პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტანისლავ ბონდარენკოს მსგავსი რამ არ უთქვამს" - გადასცემს თუ არა რუსი მსახიობი მოგების შემთხვევაში ბინას ჯანო იზორიას?
"სტანისლავ ბონდარენკოს მსგავსი რამ არ უთქვამს" - გადასცემს თუ არა რუსი მსახიობი მოგების შემთხვევაში ბინას ჯანო იზორიას?

მე­გა­შოუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ექ­ვსე სე­ზო­ნი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. ფი­ნალ­ში ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ ორი მსა­ხი­ო­ბი - ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი და სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კო დარ­ჩნენ.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლუ­რი ტუ­რი­დან ჯანო იზო­რი­ას გა­ვარ­დნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. პრო­ექ­ტი­დან ჯა­ნოს გა­მო­თიშ­ვას მოჰ­ყვა გულ­და­წყვე­ტი­ლი მა­ყუ­რებ­ლის კო­მენ­ტა­რე­ბი, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "ბონ­და­რენ­კოს არ უნდა ერ­გოს ბინა და ჯანო არ უნდა და­დი­ო­დეს ფო­თი­დან თბი­ლის­ში".

დღეს კი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს­და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ფი­ნა­ლის­ტი რუსი მსა­ხი­ო­ბი სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კო, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მის­თვის კუთ­ვნილ ბი­ნას ჯანო იზო­რი­ას გა­დას­ცემს. ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა სა­იტ­ზე და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლის სა­ხე­ლით გავ­რცელ­და. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტი გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:

"მე­გობ­რე­ბო, მინ­და ჩემ მიერ გუ­შინ გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ირ­გვლივ ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო. ორაზ­როვ­ნად იქნა გა­გე­ბუ­ლი ჩემი კო­მენ­ტა­რი, სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კოს გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ა­გენ­ტო­ებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია და სა­თა­უ­რად და­წე­რეს ის, რაც უკვე არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამა­ზე ტექ­სტში გა­სა­გე­ბად ვამ­ბობ­დი, თუმ­ცა ბევ­რი მხო­ლოდ სა­თა­ურს კი­თხუ­ლობს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ატყდა ეს გა­უ­გებ­რო­ბა! მინ­და ისევ გან­ვმარ­ტო, გუ­შინ დავ­წე­რე იმის შე­სა­ხებ, თუ რას აპი­რებ­და სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კო მის და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ფი­ნა­ლის­ტე­ბის ირ­გვლივ ატე­ხილ აჟი­ო­ტა­ჟამ­დე. ისევ ვი­მე­ო­რებ, სტა­ნის­ლა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქველ­მოქ­მე­დე­ბის­თვის ჩა­მო­ვი­და და მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო არ იქ­ნე­ბო­და ეს ნა­ბი­ჯიც, თუმ­ცა მის მი­მართ აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­დეგ, მისი პო­ზი­ცია ახლა ასე­თია: ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტოს ნამ­დვი­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი!

ჩვენ კი და­ვა­მა­ტებთ: ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტოს და არა ერ­თე­უ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თვი­თონ არ გა­ა­კე­თებ­დნენ არა­ფერს. ახლა პრო­ექ­ტის ფი­ნალ­ში ორი უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბია და გვინ­და, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვოთ სტა­ნის­ლავ­საც და ან­დრი­ა­საც. ჩვე­ნი მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტა, გა­აგ­რძე­ლებს იმ საქ­მეს, რა­საც დღემ­დე აკე­თებ­და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­ე­ბის­თვის! ამ­ჯე­რად კი ჯანო იზო­რი­ას­თვის გა­ა­კე­თებს საქ­მით იმას, რა­ზეც სხვე­ბი მხო­ლოდ სტა­ტუ­სე­ბად სა­უბ­რო­ბენ!" - წერს ოქი­ტაშ­ვი­ლი ცოტა ხნის წინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­კი­თხის გა­სარ­კვე­ვად "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვა­ვე­ბის" შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­საც და­ვუ­კავ­შირ­დით. შოუს ერთ-ერთი პრო­დი­უ­სე­რი ნინო კე­კე­ლი­ძე AMBEBI.GE-სთან ასეთ კო­მენ­ტარს აკე­თებს:

- სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კოს მსგავ­სი რამ არ უთ­ქვამს, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით, რომ მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბი­ნას ჯანო იზო­რი­ას გა­დას­ცემს. ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ნაგ­რძობს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კონ­კურ­სში და ფი­ნალ­ში ბრძო­ლის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ემ­ზა­დე­ბა. ეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცებს ხელს აძ­ლევ­დათ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ:

"არ გრცხვე­ნი­ა­ა­ა­ათ?!" - თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ჯანო იზო­რი­ას "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან" გა­ვარ­დნას ეხ­მა­უ­რე­ბა

"მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა­ნი, მაგ­რამ იმ წამს დე­და­ზე ვფიქ­რობ­დი..." - რა მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს ჯანო იზო­რია "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ

"სტანისლავ ბონდარენკოს მსგავსი რამ არ უთქვამს" - გადასცემს თუ არა რუსი მსახიობი მოგების შემთხვევაში ბინას ჯანო იზორიას?

"სტანისლავ ბონდარენკოს მსგავსი რამ არ უთქვამს" - გადასცემს თუ არა რუსი მსახიობი მოგების შემთხვევაში ბინას ჯანო იზორიას?

მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე სეზონი დასასრულს უახლოვდება. ფინალში ერთმანეთის პირისპირ ორი მსახიობი - ანდრია გველესიანი და სტანისლავ ბონდარენკო დარჩნენ.

ნახევარფინალური ტურიდან ჯანო იზორიას გავარდნამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პროექტიდან ჯანოს გამოთიშვას მოჰყვა გულდაწყვეტილი მაყურებლის კომენტარები, მათ შორის ცნობილი ადამიანების, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "ბონდარენკოს არ უნდა ერგოს ბინა და ჯანო არ უნდა დადიოდეს ფოთიდან თბილისში".

დღეს კი ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალისტი რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო, გამარჯვების შემთხვევაში, მისთვის კუთვნილ ბინას ჯანო იზორიას გადასცემს. ინფორმაცია სხვადასხვა საიტზე დავით ოქიტაშვილის სახელით გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით კულტურის პალატის პრეზიდენტი განმარტებას აკეთებს:

"მეგობრებო, მინდა ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოვეხმაურო. ორაზროვნად იქნა გაგებული ჩემი კომენტარი, სტანისლავ ბონდარენკოს გეგმებთან დაკავშირებით. სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია და სათაურად დაწერეს ის, რაც უკვე არ განხორციელდება. ამაზე ტექსტში გასაგებად ვამბობდი, თუმცა ბევრი მხოლოდ სათაურს კითხულობს და აქედან გამომდინარე ატყდა ეს გაუგებრობა! მინდა ისევ განვმარტო, გუშინ დავწერე იმის შესახებ, თუ რას აპირებდა სტანისლავ ბონდარენკო მის და "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალისტების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟამდე. ისევ ვიმეორებ, სტანისლავი საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვიდა და მისთვის უჩვეულო არ იქნებოდა ეს ნაბიჯიც, თუმცა მის მიმართ აბსოლუტურად დაუმსახურებელი დამოკიდებულების შემდეგ, მისი პოზიცია ახლა ასეთია: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ნამდვილი გამარჯვებული!

ჩვენ კი დავამატებთ: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს და არა ერთეულებმა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში, თვითონ არ გააკეთებდნენ არაფერს. ახლა პროექტის ფინალში ორი უნიჭიერესი მსახიობია და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ სტანისლავსაც და ანდრიასაც. ჩვენი მხრივ, საქართველოს კულტურის პალატა, გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც დღემდე აკეთებდა ქართული კულტურის მოღვაწეებისთვის! ამჯერად კი ჯანო იზორიასთვის გააკეთებს საქმით იმას, რაზეც სხვები მხოლოდ სტატუსებად საუბრობენ!" - წერს ოქიტაშვილი ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

საკითხის გასარკვევად "ცეკვავენ ვარსკვავების" შემოქმედებით ჯგუფსაც დავუკავშირდით. შოუს ერთ-ერთი პროდიუსერი ნინო კეკელიძე AMBEBI.GE-სთან ასეთ კომენტარს აკეთებს:

- სტანისლავ ბონდარენკოს მსგავსი რამ არ უთქვამს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით, რომ მოგების შემთხვევაში, ბინას ჯანო იზორიას გადასცემს. ის ჩვეულებრივად განაგრძობს მონაწილეობას კონკურსში და ფინალში ბრძოლისთვის მაქსიმალურად ემზადება. ეს გავრცელებული ინფორმაცია, როგორც ჩანს, ვიღაცებს ხელს აძლევდათ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ:

"არ გრცხვენიაააათ?!" - თამრიკო ჭოხონელიძე ჯანო იზორიას "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გავარდნას ეხმაურება

"მიყვარხართ ყველანი, მაგრამ იმ წამს დედაზე ვფიქრობდი..." - რა მიმართვას ავრცელებს ჯანო იზორია "ცეკვავენ ვარსკვლავების" დატოვების შემდეგ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება