Faceამბები
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოძიების რა დეტალებს აყენებს ეჭვქვეშ კიწმარიშვილის ოჯახი
 გამოძიების რა დეტალებს აყენებს ეჭვქვეშ კიწმარიშვილის ოჯახი

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე თა­ვის არე­ში და მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მტე­ვან­ზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც ექ­სპერ­ტი­ზამ და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბა­ში ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მე­რაბ ჩი­ქო­ვან­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მე­რაბ ჩი­ქო­ვა­ნის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის პი­ჯა­კის კვა­ლი და­ტო­ვე­ბუ­ლია ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე, ასე­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლის წინა სა­ვარ­ძლის თა­ვის საყ­რდენ­ზე. ად­ვო­კა­ტი ეჭვს გა­მოთ­ქვამს, თუ რა­ტომ არ აღ­მოჩ­ნდა ავ­ტო­მო­ბილ­ში სხვა პი­რე­ბის ტან­საც­მლის კვა­ლი, ასე­ვე რა­ტომ არ არის ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მა­ი­სუ­რის ან სხვა ტან­საც­მლის კვა­ლი ავ­ტო­მო­ბილ­ში, ამას­თან, სა­ი­დან აღ­მოჩ­ნდა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის პი­ჯა­კის კვა­ლი წინა სა­ვარ­ძელ­ზე, რო­დე­საც პი­ჯაკს მხო­ლოდ უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე ინა­ხავ­და.

ად­ვო­კა­ტებ­მა ია­რაღ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ დნმ-ზეც ისა­უბ­რეს.

"ია­რაღ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია დნმ-ის კვა­ლი. ეს დნმ ია­რა­ღის ლუ­ლა­ზე ეკუთ­ვნის ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს, ხოლო სას­ხლეტ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია დნმ-ის ორი კვა­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­დაჭ­რით ამ­ტკი­ცებს, რომ ერთ-ერთი ეკუთ­ვნის ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს, თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზა ამ ფაქტთან რა­დი­კა­ლუ­რი არ არის და ამ­ბობს, რომ შე­საძ­ლოა სას­ხლეტ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი კვა­ლი ეკუთ­ვნო­დეს ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს. კი­თხვა ჩნდე­ბა, თუ რა­ტომ არის პრო­კუ­რა­ტუ­რა ასე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნულ­ში", - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

ამას­თან, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ძმა ზურა კიწ­მა­რიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი გას­რო­ლის მო­მენ­ტში სხვა­გან იყო. არ­გუ­მენ­ტად კი ზურა კიწ­მა­რიშ­ვილს ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რეთ სის­ხლის კვა­ლის არ არ­სე­ბო­ბა მოჰ­ყავს.

"პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფან­ჯა­რა იყო ჩა­წე­უ­ლი. გას­რო­ლის შემ­დეგ, იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლი იდგა, არც კე­დელ­ზე და არც ია­ტაკ­ზე სის­ხლის მიკ­რო­ნა­წი­ლა­კე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა. ამით შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი გას­რო­ლის მო­მენ­ტში სხვა­გან იდგა", - გა­ნა­ცხა­და ზურა კიწ­მა­რიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე არა­ვის მი­უყ­ვა­ნია და არა­ვის არ მო­უკ­ლავს, მან თავი მო­იკ­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყვე­ტა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გამოძიების რა დეტალებს აყენებს ეჭვქვეშ კიწმარიშვილის ოჯახი

 გამოძიების რა დეტალებს აყენებს ეჭვქვეშ კიწმარიშვილის ოჯახი

ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე თავის არეში და მარჯვენა ხელის მტევანზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა, თუმცა გამოძიების სამართლებრივ შეფასებაში ეს დაზიანებები გამოტოვებულია, - ამის შესახებ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მერაბ ჩიქოვანის თქმით, გამოძიება ამტკიცებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის პიჯაკის კვალი დატოვებულია ავტომობილის უკანა სავარძელზე, ასევე ავტომობილის წინა სავარძლის თავის საყრდენზე. ადვოკატი ეჭვს გამოთქვამს, თუ რატომ არ აღმოჩნდა ავტომობილში სხვა პირების ტანსაცმლის კვალი, ასევე რატომ არ არის ეროსი კიწმარიშვილის მაისურის ან სხვა ტანსაცმლის კვალი ავტომობილში, ამასთან, საიდან აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის პიჯაკის კვალი წინა სავარძელზე, როდესაც პიჯაკს მხოლოდ უკანა სავარძელზე ინახავდა.

ადვოკატებმა იარაღზე აღმოჩენილ დნმ-ზეც ისაუბრეს.

"იარაღზე აღმოჩენილია დნმ-ის კვალი. ეს დნმ იარაღის ლულაზე ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, ხოლო სასხლეტზე აღმოჩენილია დნმ-ის ორი კვალი. პროკურატურა გადაჭრით ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ეკუთვნის ეროსი კიწმარიშვილს, თუმცა ექსპერტიზა ამ ფაქტთან რადიკალური არ არის და ამბობს, რომ შესაძლოა სასხლეტზე აღმოჩენილი კვალი ეკუთვნოდეს ეროსი კიწმარიშვილს. კითხვა ჩნდება, თუ რატომ არის პროკურატურა ასე დარწმუნებული აღნიშნულში", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ამასთან, ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იყო. არგუმენტად კი ზურა კიწმარიშვილს ავტომობილის გარეთ სისხლის კვალის არ არსებობა მოჰყავს.

"პროკურატურის ინფორმაციით, ფანჯარა იყო ჩაწეული. გასროლის შემდეგ, იმ ადგილზე, სადაც ავტომობილი იდგა, არც კედელზე და არც იატაკზე სისხლის მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილი გასროლის მომენტში სხვაგან იდგა", - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა. პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვეტა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ