პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...სწორედ იმ მანქანის მძღოლის ოჯახის სახლი იწვოდა, რომელიც სახანძროს გზას არ უთმობდა" - უცნობი მაშველის დღიური (გაგრძელება)
"...სწორედ იმ მანქანის მძღოლის ოჯახის სახლი იწვოდა, რომელიც სახანძროს გზას არ უთმობდა" - უცნობი მაშველის დღიური (გაგრძელება)

...სა­ღა­მო­ო­ბით მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი ფრენ­ბურთს ვთა­მა­შობთ ხოლ­მე, შიდა ტურ­ნი­რე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. იმ სა­ღა­მო­საც ვთა­მა­შობ­დით, როცა შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და - კუ­კი­ა­ზე კერ­ძო სახ­ლი იწ­ვო­და. სას­წრა­ფოდ გა­ვე­დით გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე. და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლად სულ ცოტა გვაკ­ლდა, რო­დე­საც ჩვენს წინ მი­მა­ვალ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა გზა ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩაგ­ვი­კე­ტა და გას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლობ­ლო­ბას არ გვაძ­ლევ­და. საყ­ვი­რე­ბი, სა­ა­ვა­რიო სიგ­ნა­ლე­ბი, ციმ­ცი­მე­ბი - სა­ხან­ძრო მან­ქა­ნის ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნეთ, რომ რო­გორ­მე წინ მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნის მძღო­ლის ყუ­რა­დღე­ბა მიგ­ვექ­ცია და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­მა­ვა­ლი სა­ხან­ძროს­თვის გზა და­ეთ­მო. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არც თუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

რო­გორც იქნა, გა­ვას­წა­რით ჩვენ წინ მი­მა­ვალ ავ­ტო­მო­ბილს და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე მი­ვე­დით. და­ვი­ნა­ხეთ, რომ სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი იწ­ვო­და.

15-20 კვად­რა­ტულ მეტრზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზა­ცია მა­ლე­ვე მო­ვა­ხერ­ხეთ და გავ­რცე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ვე­ცით. ხან­ძა­რი მა­ლე­ვე ჩა­ვაქ­რეთ და დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ სწო­რედ იმ მან­ქა­ნის მძღო­ლის ოჯა­ხის წევ­რის სახ­ლი იწ­ვო­და, რო­მე­ლიც გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­მა­ვალ სა­ხან­ძროს გზას არ უთ­მობ­და. ბე­დის ირო­ნი­აა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ასეც ხდე­ბა ხოლ­მე, ამი­ტომ ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნი­სას, იქ­ნებ ერთი წა­მით მა­ინც დავ­ფიქ­რდეთ იმა­ზე, რომ გა­სა­ჭირ­ში შე­საძ­ლოა, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ...

მახ­სოვს, როცა პირ­ვე­ლად ვნა­ხე დამ­წვა­რი ადა­მი­ა­ნი. ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სი­ცო­ცხლეც ხან­ძარ­მა შე­ი­წი­რა. მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო მთლი­ა­ნათ დამ­წვა­რი სხე­უ­ლი - არ­ცერ­თი ცო­ცხა­ლი უჯრე­დი, მხო­ლოდ სი­ლუ­ე­ტი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და იმ ოთახ­ში შეს­ვლა, სა­დაც დამ­წვა­რი მა­მა­კა­ცის სხე­უ­ლი ეს­ვე­ნა, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი რა­დაც არ უნდა დამ­ჯდო­მო­და, ცხე­და­რი გა­მოგ­ვეს­ვე­ნე­ბი­ნა, რათა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ეყ­ვა­ნათ. დამ­წვა­რი სხე­უ­ლის მდე­ბა­რე­ო­ბით მივ­ხვდით, რომ მა­მა­კა­ცი თვით­მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში სკამ­ზე იჯდა, ფე­ხე­ბი სა­წოლ­ზე შე­მო­ე­წყო და მო­კუნ­ტუ­ლი­ყო. იტა­ლი­უ­რი ეზოს სარ­და­ფის პა­ტა­რა ოთახ­ში ბენ­ზი­ნი გა­და­უს­ხამს და თავი და­უწ­ვავს. ასე­თი სას­ტი­კი თვით­მკვლე­ლო­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი ჩვენ­თვის უც­ნო­ბი დარ­ჩა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ეს უკი­დუ­რეს­მა სი­ღა­რი­ბემ ჩა­ა­დე­ნი­ნა.

მა­შინ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დამ­ჭირ­და, რომ ყვე­ლა ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და­მეძ­ლია, რაც ნა­წილ-ნა­წილ დაშ­ლი­ლი სხე­უ­ლის გა­დას­ვე­ნე­ბას ახ­ლავს თან. დე­ტა­ლებ­ში არ ჩა­ვალ, რად­გან სი­ტყვე­ბი­თაც კი მძი­მეა იმის გად­მო­ცე­მა, რისი გა­და­ტა­ნაც იმ დღეს მო­მიხ­და. თუმ­ცა, მას შემ­დეგ ჩემს პრო­ფე­სი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი ეტა­პის ათ­ვლა და­ი­წყო, როცა უკვე მე­ხან­ძრის უნა­რებ­თან ერ­თად მაშ­ვე­ლის უნა­რე­ბიც შე­ვით­ვი­სე და მზად ვი­ყა­ვი არა მხო­ლოდ ხან­ძა­რი ჩა­მექ­რო, არა­მედ სხვა­დას­ხვა მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­და­მერ­ჩი­ნა... ამა­ზე, ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით...

წა­ი­კი­თხეთ დღი­უ­რის და­ნარ­ჩე­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბი:

"სა­ო­ცა­რი სუ­რა­თი ვი­ხი­ლე: ქა­ლის სხე­უ­ლის ქვეშ უგო­ნოდ მყო­ფი ბავ­შვი იწვა" - უც­ნო­ბი მაშ­ვე­ლის დღი­უ­რი (გაგ­რძე­ლე­ბა)

უც­ნო­ბი მაშ­ვე­ლის დღი­უ­რი: "გაკ­ვამ­ლულ პა­ლა­ტა­ში... ვი­პო­ვეთ პა­ცი­ენ­ტი და ექი­მი, რო­მე­ლიც ხე­ლოვ­ნუ­რი სუთ­ქვით აცო­ცხლებ­და ახ­ლად­ნა­ო­პე­რა­ცი­ევს..."

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"...სწორედ იმ მანქანის მძღოლის ოჯახის სახლი იწვოდა, რომელიც სახანძროს გზას არ უთმობდა" - უცნობი მაშველის დღიური (გაგრძელება)

"...სწორედ იმ მანქანის მძღოლის ოჯახის სახლი იწვოდა, რომელიც სახანძროს გზას არ უთმობდა" - უცნობი მაშველის დღიური (გაგრძელება)

...საღამოობით მეხანძრე-მაშველები ფრენბურთს ვთამაშობთ ხოლმე, შიდა ტურნირებისთვის ვემზადებით. იმ საღამოსაც ვთამაშობდით, როცა შეტყობინება შემოვიდა - კუკიაზე კერძო სახლი იწვოდა. სასწრაფოდ გავედით გამოძახებაზე. დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად სულ ცოტა გვაკლდა, როდესაც ჩვენს წინ მიმავალმა ავტომობილმა გზა ფაქტობრივად, ჩაგვიკეტა და გასწრების შესაძლებლობლობას არ გვაძლევდა. საყვირები, საავარიო სიგნალები, ციმციმები - სახანძრო მანქანის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ, რომ როგორმე წინ მიმავალი მანქანის მძღოლის ყურადღება მიგვექცია და გამოძახებაზე მიმავალი სახანძროსთვის გზა დაეთმო. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები არც თუ იშვიათად ხდება.

როგორც იქნა, გავასწარით ჩვენ წინ მიმავალ ავტომობილს და დანიშნულების ადგილამდე მივედით. დავინახეთ, რომ სახლის სახურავი იწვოდა.

15-20 კვადრატულ მეტრზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია მალევე მოვახერხეთ და გავრცელების საშუალება არ მივეცით. ხანძარი მალევე ჩავაქრეთ და დეტალების გარკვევისას აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ მანქანის მძღოლის ოჯახის წევრის სახლი იწვოდა, რომელიც გამოძახებაზე მიმავალ სახანძროს გზას არ უთმობდა. ბედის ირონიაა, მაგრამ სამწუხაროდ ასეც ხდება ხოლმე, ამიტომ ასეთ შემთხვევებში გულგრილი დამოკიდებულების გამოჩენისას, იქნებ ერთი წამით მაინც დავფიქრდეთ იმაზე, რომ გასაჭირში შესაძლოა, ჩვენთვის ძალიან ახლობელი ადამიანები იყვნენ...

მახსოვს, როცა პირველად ვნახე დამწვარი ადამიანი. ადამიანი, რომლის სიცოცხლეც ხანძარმა შეიწირა. მძიმე სანახავი იყო მთლიანათ დამწვარი სხეული - არცერთი ცოცხალი უჯრედი, მხოლოდ სილუეტი იყო დარჩენილი. თავიდან გამიჭირდა იმ ოთახში შესვლა, სადაც დამწვარი მამაკაცის სხეული ესვენა, მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა შევსულიყავი რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ცხედარი გამოგვესვენებინა, რათა ექსპერტიზაზე გადაეყვანათ. დამწვარი სხეულის მდებარეობით მივხვდით, რომ მამაკაცი თვითმკვლელობის მომენტში სკამზე იჯდა, ფეხები საწოლზე შემოეწყო და მოკუნტულიყო. იტალიური ეზოს სარდაფის პატარა ოთახში ბენზინი გადაუსხამს და თავი დაუწვავს. ასეთი სასტიკი თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი ჩვენთვის უცნობი დარჩა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს უკიდურესმა სიღარიბემ ჩაადენინა.

მაშინ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ყველა ის წინააღმდეგობა დამეძლია, რაც ნაწილ-ნაწილ დაშლილი სხეულის გადასვენებას ახლავს თან. დეტალებში არ ჩავალ, რადგან სიტყვებითაც კი მძიმეა იმის გადმოცემა, რისი გადატანაც იმ დღეს მომიხდა. თუმცა, მას შემდეგ ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპის ათვლა დაიწყო, როცა უკვე მეხანძრის უნარებთან ერთად მაშველის უნარებიც შევითვისე და მზად ვიყავი არა მხოლოდ ხანძარი ჩამექრო, არამედ სხვადასხვა მძიმე ვითარებაში ჩავარდნილი ადამიანები გადამერჩინა... ამაზე, ცოტა მოგვიანებით...

წაიკითხეთ დღიურის დანარჩენი ჩანაწერები:

"საოცარი სურათი ვიხილე: ქალის სხეულის ქვეშ უგონოდ მყოფი ბავშვი იწვა" - უცნობი მაშველის დღიური (გაგრძელება)

უცნობი მაშველის დღიური: "გაკვამლულ პალატაში... ვიპოვეთ პაციენტი და ექიმი, რომელიც ხელოვნური სუთქვით აცოცხლებდა ახლადნაოპერაციევს..."

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი