24 წლის მირანდა (მიმი) შელია რუსული გამოცემებისთვის უკვე კარგად ცნობილი სახეა. ქართველი გოგონა რუსეთის ნაკრების წევრის, ფიოდორ სმოლოვის საცოლე და ფოტომოდელია და აქტიურად მონაწილეობს გლამურულ ფოტოსესიებში.
ცოტა ხნის წინ მიმი საყვარელ მამაკაცს საფრანგეთში გაყვა, სადაც "ევრო 2016" მიმდინარეობს. აი, რას წერს მიმის და მისი მეგობრების ფრანგულ ვოიაჟზე ინტერნეტგამოცემა life.ru:
"რუსეთის ნაკრების სამარცხინო ჩავარდნას ევროპის ჩემპიონატზე, ხელი არ შეუშლია მისი ფეხბურთელებისთვის, მდიდრული დასვენება მოეწყოთ. რუსეთის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ფიოდორ სმოლოვი, რომელზეც იმედებს მილიონობით გულშემატკივარი ამყარებდა, საფრანგეთში საცოლესთან - "ინსტაგრამის" 24 წლის ვარსკვლავთან მირანდა შელიასთან ერთად ჩავიდა. სანამ 26 წლის სპორტსმენი მატჩებზე დადიოდა, მოდელი, რომელსაც "ირინა შეიკის ორეულს" ეძახიან, შინ რჩებოდა - ძვირფას პარიზულ სასტუმროში Four Seasons George V. ყველაზე იაფფასიანი ნომრის ღირებულება ამ სასტუმროში ასი ათასი რუბლია (1600 დოლარი). სანამ სმოლოვი მოედანზე ქვეყნის ღირსების დაცვას ცდილობდა, შელია ყველაზე ელიტურ ადგილებში ერთობოდა მეგობრებთან ერთად", - წერს გამოცემა და შელიას პარიზული ვოიაჟის და მისი ძვირადღირებული ტანსაცმელ-აქსესუარების ფოტოებს აქვეყნებს. მაგალითად, Hermes Kelly-ის ჩანთა, რომელიც შელიას ერთ-ერთ ფოტოში უჭირავს, დაახლოებით 15 ათასი დოლარი ღირს.
შეგახსენებთ, შელია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გიორგი ჭანტურიას მეუღლე გახლდათ, რომელთანაც 2013 წელს იქორწინა და 2015-ში დაშორდა. სმოლოვიც 2015 წელს დაშორდა მეუღლეს, ვიქტორია ლოპირევას და მალევე იპოვა ახალი რჩეული "ქართველი შეიკის" სახით.
მომზადებულია life.ru-ს მიხედვით