10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კანონიერი ქურდი - მოვისმინე გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ საქართველოში არჩევნებამდე ასეთი საბოტაჟების მოწყობას გეგმავენ
ე.წ. კანონიერი ქურდი - მოვისმინე გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ საქართველოში არჩევნებამდე ასეთი საბოტაჟების მოწყობას გეგმავენ

ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით გერ­ლი­ა­ნი-ჩა­ჩი­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მან ოდე­სის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის სა­უ­ბა­რი მო­ის­მი­ნა, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის გა­მოშ­ვე­ბით სა­ბო­ტა­ჟის მო­წყო­ბას აპი­რე­ბენ. ამის შე­სა­ხებ და­ვით გერ­ლი­ან­მა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და. რო­გორც გერ­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ის უკ­რა­ი­ნი­დან პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­ა­ძე­ვეს.

"როცა ადა­მი­ანს დე­პორ­ტა­ცი­ას უკე­თე­ბენ, უნდა იყოს წარ­დგე­ნი­ლი მე­ო­რე ქვეყ­ნის­თვის სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია, რაც ჩემს შემ­თხვე­ვა­ში არ მომ­ხდა­რა. მე გა­მი­ტა­ცეს რეს­ტორ­ნი­დან და ჩამ­სვეს თვითმფრი­ნავ­ში. მა­ინ­ტე­რე­სებს, თუ გივი თარ­გა­მა­ძემ იცო­და, რომ მე და­ნა­შა­უ­ლი მქონ­და ჩა­დე­ნი­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში მოვ­დი­ო­დი, რა­ტომ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა ეს თუნ­დაც პო­ლი­ცი­ას. მგო­ნი ეს მსუ­ბუ­ქი და­ნა­შა­უ­ლია, რო­მე­ლიც მან ჩა­ი­დი­ნა. გარ­და ამი­სა, სა­ნამ თვითმფრი­ნავ­ში ჩამ­სვავ­დნენ, გა­ვი­გო­ნე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­უ­ბა­რი, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, 223-ე მუხლს (ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა) მი­სა­და­გე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი­დევ უნდა გა­უშ­ვან სა­ქარ­თვე­ლო­ში და მო­ა­წყონ სა­ბო­ტა­ჟი. მინ­და ვთქვა, რომ ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით გერ­ლი­ან­მა.

ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, ის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა და უკ­ვირს, რო­გორ მოხ­და მისი დე­პორ­ტა­ცია სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­დან. ის მი­იჩ­ნევს, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებს აქვს ად­გი­ლი. რო­გორც და­ვით ჩა­ჩი­ბა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, ის მხატ­ვა­რია და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში და­დის პე­ი­ზა­ჟე­ბის და­სა­ხა­ტად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ე.წ. კანონიერი ქურდი - მოვისმინე გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ საქართველოში არჩევნებამდე ასეთი საბოტაჟების მოწყობას გეგმავენ

ე.წ. კანონიერი ქურდი - მოვისმინე გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ საქართველოში არჩევნებამდე ასეთი საბოტაჟების მოწყობას გეგმავენ

ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას ინფორმაციით, უკრაინაში დაკავების შემდეგ მან ოდესის პოლიციის უფროსის საუბარი მოისმინა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში არჩევნებამდე ე.წ. კანონიერი ქურდების გამოშვებით საბოტაჟის მოწყობას აპირებენ. ამის შესახებ დავით გერლიანმა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც გერლიანმა აღნიშნა, ის უკრაინიდან პროცედურების დარღვევით გამოაძევეს.

"როცა ადამიანს დეპორტაციას უკეთებენ, უნდა იყოს წარდგენილი მეორე ქვეყნისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რაც ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა. მე გამიტაცეს რესტორნიდან და ჩამსვეს თვითმფრინავში. მაინტერესებს, თუ გივი თარგამაძემ იცოდა, რომ მე დანაშაული მქონდა ჩადენილი და საქართველოში მოვდიოდი, რატომ არ შეატყობინა ეს თუნდაც პოლიციას. მგონი ეს მსუბუქი დანაშაულია, რომელიც მან ჩაიდინა. გარდა ამისა, სანამ თვითმფრინავში ჩამსვავდნენ, გავიგონე გია ლორთქიფანიძის საუბარი, რომ არჩევნებამდე, 223-ე მუხლს (ქურდული სამყაროს წევრობა) მისადაგებული ადამიანები კიდევ უნდა გაუშვან საქართველოში და მოაწყონ საბოტაჟი. მინდა ვთქვა, რომ ასეთ ადამიანებთან საქართველოს მთავრობას არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა დავით გერლიანმა.

ე.წ. კანონიერ ქურდობაში ბრალდებულის განმარტებით, ის უკრაინის მოქალაქეა და უკვირს, როგორ მოხდა მისი დეპორტაცია საკუთარი ქვეყნიდან. ის მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეში პოლიტიკურ თამაშებს აქვს ადგილი. როგორც დავით ჩაჩიბაიამ აღნიშნა, ის მხატვარია და ევროპის ქვეყნებში დადის პეიზაჟების დასახატად.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ