კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამლაგებელი 750 ლარი, მძღოლების მომსახურება - 10.138 და 6.875 ლარი " - პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ხელფასების შთამბეჭდავი სია
 "დამლაგებელი 750 ლარი, მძღოლების მომსახურება - 10.138 და 6.875 ლარი " - პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ხელფასების შთამბეჭდავი სია

2016 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 31 მარ­ტის ჩათ­ვლით პე­რი­ო­დის დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში ვკი­თხუ­ლობთ

რა არის სა­ჭი­რო, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია რომ შექ­მნა? თუ თქვენ ხართ სრულ­წლო­ვა­ნი, ხართ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, სარ­გებ­ლობთ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბით და გაქვთ სურ­ვი­ლი, და­ა­არ­სოთ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, ამ ქვე­ყა­ნა­ში გზა ხსნი­ლი გაქვთ. პარ­ტი­ის შე­საქ­მნე­ლად დიდი ძა­ლის­ხმე­ვა არ არის სა­ჭი­რო. მო­ქა­ლა­ქე­თა არა­ნაკ­ლებ 300-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფით, წი­ნას­წა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, ატა­რებთ დამ­ფუძ­ნე­ბელ ყრი­ლო­ბას. პარ­ტი­ის რე­გის­ტრა­ცია სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში ხდე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­რე­გის­ტრა­ციო მო­საკ­რე­ბე­ლი 500 ლა­რია.

სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გან­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 236 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია. 16.06.2016 ეს ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის "ახა­ლი" რე­გის­ტრა­ცი­ის თა­რი­ღია. ამ ცინ­ცხა­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ლე­მონ­ჯა­ვა გახ­ლავთ.

პარ­ტი­ე­ბის საკ­მა­ოდ გრძელ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შეხ­ვდე­ბით პროგ­რე­სის­ტულ­თა, ხალ­ხთა მე­გობ­რო­ბის, ვე­ტე­რან­თა, სპორ­ტსმენ­თა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა, ტრან­სპორ­ტელ­თა, ჰუ­მა­ნის­ტთა და უმუ­შე­ვარ­თა პარ­ტი­ებს. არ­სე­ბობს ღა­რიბ­თა დაც­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და­ვით ზე­ი­კი­ძის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით. ჩვენს ჭრელ პო­ლი­ტი­კურ პა­ლიტ­რა­ზე ფე­რე­ბი­დან მხო­ლოდ "თეთ­რე­ბი" და "ყვით­ლე­ბი", მცე­ნა­რე­ე­ბი­დან ვა­ზია ნახ­სე­ნე­ბი. ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სი­ტყვე­ბია: "სა­ქარ­თვე­ლო", "დე­მოკ­რა­ტია", "ქრის­ტი­ა­ნუ­ლი".

კა­ნონ­ში წე­რია, რომ პარ­ტი­ის შექ­მნის და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვს სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს. მო­ქა­ლა­ქე უნდა იყოს მხო­ლოდ ერთი პარ­ტი­ის წევ­რი. პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რე­ბა და გას­ვლა ნე­ბა­ყო­ფი­ლო­ბი­თია. და­უშ­ვე­ბე­ლია პარ­ტი­ის წევ­რო­ბის შე­ზღუდ­ვა რა­სის, ენის, სქე­სის, კა­ნის ფე­რის და რე­ლი­გი­ის, ქო­ნებ­რი­ვი და წო­დებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რად გა­ი­გო­ნებთ ხუმ­რო­ბას "პო­ლი­ტი­კურ პარ­ტია უნდა შევ­ქმნა". რა­ტომ მოხ­და ამ თე­მის გა­შარ­ჟე­ბა 4-მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნა­ში 236 პარ­ტი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­დეგ, სა­კი­თხა­ვი აღარ არის. სა­მა­გი­ე­როდ, შეგ­ვიძ­ლია თავი ვი­ნუ­გე­შოთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ევ­რო­პა­ში პირ­ვე­ლო­ბას არა­ვის ვუთ­მობთ.

სა­ხელ­მწი­ფოს მიერ პარ­ტი­ე­ბის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­ფი­ნან­სე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რე­გუ­ლირ­დე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან პარ­ტი­ის­თვის გა­სა­ნა­წი­ლებ­ლად გა­მო­ყო­ფილ თან­ხას პირ­და­პირ იღებს სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ის პარ­ტია, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და არ­ჩევ­ნებ­ში და მი­ი­ღო ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 3% ან მეტი.

დღეს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბას 11 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია იღებს. ეს პარ­ტი­ე­ბი და მათ­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა (ცსკ-ის მო­ნა­ცე­მე­ბით) შემ­დეგ­ნა­ი­რად ნა­წილ­დე­ბა.

ყვე­ლა პარ­ტია ყო­ვე­ლი წლის 1-ელ თე­ბერ­ვლამ­დე სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს უგ­ზავ­ნის გა­სუ­ლი წლის სა­ფი­ნან­სო დეკ­ლა­რა­ცი­ას აუ­დი­ტო­რის დას­კვნას­თან ერ­თად. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აი­სა­ხე­ბა პარ­ტი­ის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი და გა­სა­ვა­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი და ლი­დერ­თა ხელ­ფა­სე­ბი, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც 160-ლა­რი­ა­ნი პენ­სია გა­ი­ცე­მა და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ასა­კის მა­მა­კა­ცის სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი 160 ლარი და 60 თეთ­რია, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მე­დი სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ იმ­ყო­ფე­ბა, შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

2016 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 31 მარ­ტის ჩათ­ვლით პე­რი­ო­დის დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

პარ­ტი­ის "მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს" შე­მო­სა­ვა­ლი ფუ­ლა­დი სა­ხით 185.088 ლა­რია. სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა 160.611 ლარს შე­ად­გენს. ხოლო სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა 180.338 ლა­რია. პარ­ტი­ას არ აქვს სა­წევ­რო შე­ნა­ტა­ნე­ბი და შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი. სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის რე­ფორ­მე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის ცენ­ტრი­დან 19.727 ლარს იღებს. ლი­დე­რის ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძის ხელ­ფა­სი 16.500 ლა­რია. ირაკ­ლი ტყე­მა­ლა­ძე (სპე­ცი­ა­ლის­ტი) 14. 000 ლარს იღებს, ხოლო აპა­რა­ტის უფ­რო­სი მა­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძე - 13.750 ლარს. დამ­ლა­გებ­ლის შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა 750 ლა­რია. პარ­ტი­ის მომ­სა­ხუ­რე მძღოლ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბა კი 10.138 და 6.875 ლარს შე­ად­გენს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" შე­მო­სა­ვა­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფონ­დის სახ­სრე­ბის გარ­და 127.581 ლა­რია. სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა 127.474 ლარი. სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბა 127.474 ლარი. სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფონ­დის შე­მო­სა­ვა­ლი 11.454 ლარი. სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის რე­ფორ­მე­ბი­სა და სწავ­ლე­ბის ცენ­ტრი­დან 19.727 ლარს იღე­ბენ. ხელ­ფა­სებ­ზე 11.250 ლარს გას­ცე­მენ. სა­ხელ­ფა­სო გრა­ფა­ში მხო­ლოდ 2 პი­როვ­ნე­ბაა მი­თი­თე­ბუ­ლი, ბუ­ღალ­ტე­რი 7.500-ლა­რი­ა­ნი ანა­ზღა­უ­რე­ბით და მძღო­ლი 3.750 ლარი. პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბის და წევ­რე­ბის ხელ­ფა­სე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად იხი­ლეთ ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დამლაგებელი 750 ლარი, მძღოლების მომსახურება - 10.138 და 6.875 ლარი " - პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ხელფასების შთამბეჭდავი სია

 "დამლაგებელი 750 ლარი, მძღოლების მომსახურება - 10.138 და 6.875 ლარი " - პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ხელფასების შთამბეჭდავი სია

2016 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდის დეკლარაციებში ვკითხულობთ

რა არის საჭირო, პოლიტიკური პარტია რომ შექმნა? თუ თქვენ ხართ სრულწლოვანი, ხართ საქართველოს მოქალაქე, სარგებლობთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებით და გაქვთ სურვილი, დააარსოთ პოლიტიკური პარტია, ამ ქვეყანაში გზა ხსნილი გაქვთ. პარტიის შესაქმნელად დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო. მოქალაქეთა არანაკლებ 300-კაციანი ჯგუფით, წინასწარი ნებართვის გარეშე, ატარებთ დამფუძნებელ ყრილობას. პარტიის რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ხდება. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სარეგისტრაციო მოსაკრებელი 500 ლარია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოს მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 236 პოლიტიკური პარტია. 16.06.2016 ეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების "ახალი" რეგისტრაციის თარიღია. ამ ცინცხალი პარტიის თავმჯდომარე გიორგი ლემონჯავა გახლავთ.

პარტიების საკმაოდ გრძელ ჩამონათვალში შეხვდებით პროგრესისტულთა, ხალხთა მეგობრობის, ვეტერანთა, სპორტსმენთა, ინტელექტუალთა, ტრანსპორტელთა, ჰუმანისტთა და უმუშევართა პარტიებს. არსებობს ღარიბთა დაცვის გაერთიანება დავით ზეიკიძის თავმჯდომარეობით. ჩვენს ჭრელ პოლიტიკურ პალიტრაზე ფერებიდან მხოლოდ "თეთრები" და "ყვითლები", მცენარეებიდან ვაზია ნახსენები. ყველაზე პოპულარული სიტყვებია: "საქართველო", "დემოკრატია", "ქრისტიანული".

კანონში წერია, რომ პარტიის შექმნის და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს. მოქალაქე უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი. პარტიაში გაწევრება და გასვლა ნებაყოფილობითია. დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა რასის, ენის, სქესის, კანის ფერის და რელიგიის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ბოლო პერიოდში ხშირად გაიგონებთ ხუმრობას "პოლიტიკურ პარტია უნდა შევქმნა". რატომ მოხდა ამ თემის გაშარჟება 4-მილიონიან ქვეყანაში 236 პარტიის არსებობის შემდეგ, საკითხავი აღარ არის. სამაგიეროდ, შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ, რომ პოლიტიკური პარტიების რაოდენობით ევროპაში პირველობას არავის ვუთმობთ.

სახელმწიფოს მიერ პარტიების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე რეგულირდება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას პირდაპირ იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების 3% ან მეტი.

დღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას 11 პოლიტიკური პარტია იღებს. ეს პარტიები და მათთვის გამოყოფილი თანხა (ცსკ-ის მონაცემებით) შემდეგნაირად ნაწილდება.

ყველა პარტია ყოველი წლის 1-ელ თებერვლამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის დასკვნასთან ერთად. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი და გასავალი.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების შემოსავალი და ლიდერთა ხელფასები, ქვეყანაში, სადაც 160-ლარიანი პენსია გაიცემა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 160 ლარი და 60 თეთრია, სადაც მოსახლეობის მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, შთამბეჭდავად გამოიყურება.

2016 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდის დეკლარაციებში ვკითხულობთ:

პარტიის "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" შემოსავალი ფულადი სახით 185.088 ლარია. საბიუჯეტო დაფინანსება 160.611 ლარს შეადგენს. ხოლო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა 180.338 ლარია. პარტიას არ აქვს საწევრო შენატანები და შემოწირულობები. საარჩევნო სისტემის განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 19.727 ლარს იღებს. ლიდერის ზურაბ ტყემალაძის ხელფასი 16.500 ლარია. ირაკლი ტყემალაძე (სპეციალისტი) 14. 000 ლარს იღებს, ხოლო აპარატის უფროსი მარინე წულუკიძე - 13.750 ლარს. დამლაგებლის შრომითი ანაზღაურება 750 ლარია. პარტიის მომსახურე მძღოლთა ანაზღაურება კი 10.138 და 6.875 ლარს შეადგენს.

"ქართული ოცნების" შემოსავალი საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა 127.581 ლარია. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა 127.474 ლარი. საბიუჯეტო დაფინანსება 127.474 ლარი. საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავალი 11.454 ლარი. საარჩევნო სისტემის განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 19.727 ლარს იღებენ. ხელფასებზე 11.250 ლარს გასცემენ. სახელფასო გრაფაში მხოლოდ 2 პიროვნებაა მითითებული, ბუღალტერი 7.500-ლარიანი ანაზღაურებით და მძღოლი 3.750 ლარი. პოლიტიკური პარტიების ლიდერების და წევრების ხელფასების შესახებ დეტალურად იხილეთ ბმულზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."