10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ნიკოლეიშვილი - გარდაცვალების მომენტში კიწმარიშვილის მანქანაში სხვა პირის ყოფნის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს
მაია ნიკოლეიშვილი - გარდაცვალების მომენტში კიწმარიშვილის მანქანაში სხვა პირის ყოფნის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს

გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მან­ქა­ნა­ში სხვა პი­რის ყოფ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა ექ­სპერ­ტმა მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­მაც კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ სა­სა­მარ­თლოს ექ­სპერ­ტი­ზა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის თქმით, ექ­სპერ­ტი­ზის დროს გა­ნი­ხი­ლეს რამ­დე­ნი­მე ვერ­სია და დად­გინ­და, რომ ავ­ტო­მო­ბილ­ში სხვა პირი გარ­დაც­ვლი­ლის მი­სა­მარ­თით გას­რო­ლას ვერც ერთი პო­ზი­ცი­ი­დან ვერ შეძ­ლებ­და.

"ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ აჩ­ვე­ნა, რომ ეს იყო მჭიდ­რო, ჰერ­მე­ტუ­ლი მიბ­ჯე­ნი­თი სრო­ლა. გა­კეთ­და ექ­სპე­რი­მენ­ტი, რად­გან მან­ქა­ნა­ში აღ­მოჩ­ნდა სის­ხლის ძა­ლი­ან თა­ვი­სე­ბუ­რი შხე­ფე­ბი. ამ გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეგ­ვეძ­ლო გვემ­სჯე­ლა, იჯდა თუ არა მან­ქა­ნა­ში კი­დევ ერთი პირი, თუმ­ცა სის­ხლის შხე­ფე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მან­ქა­ნა­ში ვე­რა­ვინ იქ­ნე­ბო­და. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­კეთ­და რამ­დე­ნი­მე პო­ზი­ცია, მან­ქა­ნის წინა სა­ლო­ნის კა­რე­ბე­ბი­დან და სხვა პი­რის ყოფ­ნა ამ პო­ზი­ცი­ი­და­ნაც გა­მო­ი­რი­ცხა, რად­გან იმ კუ­თხი­დან, რომ­ლი­და­ნაც მი­ყე­ნე­ბუ­ლი იყო და­ზი­ა­ნე­ბა, გას­რო­ლა პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

გარ­დაც­ვლი­ლის ძმას რამ­დე­ნი­მე ვერ­სია ჰქონ­და, სა­ვარ­ძლის გვერ­დი­თა მხრი­დან საკ­მა­ოდ უხერ­ხულ პო­ზებ­ში დგო­მე­ბის, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ არა­ბუ­ნებ­რი­ვია. უკა­ნა პო­ზი­ცი­ი­დან, რა­საც ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლის ძმა მი­უ­თი­თებს, ვერ მოხ­დე­ბო­და გას­რო­ლა, რად­გან მან­ქა­ნა ძა­ლი­ან მჭიდ­როდ იდგა. ასე რომ, მან­ქა­ნის წინა, მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა ფან­ჯრი­დან სრო­ლა გა­მო­რი­ცხუ­ლია. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მე­ო­რე პი­რის ყოფ­ნა გა­მო­ი­რი­ცხა", - გა­ნა­ცხა­და მაია ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მაია ნიკოლეიშვილი - გარდაცვალების მომენტში კიწმარიშვილის მანქანაში სხვა პირის ყოფნის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს

მაია ნიკოლეიშვილი - გარდაცვალების მომენტში კიწმარიშვილის მანქანაში სხვა პირის ყოფნის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს

გარდაცვალების მომენტში ეროსი კიწმარიშვილის მანქანაში სხვა პირის ყოფნის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განუცხადა, რომელმაც კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდგომ სასამართლოს ექსპერტიზაში მონაწილეობდა.

დამოუკიდებელი ექსპერტის თქმით, ექსპერტიზის დროს განიხილეს რამდენიმე ვერსია და დადგინდა, რომ ავტომობილში სხვა პირი გარდაცვლილის მისამართით გასროლას ვერც ერთი პოზიციიდან ვერ შეძლებდა.

"ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ეს იყო მჭიდრო, ჰერმეტული მიბჯენითი სროლა. გაკეთდა ექსპერიმენტი, რადგან მანქანაში აღმოჩნდა სისხლის ძალიან თავისებური შხეფები. ამ გარემოებიდან გამომდინარე შეგვეძლო გვემსჯელა, იჯდა თუ არა მანქანაში კიდევ ერთი პირი, თუმცა სისხლის შხეფებიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ მანქანაში ვერავინ იქნებოდა. მუშაობის პროცესში გაკეთდა რამდენიმე პოზიცია, მანქანის წინა სალონის კარებებიდან და სხვა პირის ყოფნა ამ პოზიციიდანაც გამოირიცხა, რადგან იმ კუთხიდან, რომლიდანაც მიყენებული იყო დაზიანება, გასროლა პრაქტიკულად ვერ ხორციელდებოდა.

გარდაცვლილის ძმას რამდენიმე ვერსია ჰქონდა, სავარძლის გვერდითა მხრიდან საკმაოდ უხერხულ პოზებში დგომების, რომელიც საკმაოდ არაბუნებრივია. უკანა პოზიციიდან, რასაც ასევე გარდაცვლილის ძმა მიუთითებს, ვერ მოხდებოდა გასროლა, რადგან მანქანა ძალიან მჭიდროდ იდგა. ასე რომ, მანქანის წინა, მარცხენა და მარჯვენა ფანჯრიდან სროლა გამორიცხულია. არსებული მონაცემებით, მეორე პირის ყოფნა გამოირიცხა", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ