სამოდელო სააგენტო "კრისტიან დიორი" აპირებს "ვალენტინოს" კრეატიული დირექტორული დუეტი დაშალოს და მარია გრაცია ჩიური საკუთარი კრეატიული დირექტორის პოსტზე გადაიბიროს, იუწყება "როიტერსი". შიდა ინფორმაციით ირკვევა, რომ ეს გადაწყვეტილება საჯაროდ ივლისში, სამოდელო შოუზე გახდება ცნობილი. ჩიური სამოდელო სახლის 70-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველი ქალი იქნება, რომელიც კრისტიან დიორის კრეატიული დირექტორის პოსტზე იმუშავებს. დიზაინერი მისი წინამორბედის, რეფ სიმონსის ადგილს დაიკავებს.
თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ჩიურის გადაწყვეტილება ცვლილებების მომტანია "ვალენტინოსთვისაც". 2007 წლიდან ჩიური პარტნიორთან, პიერპაოლო პიციოლისთან ერთად მუშაობს ბრენდის კრეატიულ დირექტორად, მას შემდეგ, რაც თავად ვალენტინო გარავანიმ შეარჩია მისი კანდიდატურა. არც "ვალენტინო" და არც "დიორი" ამ ამბის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ.
მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით.