პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეტევა თუ არა ახალი ორსართულიანი მატარებელი საქართველოს გვირაბებში? - პასუხი ინფორმაციაზე, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია
ეტევა თუ არა ახალი ორსართულიანი მატარებელი საქართველოს გვირაბებში? - პასუხი ინფორმაციაზე, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია

სა­ქარ­თვე­ლო­ში მალე ახა­ლი, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მა­ტა­რე­ბე­ლი იმოძ­რა­ვებს. ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის შვე­ი­ცა­რუ­ლი მა­ტა­რებ­ლე­ბით მგზავ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მგზავ­რებს 2016 წლის ზა­ფხუ­ლი-შე­მოდ­გო­მის სე­ზო­ნი­დან მი­ე­ცე­მათ.

"სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" ცნო­ბით, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მა­ტა­რე­ბე­ლი თბი­ლი­სი­დან შავი ზღვის მი­მარ­თუ­ლე­ბით იმოძ­რა­ვებს შე­ჩე­რე­ბის გა­რე­შე და მხო­ლოდ ზღვის­პი­რა კუ­რორ­ტე­ბის სად­გუ­რებ­ში გა­ჩერ­დე­ბა, ესე­ნია: ბა­თუ­მი, ქო­ბუ­ლე­თი და ურე­კი. ცნო­ბი­ლია მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც - "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" ცნო­ბით, ფასი არ შე­იც­ვლე­ბა და დღეს არ­სე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა დარ­ჩე­ბა.

დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მა­ტა­რე­ბე­ლი შე­უ­სა­ბა­მოა სა­ქარ­თვე­ლოს ლი­ან­და­გებ­სა და გვი­რა­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა. სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მა "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლის, გივი კუბ­ლაშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლის თა­ნახ­მა­დაც, "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" მიერ შე­ძე­ნი­ლი Stadler-ის ფირ­მის მა­ტა­რებ­ლე­ბი ერ­თდრო­უ­ლად ვერ შეძ­ლე­ბენ გვი­რაბ­ში გავ­ლას ინ­ტერ­ნეტ­სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ერთ-ერთი ვინც არ­გუ­მენ­ტე­ბით ამ­ყა­რებს მა­ტა­რებ­ლი­სა და ლი­ან­დაგ-გვი­რა­ბე­ბის შე­უ­სა­ბა­მო­ბის თე­ო­რი­ას, არის "ეკო ტრან­სპორტ ცენ­ტრის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ვასო ურუ­შა­ძე. ექ­სპერ­ტის არ­გუ­მენ­ტე­ბის მო­სას­მე­ნად, მას თვად და­ვუ­კავ­შირ­დით:

"ჩვენ იმ დღი­დან და­ვი­წყეთ ამ სა­კი­თხის მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­გორც კი სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ და­ა­ა­ნონ­სა, რომ შე­მოჰ­ყავს "შტად­ლე­რის" ტი­პის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი მა­ტა­რე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მივ­წე­რეთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი რკი­ნიგ­ზას, სა­დაც ვი­თხოვ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას, იყო თუ არა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რი, იყო თუ არა და­დე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დას­კვნა ექ­სპერ­ტე­ბის მიერ, უშუ­ა­ლოდ ეს მა­ტა­რე­ბე­ლი რამ­დე­ნად მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზას­თან თან­ხვედ­რა­ში, ვის­გან ყი­დუ­ლობ­დნენ მა­ტა­რე­ბელს, რად­გან "შტად­ლე­რი" არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მა­ტა­რებ­ლებს ამ­ზა­დებს, როცა ეს შვე­ი­ცა­რუ­ლი კომ­პა­ნია ამ­ზა­დებს მა­ტა­რე­ბელს, თა­ვი­ანთ სა­იტ­ზე დე­ბენ ინ­ფორ­მა­რა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ, რომ მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლომ შე­უკ­ვე­თა ასე­თი მა­ტა­რე­ბე­ლი და იდე­ბა ეს­კი­ზი, როცა დამ­ზად­დე­ბა, ამა­ზეც ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას. მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია "შტად­ლე­რის" სა­იტ­ზე არ იყო, სწო­რედ ეს გახ­და ეჭვი.

ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ა­ლუ­რად ერთი წლის წინ, რუ­სეთს "შტად­ლე­რის­თვის" შე­უკ­ვე­თავს მსგავ­სი 12 მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლი იყო მოკ­ლე მან­ძი­ლის­თვის, მხო­ლოდ აე­რო­პორ­ტებ­სა და მოს­კოვს შო­რის მან­ძილ­ზე მოძ­რა­ო­ბის­თვის, 60 კი­ლო­მეტ­რის­თვის. რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა ფუ­ლის გა­დახ­და შვე­ი­ცა­რი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის და შემ­დეგ მოხ­და გა­და­ყიდ­ვა, ჟარ­გო­ნუ­ლად რომ ვთქვათ, ე.წ. ჩა­წო­ლილ ტა­ვარს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა ვერ გა­მო­ი­ყე­ნა, ყი­დუ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მა­შინ, როცა არ არ­სე­ბობს ინ­ჟინ­რე­ბის დას­კვნა თუ რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი ეს მა­ტა­რე­ბე­ლი ჩვენს რკი­ნიგ­ზა­ზე.

თუ ამ მა­ტა­რებ­ლებს შე­მო­იყ­ვა­ნენ ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა წი­ფის გვი­რა­ბი, სა­დაც ვერ გა­ე­ტე­ვა ეს მა­ტა­რე­ბე­ლი, იმი­ტომ რომ გვი­რა­ბი 1970 წელს აშე­ნე­ბუ­ლია და მორ­გე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რკი­ნიგ­ზის სის­ტე­მა­ზე და მისი სი­მაღ­ლე შე­და­რე­ბით და­ბა­ლია. ეს არის ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე მა­ტა­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გათ­ვლი­ლია სხვა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პი­რო­ბებ­ზე. რა თქმა უნდა, ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბაც შე­იძ­ლე­ბა, ლი­ან­და­გე­ბი და­ი­წე­ვა და პრობ­ლე­მაც მოგ­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბით თან­ხებ­თან. ასე­ვე, პრობ­ლე­მა აქვს ურე­კის სად­გურს, ლი­ან­და­გი და ბა­ქა­ნი არ ჯდე­ბა იმ სტან­დარ­ტებ­ში და სა­ჭი­როა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ამ მა­ტა­რებ­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნა კი და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯია" - ამ­ბობს ურუ­შა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

"ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში". სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი დაჩი ცა­გუ­რია ინ­ფორ­მა­ცი­ას ტყუ­ილს უწო­დებს:

"რო­დე­საც ეს მა­ტა­რე­ბე­ლი შე­მო­ვა და ყო­ველ­გვა­რი შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე გა­ივ­ლის გვი­რაბს, რად­გან ეს მა­ტა­რე­ბე­ლი სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა სტან­დარტს, რო­მე­ლიც სარ­კი­ნიგ­ზო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და ინ­დუსტრი­ა­ში არ­სე­ბობს, ბა­ტონ­მა ვა­შა­ძემ პი­რა­დად მო­უ­ხა­დოს ბო­დი­ში ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც მის­მა პარ­ტი­ამ შეგ­ნე­ბუ­ლად შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა და მო­ა­ტყუა. ეს არის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა და ტყუ­ი­ლის ტი­რა­ჟი­რე­ბის მცდე­ლო­ბა. ეს არის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი, მოკ­ლე­ფე­ხე­ბა ტყუ­ი­ლი", - გა­ნა­ცხა­და დაჩი ცა­გუ­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის შვე­ი­ცა­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის, უმაღ­ლე­სი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც შვი­ცა­რი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ბელ­გი­ა­ში მგზავ­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია ვინ­მეს, რომ კომ­პა­ნია Stadler-მა აწარ­მო­ოს ისე­თი მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სარ­კი­ნიგ­ზო გვი­რა­ბებ­ში არ ეტე­ვა, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია ვინ­მეს, რომ ჩვენ ვყი­დუ­ლობთ მა­ტა­რე­ბელს, რო­მე­ლიც გვი­რაბ­ში არ ეტე­ვა. რის­თვის ვყი­დუ­ლობთ, იმის­თვის, რომ სახ­ლში და­ვა­ყე­ნოთ?! მე ძა­ლი­ან მი­ხა­რია და ვუ­ლო­ცავ ყვე­ლას, ვი­საც ამ ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბა ახა­რებს, რომ სულ მალე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მგზავ­რებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბათ ზუს­ტად ისე­თი უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ამ წუ­თებ­ში შვი­ცა­რი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ბელ­გი­ა­ში მგზავ­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ცა­გუ­რი­ამ.

ეტევა თუ არა ახალი ორსართულიანი მატარებელი საქართველოს გვირაბებში? - პასუხი ინფორმაციაზე, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია

ეტევა თუ არა ახალი ორსართულიანი მატარებელი საქართველოს გვირაბებში? - პასუხი ინფორმაციაზე, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია

საქართველოში მალე ახალი, ორსართულიანი მატარებელი იმოძრავებს. ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მგზავრობის შესაძლებლობა მგზავრებს 2016 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონიდან მიეცემათ.

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს შეჩერების გარეშე და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერდება, ესენია: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი. ცნობილია მგზავრობის ღირებულებაც - "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, ფასი არ შეიცვლება და დღეს არსებული ღირებულება დარჩება.

დღეს საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორსართულიანი მატარებელი შეუსაბამოა საქართველოს ლიანდაგებსა და გვირაბებში არსებული სტანდარტებისა. სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელის, გივი კუბლაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელის თანახმადაც, "საქართველოს რკინიგზის" მიერ შეძენილი Stadler-ის ფირმის მატარებლები ერთდროულად ვერ შეძლებენ გვირაბში გავლას ინტერნეტსაზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო

ერთ-ერთი ვინც არგუმენტებით ამყარებს მატარებლისა და ლიანდაგ-გვირაბების შეუსაბამობის თეორიას, არის "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. ექსპერტის არგუმენტების მოსასმენად, მას თვად დავუკავშირდით:

"ჩვენ იმ დღიდან დავიწყეთ ამ საკითხის მონიტორინგი, როგორც კი საქართველოს რკინიგზამ დააანონსა, რომ შემოჰყავს "შტადლერის" ტიპის ორსართულიანი მატარებელი საქართველოში. მივწერეთ ოფიციალური წერილი რკინიგზას, სადაც ვითხოვდით ინფორმაციას, იყო თუ არა გამოცხადებული ტენდერი, იყო თუ არა დადებული უსაფრთხოების დასკვნა ექსპერტების მიერ, უშუალოდ ეს მატარებელი რამდენად მოდიოდა საქართველოს რკინიგზასთან თანხვედრაში, ვისგან ყიდულობდნენ მატარებელს, რადგან "შტადლერი" არის კომპანია, რომელიც მატარებლებს ამზადებს, როცა ეს შვეიცარული კომპანია ამზადებს მატარებელს, თავიანთ საიტზე დებენ ინფორმარაციას ამის შესახებ, რომ მაგალითად, საქართველომ შეუკვეთა ასეთი მატარებელი და იდება ესკიზი, როცა დამზადდება, ამაზეც ავრცელებენ ინფორმაციას. მსგავსი ინფორმაცია "შტადლერის" საიტზე არ იყო, სწორედ ეს გახდა ეჭვი.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რეალურად ერთი წლის წინ, რუსეთს "შტადლერისთვის" შეუკვეთავს მსგავსი 12 მატარებელი, რომელიც განკუთვნილი იყო მოკლე მანძილისთვის, მხოლოდ აეროპორტებსა და მოსკოვს შორის მანძილზე მოძრაობისთვის, 60 კილომეტრისთვის. რუსეთის მთავრობამ ვერ მოახერხა ფულის გადახდა შვეიცარიული კომპანიისთვის და შემდეგ მოხდა გადაყიდვა, ჟარგონულად რომ ვთქვათ, ე.წ. ჩაწოლილ ტავარს, რომელიც რუსეთმა ვერ გამოიყენა, ყიდულობს საქართველოს მთავრობა მაშინ, როცა არ არსებობს ინჟინრების დასკვნა თუ რამდენად იქნება მორგებული ეს მატარებელი ჩვენს რკინიგზაზე.

თუ ამ მატარებლებს შემოიყვანენ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა წიფის გვირაბი, სადაც ვერ გაეტევა ეს მატარებელი, იმიტომ რომ გვირაბი 1970 წელს აშენებულია და მორგებული საბჭოთა კავშირის რკინიგზის სისტემაზე და მისი სიმაღლე შედარებით დაბალია. ეს არის ულტრათანამედროვე მატარებლები, რომლებიც გათვლილია სხვა ექსპლუატაციის პირობებზე. რა თქმა უნდა, ამ პრობლემის მოგვარებაც შეიძლება, ლიანდაგები დაიწევა და პრობლემაც მოგვარდება, მაგრამ დაკავშირებული იქნება დამატებით თანხებთან. ასევე, პრობლემა აქვს ურეკის სადგურს, ლიანდაგი და ბაქანი არ ჯდება იმ სტანდარტებში და საჭიროა რეაბილიტაცია, ამ მატარებლების შემოყვანა კი დამატებითი ხარჯია" - ამბობს ურუშაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში.

"ახალი საქართველოს" გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ "საქართველოს რკინიგზაში". საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ინფორმაციას ტყუილს უწოდებს:

"როდესაც ეს მატარებელი შემოვა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაივლის გვირაბს, რადგან ეს მატარებელი სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ინდუსტრიაში არსებობს, ბატონმა ვაშაძემ პირადად მოუხადოს ბოდიში ყველა მოქალაქეს, რომელიც მისმა პარტიამ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანა და მოატყუა. ეს არის ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ტყუილის ტირაჟირების მცდელობა. ეს არის არასერიოზული, მოკლეფეხება ტყუილი", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

მისივე თქმით, ეს არის შვეიცარიული წარმოების, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი მატარებელი, რომელიც შვიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ბელგიაში მგზავრებს ემსახურება.

"როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ კომპანია Stadler-მა აწარმოოს ისეთი მატარებელი, რომელიც სარკინიგზო გვირაბებში არ ეტევა, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ჩვენ ვყიდულობთ მატარებელს, რომელიც გვირაბში არ ეტევა. რისთვის ვყიდულობთ, იმისთვის, რომ სახლში დავაყენოთ?! მე ძალიან მიხარია და ვულოცავ ყველას, ვისაც ამ ქვეყნის წარმატება ახარებს, რომ სულ მალე ჩვენს ქვეყანაში მგზავრებს მოემსახურებათ ზუსტად ისეთი უმაღლესი სტანდარტის მატარებელი, რომელიც ამ წუთებში შვიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ბელგიაში მგზავრებს ემსახურება”, - განაცხადა ცაგურიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი