პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისხლში მაქვს ამ ერის მიმართ სიყვარული" - ნინი ქარსელაძე რუსეთში საცხოვრებლად მიდის
"სისხლში მაქვს ამ ერის მიმართ სიყვარული" - ნინი ქარსელაძე რუსეთში საცხოვრებლად მიდის

მომ­ღე­რალ­მა ნინი ქარ­სე­ლა­ძემ ევ­რო­პა მო­ი­ა­რა, რამ­დე­ნი­მე წელი ოჯახ­თან ერ­თა­დაც იცხოვ­რა იქ, ახლა კი სხვა ქვე­ყა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს ახა­ლი გეგ­მე­ბი. "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში, ნი­ნიმ გა­ამ­ხი­ლა, რომ ევ­რო­პა­ში მხო­ლოდ ტუ­რის­ტად დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებს და მოს­კოვ­ში გა­და­ბარ­გე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რობს. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს "სარ­კეს­თან" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ჯერ ერთი, დე­და­ჩე­მის, ხა­თუ­ნას ბე­ბია იყო რუსი, ალ­ბათ სის­ხლში მაქვს ამ ერის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი. ჩემი უფ­რო­სი ძმა, კახი (მე­რაბ ჟორ­და­ნი­ას და მაკა ასა­თი­ა­ნის ვაჟი) თა­ვის ცოლ­თან ერ­თად იქ ცხოვ­რობს, იქ აქვს თა­ვი­სი საქ­მე. მოს­კოვ­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე რუსი. ეს არის ქა­ლა­ქი, სა­დაც მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვს სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბის... ჩემი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი ძა­ლი­ან უხ­დე­ბა მოს­კოვს. ეს ის ქა­ლა­ქია, სა­დაც კულ­ტუ­რა უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი... ვერ ვას­წრებ­დი გა­მო­ფე­ნი­დან გა­მო­ფე­ნა­ზე, სპექ­ტაკ­ლი­დან სპექ­ტაკლზე მის­ვლას...

- რუ­სუ­ლი ესტრა­დაც მოგ­წონთ?

- ძვე­ლი ესტრა­და - ლუბა უს­პენ­სკა­ია, ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი და სხვე­ბი დე­დას ძა­ლი­ან უყ­ვარს და ეს სიყ­ვა­რუ­ლი მეც გად­მო­მე­ცა. ვერ გე­ტყვით, რომ ახა­ლი თა­ო­ბის მომ­ღერ­ლებს ვიც­ნობ. არ მინ­და, გა­მომ­რჩეს, რომ ვი­ყა­ვი "ა სტუ­დი­ოს" კონ­ცერ­ტზე, სა­დაც ქეთა თო­ფუ­რი­ამ და დე­და­მის­მა დამ­პა­ტი­ჟეს. კონ­ცერ­ტი ორ­კესტრის თან­ხლე­ბით ჩა­ტარ­და და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე.... დარ­ბა­ზი სულ სავ­სე იყო. ერთი ადა­მი­ა­ნი ვერ ვნა­ხე, ვინც ტაშს არ უკ­რავ­და. ჩვენ­თან კონ­ცერ­ტზე მო­დი­ან და ტაშს არ გიკ­რა­ვენ. გულ­ნატ­კე­ნი ვარ, რომ ჩვენ არ გვყავს ისე­თი მსმე­ნე­ლი, რო­გო­რიც ჰყავთ რუ­სებს.

ყვე­ლა­ნა­ი­რად ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ერია ბევრ იმ ერ­თან შე­და­რე­ბით, სა­დაც მი­ცხოვ­რია. ზუს­ტად ვიცი, ევ­რო­პი­სა და რუ­სე­თის შე­და­რე­ბას დიდი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვე­ბა, მაგ­რამ მე ასე ვფიქ­რობ.... ლონ­დონ­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, მა­მა­ჩემს ცი­ხე­ში გუ­ლის შე­ტე­ვა მო­უ­ვი­და. რექ­ტორ­თან შე­ვე­დი, ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა ავუხ­სე­ნი და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვთხო­ვე, მაგ­რამ მი­თხრა, რა ვქნა, გუ­შინ დე­და­ჩე­მი მოკ­ვდა, დღეს კი აქ ვარ და ლექ­ცი­ებს ვა­ტა­რე­ბო. ის წელი და­ვამ­თავ­რე და მას მერე ლონ­დონ­ში აღარ დავ­ბრუ­ნე­ბულ­ვარ.

...ჯერ ერთი, რუ­სე­ბი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი არი­ან, მე­ო­რეც, ჩემ­თან უფრო ახ­ლოს დგას ეს ერი, ვიდ­რე ევ­რო­პა, ამი­ტო­მაც გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს იქ წას­ვლა. ზუს­ტად ვიცი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ძა­ლი­ან ცუ­დად ფიქ­რო­ბენ რუ­სებ­ზე, ბოლო პე­რი­ოდ­ში იქ არ ყო­ფი­ლან. მათ ისე უყ­ვართ ქარ­თვე­ლე­ბი და ისე ენატ­რე­ბათ ჩვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ ვერ და­ვი­ჯე­რებ და ვერ მო­ვის­მენ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მო­რა­ლის კი­თხვას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ იმ ქა­ლაქ­ში არ უნდა ჩა­ვი­დე" - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ლანა კიკ­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სისხლში მაქვს ამ ერის მიმართ სიყვარული" - ნინი ქარსელაძე რუსეთში საცხოვრებლად მიდის

"სისხლში მაქვს ამ ერის მიმართ სიყვარული" - ნინი ქარსელაძე რუსეთში საცხოვრებლად მიდის

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ევროპა მოიარა, რამდენიმე წელი ოჯახთან ერთადაც იცხოვრა იქ, ახლა კი სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით აქვს ახალი გეგმები. "სარკესთან" ინტერვიუში, ნინიმ გაამხილა, რომ ევროპაში მხოლოდ ტურისტად დაბრუნებას აპირებს და მოსკოვში გადაბარგებაზე სერიოზულად ფიქრობს. გთავაზობთ ნაწყვეტებს "სარკესთან" მიცემული ინტერვიუდან:

"ჯერ ერთი, დედაჩემის, ხათუნას ბებია იყო რუსი, ალბათ სისხლში მაქვს ამ ერის მიმართ სიყვარული. ჩემი უფროსი ძმა, კახი (მერაბ ჟორდანიას და მაკა ასათიანის ვაჟი) თავის ცოლთან ერთად იქ ცხოვრობს, იქ აქვს თავისი საქმე. მოსკოვში ბევრი მეგობარი მყავს, როგორც ქართველი, ასევე რუსი. ეს არის ქალაქი, სადაც მეტი საშუალება გაქვს საკუთარი თავის რეალიზების... ჩემი ცხოვრების რიტმი ძალიან უხდება მოსკოვს. ეს ის ქალაქია, სადაც კულტურა უმაღლეს დონეზეა განვითარებული... ვერ ვასწრებდი გამოფენიდან გამოფენაზე, სპექტაკლიდან სპექტაკლზე მისვლას...

- რუსული ესტრადაც მოგწონთ?

- ძველი ესტრადა - ლუბა უსპენსკაია, ფილიპ კირკოროვი და სხვები დედას ძალიან უყვარს და ეს სიყვარული მეც გადმომეცა. ვერ გეტყვით, რომ ახალი თაობის მომღერლებს ვიცნობ. არ მინდა, გამომრჩეს, რომ ვიყავი "ა სტუდიოს" კონცერტზე, სადაც ქეთა თოფურიამ და დედამისმა დამპატიჟეს. კონცერტი ორკესტრის თანხლებით ჩატარდა და დიდი სიამოვნება მივიღე.... დარბაზი სულ სავსე იყო. ერთი ადამიანი ვერ ვნახე, ვინც ტაშს არ უკრავდა. ჩვენთან კონცერტზე მოდიან და ტაშს არ გიკრავენ. გულნატკენი ვარ, რომ ჩვენ არ გვყავს ისეთი მსმენელი, როგორიც ჰყავთ რუსებს.

ყველანაირად ძალიან განვითარებული ერია ბევრ იმ ერთან შედარებით, სადაც მიცხოვრია. ზუსტად ვიცი, ევროპისა და რუსეთის შედარებას დიდი ამბავი მოჰყვება, მაგრამ მე ასე ვფიქრობ.... ლონდონში რომ ვსწავლობდი, მამაჩემს ციხეში გულის შეტევა მოუვიდა. რექტორთან შევედი, ჩემი მდგომარეობა ავუხსენი და გათავისუფლება ვთხოვე, მაგრამ მითხრა, რა ვქნა, გუშინ დედაჩემი მოკვდა, დღეს კი აქ ვარ და ლექციებს ვატარებო. ის წელი დავამთავრე და მას მერე ლონდონში აღარ დავბრუნებულვარ.

...ჯერ ერთი, რუსები მართლმადიდებლები არიან, მეორეც, ჩემთან უფრო ახლოს დგას ეს ერი, ვიდრე ევროპა, ამიტომაც გადაწყვეტილი მაქვს იქ წასვლა. ზუსტად ვიცი, ის ადამიანები, ვინც ძალიან ცუდად ფიქრობენ რუსებზე, ბოლო პერიოდში იქ არ ყოფილან. მათ ისე უყვართ ქართველები და ისე ენატრებათ ჩვენთან ურთიერთობები, რომ ვერ დავიჯერებ და ვერ მოვისმენ ადამიანებისგან მორალის კითხვას იმის თაობაზე, რომ იმ ქალაქში არ უნდა ჩავიდე" - ამბობს ახალგაზრდა მომღერალი "სარკესთან" ინტერვიუში.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

"მოვტრიალდი და პარტერში არც ერთი ადამიანი არ იჯდა... სამთავრობო დელეგაცია გაქრა" - ბესო ზანგური იხსენებს, როგორ შეუვარდნენ სახლში იარაღის მუქარით, პრეზიდენტის როლის გამო

რომელი ცნობილი ბიზნესმენის სარძლოა ნინი ქარსელაძე - მომღერლის შეყვარებულის ოჯახი ქონების წართმევაში დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდა

ნინი ქარსელაძე ქართველ მილიონერზეა შეყვარებული - ვინ არის მომღერლის რჩეული (ფოტოები)