იუმორისტი გიორგი ჯანელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აჭარის, რუსთავის, ქუთაისისა და მცხეთის იუსტიციის სახლებში გაგონილი ფრაზების კრებულს აქვეყნებს:
ID ბარათის აჭარული სახელები: Hp ბარათი, Ipod ბარათი, აიდუ ბარათი, აიბი ბარათი, აუდიბარათი, აივ ბარათი, დუბაიბარათი
საკონსულტაციო სივრცეში:
ქალიშვილობის აღდგენა მინდა (ქალიშვილობის გვარის დაბრუნება)
ამონაგდების ამოღება მინდა
პირველი სიღრმე
გაფორმების და სახლის დვიჟენიის ამბებში სად უნდა მივიდე
ბანკში მინდა ფულის დაწვენა
აქ ხურდა ყველანაირი წადის?
მეტრულის აღება მინდა (დაბ. მოწმობა)
მაღაზია არ არი აქანე, სავარცხელი რო ვიყიდო? (ფოტოჯიხურში)
მესამე საერო სივრცეში მინდა
მე ეხლა ფაქტიურად ჰაეროვანი ვარ (იგულისხმება არსად არ ვარ ჩაწერილი)
ეს ნომერი მე გადამახტა
მეჩიკი (მესიჯი) მომივიდა და გიმიშვი სადმე
ბავშვის მიდრეკა (დაბ. მოწმობა)
მზა პროდუქციის გატანა მინდა
სოციალისტური დახმარება მინდა
ამობერტყე ერთი ბილეთი!
ამ ბარათით თურქეთში მარტო გადასვლა შეიძლება თუ გადმოსვლაც?
ბინიდან მინდა ამოვყარო არასასურველი ხალხი
მესამე სიგრძეში ხალხის ამოწერვა მინდა
საქალაქთაშორისო პასპორტი
მესამე სვეტში მინდა
მესამე დერეფანი/მესამე სექტორი/სექტა/მეორე კორპუსი
ოსმალეთში მინდა გადასვლა
სახელი და გვარი სიტყვიერად დავწერო?
დიდი პასპორტი
თურქული პასპორტი
თურქეთში გათხოვება მინდა და მაგის საბუთი მინდა
შეყრა-გაყრა აქ სადაა?
პირადობის პასპორტი მინდა
ცოლისა და ჩემი იმის გატარების საბუთი მინდა
მვდ-ს პასპორტი მინდა
პასპორტის დატევა მინდა
პირველი ხელის მოწერა უფასოა?
მინდა ცნობა, რომ არ ვიყავი გათხოვილი, არ ვარ და არ ვაპირებ
ქმარი არ ყავს, ხელი არყავს და ცნობა მინდა, რომ ქმარი არ ყავს
ჩუქნების ის მინდა
ცნობა მინდა სიკვტილიანობის
ქუთაისის და რუსთავის იუსტიციის სახლებიდან:
კატარღის ცნობა მინდა - ყადაღის არარსებობის შესახებ ცნობა
დიდ მეწარმის გაცოცხლების საბუთი - ინდ.მეწარმეობის განახლება
ცეცხლოვანი ხაზის ნომერი მინდა - ცხელი ხაზი
უკაცრავად, გასვლაზეც ბილეთი უნდა ავიღო?
ლაითი ბარათი მინდა ავიღო - ID ბარათი
გასათხოვარი რომ ვარ იმის ცნობა მინდა - ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ
ბავშვის ასლი მინდა - განმეორებითი დაბ. მოწმობა
ფენოვანი პირადობა - ID ბარათი
რუსთავის იუსტიციის სახლში გაგონილი:
უარი მინდა საქართველოზე (მოქალაქეობაზე უარის თქმა)
ცოლის მოყვანა მინდა და ვის მივმართო? (ქორწინების რეგისტრაცია)
ბავშვის გატარებაზე ვარ (დაბადების მოწმობის აღება)
გეომეტრიული/კოსმოსური/ანატომიური სურათი მინდა (ბიომეტრიული სურათი)
უსამართლობას თქვენთან იძლევიან? (ნასამართლეობის ცნობის აღება)
მოსაკითხად ვარ მოსული (საბუთის გასატანად)
ხელი გვინდა მივაჯღაბნოთ (ქორწინების რეგისტრაცია)
პასპორტი მაქვს ასაღები და სად მოვკალათდე?
სია მინდა ჩემი მტრების, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უნდა
მოვაწერინო ხელშეკრულებაზე ხელი - ამბობს მოქალაქე
ჩემს მეგობარს ვადა გაუვიდა (პასპორტს გაუვიდა ვადა)
კატარაქტის ცნობა მინდა (იგულისხმება ყადაღის ცნობა)
ჩემი ცოლი ძალით გახადეს ინდ.მეწარმე, შეიძლება ქალი ძალით გახადოო? კაცო, ჩემი ცოლი ძალით გახადეს გეუბნებით მე თქვენ
უკაცრავად, ბავშვის გასაკეთებლად ვარ, თქვენ უნდა მოგმართოთ? (დაბადების მოწმობა სურდა აღელვებულ ახალბედა მამას)
მცხეთის საპასპორტოში გაგონილები:
- რას ქვია სხვა გვარი ვარ. ჩემი გვარს ნუ მასწავლი შენ.
- აქ მიჩვენებს რო . . . .-შვილი ხართ.
- ა, ხო ქმრის გვარზე გადავედი შარშან.
- გუშინ რო ვიყავი, იმ საქმეზე ვარ, ოღონდ თქვენ არ იყავით სხვა გოგო იჯდა.
- არ წერს უკუღმა ბატონო, ეგრე უნდა იყოს.
- რომ შემოხვალთ კარი დახურეთ, ყველას ცალ-ცალკე უნდა გითხრათ?... პრინციპში სხვა რა გზა მაქვს?!
- რატო ბლატაობთ, მოქალაქევ?
- (რიგში) მთავარია ამის (რაღაც მოწმობის) ნამდვილობაზე დავითანხმოთ და მერე მე ვიცი.
- თქვენ ასე წერთ საერთოდ? (ძაან შეშფოთებული სახით)
- ვერცხლისფერი ოპელი ვისია? . . . ა, იყოს, იყოს, ჩემსას გავწევ.
- მუხრანის დამისამართება მოხდა შარშან, თქვენ მოგენიჭათ კონკრეტული მისამართი და ის მისამართი უნდა მიუთითოთ.
- (რიგში იქვე ვიღაც) მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორ გააწამონ ხალხი.
- (დახლთან) ბოლო ვინ არის?
- მობრძანდით (გაიწია)
- დაგელოდებით
- მობრძანდით, მე აქედან ვეჭორავები.
- ეხლა რა პასპორტიც გაქვთ ის გაგიუქმდებათ და ერთი კვირა უპასპორტოდ იქნებით.
- იყოს. მოვითმენ ერთი კვირა (ორივემ გაიცინა)
- (70-ს გადაშორებული კაცი) ამ კონვერტით რა მოყვება?
- პიროვნების აუთენტიფიკაციის . . .
- გასაგებია.
(შეაგროვა ნანა ვახტანგიშვილმა)