ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში ერთი პირი დაჭრეს. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარი პირად კონფლიქტს უკავშირდება. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, ის სანადირო თოფით დაჭრეს.