პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ადგილი საქართველოში, რომელიც უცხოელ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულია
10 ადგილი საქართველოში, რომელიც უცხოელ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულია

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რიზ­მი ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ სფე­როდ არის მიჩ­ნე­უ­ლი და ყო­ველ­წლი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა. ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­რავ­ლეა. რო­გორც წესი, ისი­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სი­ლა­მა­ზით მო­ხიბ­ლულ­ნი რჩე­ბი­ან. რო­მელ ად­გი­ლებს სტუმ­რო­ბენ ყვე­ლა­ზე ხში­რად ტუ­რის­ტე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბი? - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მოგ­ვა­წო­და:

1. ბა­თუ­მი

ყვე­ლა­ზე მეტი სტუ­მა­რი აჭა­რის უმ­შვე­ნი­ე­რეს ქა­ლაქს - ბა­თუმს ჰყავს. ბა­თუ­მი მსხვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ნავ­სად­გუ­რია შავი ზღვის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე. ამ ქა­ლაქ­ში ტუ­რის­ტე­ბი უამ­რავ სიძ­ვე­ლეს ხვდე­ბი­ან, აქ არის მუ­ზე­უ­მე­ბი, რო­მელ­თა ექ­სპო­ნა­ტე­ბიც ქვის ხა­ნით თა­რიღ­დე­ბა. ბა­თუმ­ში და სა­ერ­თოდ, აჭა­რა­ში, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია ტუ­რიზ­მის თით­ქმის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა, აქვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, რაც უამ­რავ ორ­ნი­თო­ლოგს იზი­დავს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან.

2. თბი­ლი­სი

ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­მა­რი ჰყავს სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­საც. ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სი ამ მხრივ მე­ო­რე ად­გილს იკა­ვებს ბა­თუ­მის შემ­დეგ. აქ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ათა­სო­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რი და ტუ­რის­ტი შე­მო­დის, რაც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის შე­მო­სავ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წყა­როა. სტუმ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბით იზი­დავს ძვე­ლი თბი­ლი­სი - ორი­გი­ნა­ლუ­რი, ვიწ­რო ქუ­ჩე­ბით, ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბი­თა და ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბით.

3. ქო­ბუ­ლე­თი

ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტი ქო­ბუ­ლე­თი, აჭა­რის კუ­რორ­ტე­ბი­სა­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიკ­როკ­ლი­მა­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ის კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე, ქა­ლაქ ბა­თუ­მი­დან 25 კმ-ის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. ქო­ბუ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს შა­ვი­ზღვის­პი­რე­თის კუ­რორ­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არის ზღვას­თან. კუ­რორ­ტის ძი­რი­თად სამ­კურ­ნა­ლო ნი­შას შავი ზღვის თბი­ლი და ტე­ნი­ა­ნი კლი­მა­ტი წარ­მო­ად­გენს. ქო­ბუ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს შა­ვი­ზღვის­პი­რე­თის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრია.

4. მცხე­თა

სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლეს დე­და­ქა­ლაქს, მცხე­თას, ყო­ველ წე­ლი­წადს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს. ტუ­რის­ტებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­უ­ლი სიძ­ვე­ლე­ე­ბი იზი­დავს. გა­მორ­ჩე­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა, ულა­მა­ზე­სი რე­ლი­ე­ფი, უძ­ვე­ლე­სი ძეგ­ლე­ბი - ეს მხო­ლოდ არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ღირ­სე­ბე­ბი­სა, რომ­ლი­თაც მცხე­თა უცხო­ელ სტუმ­რებს ხიბ­ლავს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

10 ადგილი საქართველოში, რომელიც უცხოელ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულია

10 ადგილი საქართველოში, რომელიც უცხოელ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულია

ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ არის მიჩნეული და ყოველწლიურად ვითარდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს საქართველოში უცხოელი სტუმრების განსაკუთრებული სიმრავლეა. როგორც წესი, ისინი ჩვენი ქვეყნის სილამაზით მოხიბლულნი რჩებიან. რომელ ადგილებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად ტურისტები და საერთაშორისო ვიზიტორები? - ამის შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგვაწოდა:

1. ბათუმი

ყველაზე მეტი სტუმარი აჭარის უმშვენიერეს ქალაქს - ბათუმს ჰყავს. ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ ქალაქში ტურისტები უამრავ სიძველეს ხვდებიან, აქ არის მუზეუმები, რომელთა ექსპონატებიც ქვის ხანით თარიღდება. ბათუმში და საერთოდ, აჭარაში, განვითარებულია ტურიზმის თითქმის ყველა სახეობა, აქვე შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება, რაც უამრავ ორნითოლოგს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

2. თბილისი

ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავს საქართველოს დედაქალაქსაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით, თბილისი ამ მხრივ მეორე ადგილს იკავებს ბათუმის შემდეგ. აქ მთელი წლის განმავლობაში ათასობით საერთაშორისო ვიზიტორი და ტურისტი შემოდის, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. სტუმრებს განსაკუთრებით იზიდავს ძველი თბილისი - ორიგინალური, ვიწრო ქუჩებით, ისტორიული ადგილებითა და ეკლესია-მონასტრებით.

3. ქობულეთი

ბალნეოლოგიური კურორტი ქობულეთი, აჭარის კურორტებისაგან განსაკუთრებული მიკროკლიმატით გამოირჩევა. ის კოლხეთის დაბლობზე, ქალაქ ბათუმიდან 25 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის კურორტებიდან ყველაზე ახლოს არის ზღვასთან. კურორტის ძირითად სამკურნალო ნიშას შავი ზღვის თბილი და ტენიანი კლიმატი წარმოადგენს. ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია.

4. მცხეთა

საქართველოს უძველეს დედაქალაქს, მცხეთას, ყოველ წელიწადს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ტურისტებს ყველაზე მეტად ამ ქალაქის ისტორიული სიძველეები იზიდავს. გამორჩეული მდებარეობა, ულამაზესი რელიეფი, უძველესი ძეგლები - ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ ღირსებებისა, რომლითაც მცხეთა უცხოელ სტუმრებს ხიბლავს განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი