პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"13 წლის ნანატრ, ერთადერთ შვილს ღმერთი არ წამართმევს" - უმძიმესი დიაგნოზი და დედა, რომელიც 23 წლის ვაჟის გადარჩენისთვის იბრძვის
"13 წლის ნანატრ, ერთადერთ შვილს ღმერთი არ წამართმევს" - უმძიმესი დიაგნოზი და დედა, რომელიც 23 წლის ვაჟის გადარჩენისთვის იბრძვის

არა­ფე­რია მძი­მედ ავად­მყო­ფი შვი­ლის დე­დას­თან შეხ­ვედ­რა­ზე მძი­მე, ცრემ­ლით ამო­შა­ვე­ბუ­ლი თვა­ლე­ბის და­ნახ­ვა­ზე სა­კუ­თა­რი უძ­ლუ­რე­ბა გახ­რჩობს - როცა ნუ­გე­შის გარ­და არა­ფე­რი შე­გიძ­ლია... თუმ­ცა რა ნუ­გეშ­მა უნდა გაჭ­რას 23 წლის გი­ორ­გი წიკ­ლა­უ­რის დე­დას­თან, რო­მელ­საც ერთი კვი­რის წინ ყვე­ლა შე­ნატ­რო­და, - რა კარ­გი შვი­ლი გყავ­სო; ახლა თა­ვად შე­ნატ­რის ყვე­ლას, რად­გან მათ ჯან­მრთე­ლად ჰყავთ შვი­ლე­ბი; მის ერ­თა­დერთ გი­ორ­გის კი სა­წო­ლი­დან წა­მოდ­გო­მა უჭირს, - ექი­მებ­მა მწვა­ვე ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

მო­ბუ­ზუ­ლი ვე­ლო­დე­ბო­დი სა­ა­ვად­მყო­ფოს მი­სა­ღებ­ში გი­ორ­გის დე­დას, ნა­თე­ლა წი­ქა­რიშ­ვილს… თა­ვად გი­ორ­გის­თან პა­ლა­ტა­ში არ ამიშ­ვეს და დე­და­მი­სი უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო ჩემ­თან... მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდა, დარ­დით გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი, შრო­მით დაღ­ლი­ლი ხე­ლე­ბი კალ­თა­ზე და­ი­წყო და ტკი­ვი­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით მო­მა­ჩერ­და...

- გი­ორ­გი რო­გორ არის, იცის დი­აგ­ნო­ზი?

- იცის, თა­ვად უნ­დო­და რომ სცოდ­ნო­და. ყო­ველ­თვის ასე­თი იყო, - ყო­ველ­თვის ყვე­ლაფ­რის ცოდ­ნა უნდა.

- მერე?

- რომ მო­ის­მი­ნა, ჩემ­კენ გა­მო­ი­ხე­და: ნუ გე­ში­ნია, დედა, გა­ვუძ­ლებ­თო! ვიდ­რე მას ეტყოდ­ნენ, მე და­მი­ძა­ხა ექიმ­მა: - შენი შვი­ლის სის­ხლის ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ, არ არის კარ­გი ამ­ბა­ვი, მაგ­რამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა გი­თხრა, მწვა­ვე ლე­ი­კე­მია აქ­ვსო. უცებ და­მე­ბინ­და გო­ნე­ბა, არ მახ­სოვს ექი­მი რას მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, ბო­ლოს რა­საც მოვ­კა­რი ყური ეს სი­ტყვე­ბი იყო: შენი შვი­ლი მეც არ მე­მე­ტე­ბა ამის­თვის, მაგ­რამ რად­გან ასეა, ახლა ტი­რი­ლის დრო არ არის, გი­ორ­გის სი­ცო­ცხლე დღე­ებ­ზე კი არა, შე­იძ­ლე­ბა სა­ა­თებ­ზე და წუ­თებ­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ შვე­ლა შე­იძ­ლე­ბა, სას­წარ­ფოდ უნდა მო­ვაძ­ლი­ე­როთ და ქი­მი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბი და­ვი­წყო­თო. სი­ტყვა "ქი­მი­ამ" სულ მომ­კლა... ეს რო­გორ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, რა მო­უ­ვი­და ჩემს შვილს, - 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვნატ­რობ­დი, 13 წელი ვეხ­ვე­წე­ბო­დი უფალს, - შვი­ლი მა­ჩუ­ქე-მეთ­ქი და როცა მა­ჩუ­ქა, ისე გა­მოვ­ზარ­დეთ მე და მა­მა­მის­მა, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მის­ხა­ლი არა­ფე­რი დაგ­ვიკ­ლია... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"13 წლის ნანატრ, ერთადერთ შვილს ღმერთი არ წამართმევს" - უმძიმესი დიაგნოზი და დედა, რომელიც 23 წლის ვაჟის გადარჩენისთვის იბრძვის

"13 წლის ნანატრ, ერთადერთ შვილს ღმერთი არ წამართმევს" - უმძიმესი დიაგნოზი და დედა, რომელიც 23 წლის ვაჟის გადარჩენისთვის იბრძვის

არაფერია მძიმედ ავადმყოფი შვილის დედასთან შეხვედრაზე მძიმე, ცრემლით ამოშავებული თვალების დანახვაზე საკუთარი უძლურება გახრჩობს - როცა ნუგეშის გარდა არაფერი შეგიძლია... თუმცა რა ნუგეშმა უნდა გაჭრას 23 წლის გიორგი წიკლაურის დედასთან, რომელსაც ერთი კვირის წინ ყველა შენატროდა, - რა კარგი შვილი გყავსო; ახლა თავად შენატრის ყველას, რადგან მათ ჯანმრთელად ჰყავთ შვილები; მის ერთადერთ გიორგის კი საწოლიდან წამოდგომა უჭირს, - ექიმებმა მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

მობუზული ველოდებოდი საავადმყოფოს მისაღებში გიორგის დედას, ნათელა წიქარიშვილს… თავად გიორგისთან პალატაში არ ამიშვეს და დედამისი უნდა ჩამოსულიყო ჩემთან... მალევე გამოჩნდა, დარდით განახევრებული, შრომით დაღლილი ხელები კალთაზე დაიწყო და ტკივილიანი თვალებით მომაჩერდა...

- გიორგი როგორ არის, იცის დიაგნოზი?

- იცის, თავად უნდოდა რომ სცოდნოდა. ყოველთვის ასეთი იყო, - ყოველთვის ყველაფრის ცოდნა უნდა.

- მერე?

- რომ მოისმინა, ჩემკენ გამოიხედა: ნუ გეშინია, დედა, გავუძლებთო! ვიდრე მას ეტყოდნენ, მე დამიძახა ექიმმა: - შენი შვილის სისხლის ანალიზის შედეგები მივიღეთ, არ არის კარგი ამბავი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა გითხრა, მწვავე ლეიკემია აქვსო. უცებ დამებინდა გონება, არ მახსოვს ექიმი რას მელაპარაკებოდა, ბოლოს რასაც მოვკარი ყური ეს სიტყვები იყო: შენი შვილი მეც არ მემეტება ამისთვის, მაგრამ რადგან ასეა, ახლა ტირილის დრო არ არის, გიორგის სიცოცხლე დღეებზე კი არა, შეიძლება საათებზე და წუთებზეც არის დამოკიდებული, მაგრამ შველა შეიძლება, სასწარფოდ უნდა მოვაძლიეროთ და ქიმიის პროცედურები დავიწყოთო. სიტყვა "ქიმიამ" სულ მომკლა... ეს როგორ უნდა მომხდარიყო, რა მოუვიდა ჩემს შვილს, - 13 წლის განმავლობაში ვნატრობდი, 13 წელი ვეხვეწებოდი უფალს, - შვილი მაჩუქე-მეთქი და როცა მაჩუქა, ისე გამოვზარდეთ მე და მამამისმა, რომ მისი ჯანმრთელობისთვის მისხალი არაფერი დაგვიკლია...  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი