პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგდას დედამ მითხრა, მჯერა, რომ მაგდას გაკეთებულია..." - მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმის ჩვენების დეტალები
"მაგდას დედამ მითხრა, მჯერა, რომ მაგდას გაკეთებულია..." - მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმის ჩვენების დეტალები

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი 2 კვი­რა­ზე მე­ტია, ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ, მაგ­და პა­პი­ძის საქ­მეს იხი­ლა­ვენ. მსა­ჯუ­ლე­ბი ბრალ­დე­ბის მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბებს ის­მე­ნენ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე უკვე და­კი­თხა. სა­ინ­ტე­რე­სო იყო გარ­დაც­ვლი­ლი ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ძმის, მალ­ხაზ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სა­ჯა­რო და­კი­თხვა. მან მომ­ხდა­რი თურ­ქეთ­ში შე­ი­ტყო, ამ­ბობს, რომ ოჯახ­თან ხში­რი მი­მო­წე­რა ჰქონ­და, ძმას სიკ­ვდი­ლამ­დე ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ჟურ­ნალ "გზის" სტა­ტი­ი­დან:

მალ­ხაზ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბი­დან:

- ბოლო ხა­ნებ­ში მაგ­და "ფე­ის­ბუკ­ზე" ხან მპა­სუ­ხობ­და, ხან - არა, ან მოკ­ლე პა­სუ­ხებს მცემ­და. ჩემს ძმა­საც "ვა­ი­ბე­რის" სა­შუ­ა­ლე­ბით ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი. ბო­ლოს 19 დე­კემ­ბერს, შვი­დის ნა­ხე­ვარ­ზე ვე­სა­უბ­რე, მე­სი­ჯი მომ­წე­რა და პა­სუ­ხი ცხრის წუ­თებ­ზე და­ვუბ­რუ­ნე, თუმ­ცა არ მის­ვლია, რად­გან უკვე გა­ი­თი­შა მისი ტე­ლე­ფო­ნი. 20 დე­კემ­ბერს, სა­ღა­მოს "ფე­ის­ბუკ­ში" რომ შე­ვე­დი, უამ­რა­ვი მე­სი­ჯი დამ­ხვდა, ყვე­ლა მწერ­და, რომ ნა­ხავ ამ წე­რილს, ჩა­ა­ლა­გე ჩე­მო­და­ნი და სას­წრა­ფოდ ჩა­მო­დიო. ჩემი იქა­უ­რი ნო­მე­რი არა­ვინ იცო­და და მთხოვ­დნენ, მოგ­ვწე­რეო. დავ­წე­რე "ფე­ის­ბუკ­ში" ჩემი ნო­მე­რი და მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა. მი­თხრა, ომა­რი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია და მძი­მედ არი­სო. 10 წუთი ცუ­დად ვი­ყა­ვი. უკან რომ შე­ვე­დი, სტა­ტია ვნა­ხე, მაგ­და პა­პი­ძემ ომარ და თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბი მოკ­ლაო. გავ­გიჟ­დი, რო­გორ ჩა­მო­ვე­დი არ მახ­სოვს, აქ ისე­თი სუ­რა­თი დამ­ხვდა ძმა და ძმის­შვი­ლი და­ხო­ცი­ლი და ყო­ფი­ლი რძა­ლი და­ჭე­რი­ლი. მერე გა­ვი­გე ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­და.

***

სახ­ლში ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გვეს­ვე­ნა და იმის ნაც­ვლად, ლა­ნა­სა და დე­და­მისს ეგლო­ვათ, და­დი­ოდ­ნენ და ეძებ­დნენ წიგ­ნებ­სა და მაგ­დას ნივ­თებს. მაგ­დას დე­დამ, ლია შა­მუ­გი­ამ მი­თხრა, მჯე­რა, რომ მაგ­დას გა­კე­თე­ბუ­ლია, მაგ­რამ ხალ­ხის და­სა­ნა­ხა­ვად ვამ­ბობ, რომ არ არის მაგ­დას გა­კე­თე­ბუ­ლი, რად­გან მაგ­და ბავ­შვის დე­და­აო. და­მა­ინ­ტე­რე­სა, რა იყო ამ წიგ­ნებ­ში და მეც და­ვი­წყე ძებ­ნა. დე­რე­ფან­ში კა­რა­და იდგა, რო­მე­ლიც გა­სა­ღე­ბით იყო ჩა­კე­ტი­ლი. გავ­ხსე­ნი და ვი­პო­ვე მაგ­დას ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და რა­ღაც პარ­კი. წერ­და ვი­ღაც მო­ნა­დი­რე­ზე: ერთ სა­ღა­მოს მი­ვე­დი, დავ­რჩი მას­თან და დი­ლით ჩემ­თვის გირ­ჩე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი ჰქონ­და დაკ­რე­ფი­ლიო. ასეთ რა­მე­ებს წერ­და. იმ ცე­ლო­ფან­ში ვი­პო­ვე ის გირ­ჩე­ბი, ვარ­დის ფურ­ცე­ლი და რა­ღა­ცე­ბი...

***

... წინა დღე­ებ­ში ომარს თა­ვი­სი ერთ-ერთი ძმა­კა­ცის­თვის და­უ­რე­კავს და უკი­თხავს, სად შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თო ტე­ლე­ფო­ნის ზა­რე­ბი­სა და მე­სი­ჯე­ბის ამო­ნა­წე­რიო? ომა­რი ეჭ­ვობ­და, რომ მისი ცოლი ვი­ღა­ცას­თან და­დი­ო­და და ალ­ბათ ამის­თვის სჭირ­დე­ბო­და. სა­ნამ ომა­რი გა­ი­გებ­და, მაგ­დამ იქამ­დე მო­ი­შო­რა და და­ას­წრო... პა­ნაშ­ვი­დებ­ზე ლა­ნაც იძახ­და, რომ მაგ­დამ და­ას­წრო ომარ­სო. ჩემი რძა­ლი ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი იყო, ფრენ­ბურთს თა­მა­შობ­და... ომარს მაგ­და ისე უყ­ვარ­და, არა­ვის ეტყო­და, რომ მას ცოლი ღა­ლა­ტობ­და, მაგ­რამ ამას რომ გა­ი­გებ­და, არ ვიცი, მერე რას იზამ­და...

მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბის სხვა დე­ტა­ლე­ბი წა­ი­კი­თხეთ ჟურ­ნალ "გზის" 22 ივ­ნი­სის ნო­მერ­ში

"მაგდას დედამ მითხრა, მჯერა, რომ მაგდას გაკეთებულია..." - მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმის ჩვენების დეტალები

"მაგდას დედამ მითხრა, მჯერა, რომ მაგდას გაკეთებულია..." - მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმის ჩვენების დეტალები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები 2 კვირაზე მეტია, ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ, მაგდა პაპიძის საქმეს იხილავენ. მსაჯულები ბრალდების მოწმეების ჩვენებებს ისმენენ. პროკურატურამ ათეულობით მოწმე უკვე დაკითხა. საინტერესო იყო გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმის, მალხაზ ქაფიაშვილის საჯარო დაკითხვა. მან მომხდარი თურქეთში შეიტყო, ამბობს, რომ ოჯახთან ხშირი მიმოწერა ჰქონდა, ძმას სიკვდილამდე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზის" სტატიიდან:

მალხაზ ქაფიაშვილის ჩვენებიდან:

- ბოლო ხანებში მაგდა "ფეისბუკზე" ხან მპასუხობდა, ხან - არა, ან მოკლე პასუხებს მცემდა. ჩემს ძმასაც "ვაიბერის" საშუალებით ვუკავშირდებოდი. ბოლოს 19 დეკემბერს, შვიდის ნახევარზე ვესაუბრე, მესიჯი მომწერა და პასუხი ცხრის წუთებზე დავუბრუნე, თუმცა არ მისვლია, რადგან უკვე გაითიშა მისი ტელეფონი. 20 დეკემბერს, საღამოს "ფეისბუკში" რომ შევედი, უამრავი მესიჯი დამხვდა, ყველა მწერდა, რომ ნახავ ამ წერილს, ჩაალაგე ჩემოდანი და სასწრაფოდ ჩამოდიო. ჩემი იქაური ნომერი არავინ იცოდა და მთხოვდნენ, მოგვწერეო. დავწერე "ფეისბუკში" ჩემი ნომერი და მეგობარმა დამირეკა. მითხრა, ომარი ავარიაში მოყვა, რეანიმაციაშია და მძიმედ არისო. 10 წუთი ცუდად ვიყავი. უკან რომ შევედი, სტატია ვნახე, მაგდა პაპიძემ ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები მოკლაო. გავგიჟდი, როგორ ჩამოვედი არ მახსოვს, აქ ისეთი სურათი დამხვდა ძმა და ძმისშვილი დახოცილი და ყოფილი რძალი დაჭერილი. მერე გავიგე ყველაფერი, რაც მოხდა.

***

სახლში ორი მიცვალებული გვესვენა და იმის ნაცვლად, ლანასა და დედამისს ეგლოვათ, დადიოდნენ და ეძებდნენ წიგნებსა და მაგდას ნივთებს. მაგდას დედამ, ლია შამუგიამ მითხრა, მჯერა, რომ მაგდას გაკეთებულია, მაგრამ ხალხის დასანახავად ვამბობ, რომ არ არის მაგდას გაკეთებული, რადგან მაგდა ბავშვის დედააო. დამაინტერესა, რა იყო ამ წიგნებში და მეც დავიწყე ძებნა. დერეფანში კარადა იდგა, რომელიც გასაღებით იყო ჩაკეტილი. გავხსენი და ვიპოვე მაგდას ჩანაწერები სასიყვარულო ურთიერთობაზე და რაღაც პარკი. წერდა ვიღაც მონადირეზე: ერთ საღამოს მივედი, დავრჩი მასთან და დილით ჩემთვის გირჩები და ყვავილები ჰქონდა დაკრეფილიო. ასეთ რამეებს წერდა. იმ ცელოფანში ვიპოვე ის გირჩები, ვარდის ფურცელი და რაღაცები...

***

... წინა დღეებში ომარს თავისი ერთ-ერთი ძმაკაცისთვის დაურეკავს და უკითხავს, სად შეიძლება გავაკეთო ტელეფონის ზარებისა და მესიჯების ამონაწერიო? ომარი ეჭვობდა, რომ მისი ცოლი ვიღაცასთან დადიოდა და ალბათ ამისთვის სჭირდებოდა. სანამ ომარი გაიგებდა, მაგდამ იქამდე მოიშორა და დაასწრო... პანაშვიდებზე ლანაც იძახდა, რომ მაგდამ დაასწრო ომარსო. ჩემი რძალი ფიზიკურად ძლიერი იყო, ფრენბურთს თამაშობდა... ომარს მაგდა ისე უყვარდა, არავის ეტყოდა, რომ მას ცოლი ღალატობდა, მაგრამ ამას რომ გაიგებდა, არ ვიცი, მერე რას იზამდა...

მოწმეთა ჩვენებების სხვა დეტალები წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 22 ივნისის ნომერში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ