გოგირდის აბანოების თანამშრომლებს, რომლებიც აბანოთუბანში აქციას მართავდნენ, პოლიციამ გზის გადაკეტვის უფლება არ მისცა.
აქციის მონაწილეები გოგირდის აბანოებისთვის დაწესებულ ტარიფებს აპროტესტებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბანოთუბანში აქციაზე 2 პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 და 166 მუხლით ედებათ ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.