პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებას
როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებას

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე არა­ვის არ მი­უყ­ვა­ნია და არა­ვის არ მო­უკ­ლავს, მან თავი მო­იკ­ლა, - ამის შე­სა­ხებ დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყდა. თე­მას "ფე­ის­ბუქ­ში" ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი:

ბოლ­თას ცემ­და..... ორი დღეა ბოლ­თას ვცემ..... არ ვა­პი­რებ თა­ვის მოკ­ვლას....... კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მოკ­ლეს - დღეს გა­მი­ჩი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი! რუს­თა­ვი 2 დიდ საფრ­თხე­შია!

ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი:

პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრი­ფინ­გი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ბოლ­თის ცე­მის ეკ­რან­ზე ჩვე­ნე­ბით, მო­ბი­ლუ­რის და სა­ფუ­ლის სახ­ლში და­ტო­ვე­ბის ხაზ­გას­მით და თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის 200 000-იანი ვა­ლით გა­მარ­თლე­ბით არის სრუ­ლი­ად უსუ­სუ­რი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი.

მკვლე­ლო­ბამ­დე ჩა­ტა­რე­ბულ ბრი­ფინგზე კიწ­მა­რიშ­ვილ­მა პირ­და­პირ თქვა, რომ მისი სი­ცო­ცხლის შემ­თხვე­ვა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი რუს­თა­ვი 2 ვერ წა­ი­ღებ­და.

კიწ­მა­რიშ­ვილ­მა აგ­რეთ­ვე მო­უ­წო­და ივა­ნიშ­ვილს, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე პრე­ტენ­ზი­ის გა­მოთ­ქმამ­დე მის­თვის ჩა­ე­ხე­და თვა­ლებ­ში.

ახლა კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მკვდა­რია და ვე­ღარ გახ­დე­ბა დაბ­რკო­ლე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის.

პრო­კუ­რა­ტუ­რის დღე­ვან­დე­ლი ბრი­ფინ­გით და­დას­ტურ­და ეჭვი, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა საქ­მის ჩა­ფარ­ცხვა, მკვლე­ლო­ბის მიჩ­ქმალ­ვა იყო და არა სი­მარ­თლის დად­გე­ნა.

კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის შე­წყვე­ტით პრო­კუ­რა­ტუ­რამ გზა გა­უხ­სნა რუს­თა­ვი 2-ზე ფი­ნა­ლურ თავ­დას­ხმას.

ჩვენ ბრძო­ლის მთა­ვა­რი სა­გა­ნი კი უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში რუს­თა­ვი 2 და თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის დაც­ვა იქ­ნე­ბა.

ნინო ჯღარ­კა­ვა:

აწი რაღა გეშ­ვე­ლე­ბათ ნა­ცე­ბოო, სა­არ­ჩევ­ნოდ დე­ბა­ტებ­ში ფრა­ზე­ბი, ბი­ძი­ნამ მოკ­ლა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი, ვე­ღარ გა­მო­გად­გე­ბათ, ახა­ლი მო­ი­ფიქ­რეთ რამე, არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ თქვე­ნი "ნი­ჭის" პატ­რო­ნებს:))

გა­დავ­ხე­დე მთა­ვარ ნი­უ­სებს და სტა­ტუ­სებს და ხალ­ხის ყი­ჟი­ნამ გა­მა­ოგ­ნა ვა­ლე­ბის გამო არ მო­იკ­ლავ­და კიწ­მა­რიშ­ვი­ლი თავ­სოო, კარ­გად და ყუ­რა­დღე­ბით მო­ის­მი­ნეთ ბრი­ფინ­გი, ნა­ხეთ პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, არა­ვის უთ­ქვამს თავი ვა­ლე­ბის გამო მო­იკ­ლა­ოო, უბ­რა­ლოდ სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად შე­ის­წავ­ლეს მისი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც და აღ­ნიშ­ნეს რომ სიკ­ვდი­ლამ­დე მისი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მძი­მე! არა­ვინ იცის რის გამო მო­იკ­ლა თავი, ეს იცის მხო­ლოდ იმ ადა­მი­ან­მა ვინც დღეს ცო­ცხა­ლი არაა! რაც გინ­დათ იწ­ვა­ლოთ, სხვა ვერ­სი­ებს ვერ შე­თი­თხნით, სა­ხე­ზე თვით­მკვლე­ლო­ბაა და საქ­მის ძი­ე­ბაც შე­წყდა!

ნიკა გვა­რა­მია:

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილ­მა თავი მო­იკ­ლაო, პრო­კუ­რა­ტუ­რამ.

მი­ზე­ზი: რთუ­ლი ეკო­ნო­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა: 312 ათა­სი დო­ლა­რი და 120 ათა­სი ლარი ვალი და და­ი­პო­თე­კე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა.

ბევ­რს იცი­ნებ­და კაცი, უკი­დუ­რე­სად ტრა­გი­კუ­ლი რომ არ იყოს ვი­თა­რე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ერო­სიმ არა და პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამ ბრი­ფინ­გით ნამ­დვი­ლად თავი მო­იკ­ლა.

p.s. თუ ჩემი მკვლე­ლო­ბაც ასე ახ­სნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ღიად ვა­ცხა­დებ, რომ მე მეტი კრე­დი­ტი მაქვს და ყვე­ლა­ფე­რი ასე­ვე და­ი­პო­თე­კე­ბუ­ლი, მაგ­რამ თა­ვის მოკ­ვლა­ზე ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ.

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი:

რას ყვე­ბა ახლა პრო­კუ­რა­ტუ­რა, ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვილს ფული არ ქონ­და და თავი მო­იკ­ლაო?

პრო­კუ­რა­ტუ­რას გო­ნია, რომ მო­უგ­ვა­რა ბი­ძი­ნას ერო­სის მკვლე­ლო­ბის საქ­მე ხო?

მულ­ტფილ­მი.

ია­რაღს რომ ყი­დუ­ლობს, მა­ღა­ზი­ას ჩა­წე­რი­ლი არ აქვს?

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

ბი­ძი­ნა, გა­მო­დი გი­ცა­ნით.

ფუ­ლის გამო თა­ვის მოკ­ვლის ვერ­სია მარ­ტო შენ მო­გი­ვი­დო­და თავ­ში აზ­რად. ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი რის გა­მოც ალ­ბათ თა­ვის მოკ­ვლა შე­უძ­ლია. ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე:

ძვირ­ფა­სო პრო­კუ­რა­ტუ­რა, ვი­ნა­ი­დან ფული არას­დროს არ მქონ­და, 2007 წელს მეც გავ­ბე­დე და კრე­დი­ტით ვი­ყი­დე ბინა. შე­ვუ­დე­ქი გრა­ფი­კით გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხის პა­ტი­ოს­ნად გა­დახ­დას.

სად იყო და სად არა "ქვე­ყა­ნას უბე­დუ­რე­ბად თქვენ და­ა­ტყდით თავს. ლარი გა­უ­ფა­სურ­და და ჩემი ხელ­ფა­სიც ვე­ღარ ფა­რავ­და სესხს. შე­მო­სა­ვა­ლიც არ მქონ­და,მხო­ლოდ ერთი წე­ლია რაც ჩემი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სცნო პარ­ლა­მენ­ტმა, მაგ­რამ დაგ­რო­ვი­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის და­სა­ფა­რად, ბან­კმა ბინა გა­და­ი­ფორ­მა და შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი ახ­ლან­დე­ლი ხელ­ფა­სიც, ჩემ­გან და­უ­კი­თხა­ვად, სა­უ­რა­ვე­ბის და­სა­ფა­რად მი­ე­მარ­თე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა,რომ ხელ­ფა­სი­დან არ­ცერ­თი თეთ­რი ჩემს მარ­თვა­ში აღარ არ­სე­ბობს, თა­ვის მოკ­ვლა­ზე კი არ ვფიქ­რობ, გა­ალ­მა­სე­ბით ვიბ­რძვი თქვენ­ნა­ი­რი მავ­ნებ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბი­დან ჩა­მო­სა­შო­რებ­ლად.

იცო­დეთ, მა­ინც!

გი­ორ­გი ხა­ბუ­რძა­ნია:

ფუ­ლის ვერ­სია ბი­ძი­ნას საყ­ვა­რე­ლი ვერ­სი­აა.

იხი­ლეთ ასე­ვე: პრო­კუ­რა­ტუ­რამ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყვი­ტა - ოჯახს თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებას

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებას

გამოძიების ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, - ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. პროკურატურის განცხადებით, კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა. თემას "ფეისბუქში" ეხმაურებიან:

გია როინიშვილი:

ბოლთას ცემდა..... ორი დღეა ბოლთას ვცემ..... არ ვაპირებ თავის მოკვლას....... კიწმარიშვილი მოკლეს - დღეს გამიჩინა პროკურატურამ საფუძვლიანი ეჭვი! რუსთავი 2 დიდ საფრთხეშია!

ნუგზარ წიკლაური:

პროკურატურის ბრიფინგი კიწმარიშვილის ბოლთის ცემის ეკრანზე ჩვენებით, მობილურის და საფულის სახლში დატოვების ხაზგასმით და თვითმკვლელობის ვერსიის 200 000-იანი ვალით გამართლებით არის სრულიად უსუსური და დაუჯერებელი.

მკვლელობამდე ჩატარებულ ბრიფინგზე კიწმარიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მისი სიცოცხლის შემთხვევაში ივანიშვილი რუსთავი 2 ვერ წაიღებდა.

კიწმარიშვილმა აგრეთვე მოუწოდა ივანიშვილს, ტელევიზიაზე პრეტენზიის გამოთქმამდე მისთვის ჩაეხედა თვალებში.

ახლა კიწმარიშვილი მკვდარია და ვეღარ გახდება დაბრკოლება ივანიშვილისთვის.

პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგით დადასტურდა ეჭვი, რომ გამოძიების მთავარი ამოცანა საქმის ჩაფარცხვა, მკვლელობის მიჩქმალვა იყო და არა სიმართლის დადგენა.

კიწმარიშვილის მკვლელობის საქმის შეწყვეტით პროკურატურამ გზა გაუხსნა რუსთავი 2-ზე ფინალურ თავდასხმას.

ჩვენ ბრძოლის მთავარი საგანი კი უახლოეს თვეებში რუსთავი 2 და თავისუფალი სიტყვის დაცვა იქნება.

ნინო ჯღარკავა:

აწი რაღა გეშველებათ ნაცებოო, საარჩევნოდ დებატებში ფრაზები, ბიძინამ მოკლა ეროსი კიწმარიშვილი, ვეღარ გამოგადგებათ, ახალი მოიფიქრეთ რამე, არ გაგიჭირდებათ თქვენი "ნიჭის" პატრონებს:))

გადავხედე მთავარ ნიუსებს და სტატუსებს და ხალხის ყიჟინამ გამაოგნა ვალების გამო არ მოიკლავდა კიწმარიშვილი თავსოო, კარგად და ყურადღებით მოისმინეთ ბრიფინგი, ნახეთ პროკურატურის საიტზე გამოქვეყნებული მასალები და მტკიცებულებები, არავის უთქვამს თავი ვალების გამო მოიკლაოო, უბრალოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეისწავლეს მისი ფინანსური მდგომარეობაც და აღნიშნეს რომ სიკვდილამდე მისი ფინანსური მდგომარეობა იყო მძიმე! არავინ იცის რის გამო მოიკლა თავი, ეს იცის მხოლოდ იმ ადამიანმა ვინც დღეს ცოცხალი არაა! რაც გინდათ იწვალოთ, სხვა ვერსიებს ვერ შეთითხნით, სახეზე თვითმკვლელობაა და საქმის ძიებაც შეწყდა!

ნიკა გვარამია:

ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლაო, პროკურატურამ.

მიზეზი: რთული ეკონომიური მდგომარეობა: 312 ათასი დოლარი და 120 ათასი ლარი ვალი და დაიპოთეკებული ქონება.

ბევრს იცინებდა კაცი, უკიდურესად ტრაგიკული რომ არ იყოს ვითარება. სინამდვილეში, ეროსიმ არა და პროკურატურამ ამ ბრიფინგით ნამდვილად თავი მოიკლა.

p.s. თუ ჩემი მკვლელობაც ასე ახსნა პროკურატურამ, ღიად ვაცხადებ, რომ მე მეტი კრედიტი მაქვს და ყველაფერი ასევე დაიპოთეკებული, მაგრამ თავის მოკვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

რას ყვება ახლა პროკურატურა, ეროსი კიწმარიშვილს ფული არ ქონდა და თავი მოიკლაო?

პროკურატურას გონია, რომ მოუგვარა ბიძინას ეროსის მკვლელობის საქმე ხო?

მულტფილმი.

იარაღს რომ ყიდულობს, მაღაზიას ჩაწერილი არ აქვს?

ნანუკა ჟორჟოლიანი:

ბიძინა, გამოდი გიცანით.

ფულის გამო თავის მოკვლის ვერსია მარტო შენ მოგივიდოდა თავში აზრად. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ალბათ თავის მოკვლა შეუძლია. ფინანსური კრიზისი

ეკა ხერხეულიძე:

ძვირფასო პროკურატურა, ვინაიდან ფული არასდროს არ მქონდა, 2007 წელს მეც გავბედე და კრედიტით ვიყიდე ბინა. შევუდექი გრაფიკით განსაზღვრული თანხის პატიოსნად გადახდას.

სად იყო და სად არა "ქვეყანას უბედურებად თქვენ დაატყდით თავს. ლარი გაუფასურდა და ჩემი ხელფასიც ვეღარ ფარავდა სესხს. შემოსავალიც არ მქონდა,მხოლოდ ერთი წელია რაც ჩემი უფლებამოსილება სცნო პარლამენტმა, მაგრამ დაგროვილი დავალიანების დასაფარად, ბანკმა ბინა გადაიფორმა და შესაბამისად, ჩემი ახლანდელი ხელფასიც, ჩემგან დაუკითხავად, საურავების დასაფარად მიემართება.

მიუხედავად იმისა,რომ ხელფასიდან არცერთი თეთრი ჩემს მართვაში აღარ არსებობს, თავის მოკვლაზე კი არ ვფიქრობ, გაალმასებით ვიბრძვი თქვენნაირი მავნებლების მმართველობიდან ჩამოსაშორებლად.

იცოდეთ, მაინც!

გიორგი ხაბურძანია:

ფულის ვერსია ბიძინას საყვარელი ვერსიაა.

იხილეთ ასევე: პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა - ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს