა - რაზე ისაუბრა ექსპერტმა, რომელმაც მამა-შვილი ქაფიაშვილების ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარა

მაგდა პაპიძემ დარბაზიდან გაყვანა ითხოვა - რაზე ისაუბრა ექსპერტმა, რომელმაც მამა-შვილი ქაფიაშვილების ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარა

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესზე ექპერტ-კრიმინალისტი იკითხება, რომელმაც ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარა. სასამართლო პროცესზე ექსპერტიზის ამსახველი ფოტომასალის გამოკვლევა უნდა დაწყებულიყო, როდესაც მაგდა პაპიძემ სასამართლო დარბაზიდან გაყვანა ითხოვა.

"ვერ მოვუსმენ, არ შემიძლია", - მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა და სხდომათა დარბაზი დატოვა. პაპიძის სასამართლო დარბაზიდან გაყვანას გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმის, მალხაზ ქაფიაშვილის რეპლიკა მოჰყვა: "ახლა არ შეგიძლია მოსმენა?!", რის შემდეგაც დარბაზი მანაც დატოვა.

ამის შემდეგ დაიწყო ექსპერტის დაკითხვა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ომარ ქაფიაშვილის სიკვდილის მიზეზი ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა გახდა.

"ომარ ქაფიაშვილის ცხედარს ნაჭდევები ჰქონდა გულ-მკერდის არეში, ასევე სისხლნაჟღენთები. მარჯვენა ყურის ნიჟარაზე ჰქონდა ნაფლეთოვანი ჭრილობა, რომელიც ყურს ორ ნაწილად ყოფდა. ყურს რომ რაიმე ნაწილი აკლდეს, ამას აუცილებლად დავაფიქსირებდი დასკვნაში. გარდა ამისა, გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე ჰქონდა დაზიანება ნაჭდევების სახით და ეს მიდამო დასვრილი იყო მიწის ნაწილებით", - განაცხადა ექპერტმა.

რაც შეეხება თორნიკე ქაფიაშვილს, ექსპერტის დასკვნით მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. "თორნიკე ქაფიაშვილი ცხვირ-პირის შესავლების გადაკეტვის შედეგად გარდაიცვალა. მას აღენიშნებოდა თვალის, ტუჩის არეში და ცხვირ-ტუჩის გარშემო სისხლჩაქცევები. მარცხენა ყურის უკან ჰქონდა სისხლნაჟღენთი. ასეთი დაზიანება შეიძლება ფრჩხილმაც გამოიწვიოს", - განაცხადა ექპერტმა.

მისივე თქმით, ბავშვს მძიმე პათოლოგია არ ჰქონია და აღენიშნებოდა მხოლოდ გარკვეული სახის ალერგიული ფონი.

ხილეთ ვიდეო

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ:

"ოთოს მაგდასთვის უთქვამს, ფუკასავით აგაცლი ქმარსო" - რა მოხდა მკვლელობამდე ორი დღით ადრე პაპიძის ქმარსა და ბერძენიშვილს შორის

"3 გრადუს ყინვაში ოთახის ფორმაში იყვნენ... არც ერთს ფეხზე არ ეცვა" - როგორ აღწერს ქაფიაშვილების საქმის მთავარი გამომძიებელი შემთხვევის ადგილს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ