14 ივნისს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ ლიტვაში. ისინი დაბინავდნენ ვილნიუსის ერთ-ერთ სასტუმროში. იმავე დღეს გამართეს შეხვედრები სხვადასხვა დონეზე.
15 ივნისს, შუადღეს, როცა თამაზ მეჭიაური გამოსვლას აპირებდა სასტუმროდან, გონება დაებინდა და იატაკზე დაეცა სახით. როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს, ამ მდგმარეობაში ნახა კომიტეტის აპარატის უფროსმა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება.
ექიმების დახმარების შემდეგ თამაზ მეჭიაური გონს მოვიდა. ისინი ითხოვდნენ სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანას. თუმცა დეპუტატმა ამაზე უარი განაცხადა, მკურნალობა განაგრძო სასტუმროს ნომერში, შემდეგ კი გადმოფრინდა თბილისში. იგივე წყაროს ცნობით, თამაზ მეჭიაურს სახეზე და გულ-მკერდის არეში აღენიშნება დაჟეჟილობები, ის სავარაუდოდ მოწამლეს.
"ამბები.გე" აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებს და დეპუტატის კომენტარს უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.